ვიკიმონაცემების ტრენინგი 2021

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

2021 წლის 4-5 დეკემბერს გაიმართება „ვმ საქართველოს“ მიერ ორგანიზებული ვიკიმონაცემების ტრენინგ-დღეები ვიკიპედიის რედაქტორებისთვის. ტრენინგი გათვლილია ვიკიმედიის როგორც ახალბედა, ისე გამოცდილი რედაქტორებისთვის, რომლებსაც სურთ გაუმჯობესონ ცოდნა ვიკიმონაცემებში მუშაობაში. ტრენინგს გაუძღვებიან როგორც ვიკიმონაცემების ადგილობრივი ენთუზიასტები, ასევე ვიკიმონაცემების ადმინისტრატორი. ტრენინგი ჩატარდება შერეულ ფორმატში, რაც გულისხმობს, როგორც in-person მონაწილეობას, ისე ონლაინ დასწრებას. აგრეთვე, შესაძლებელი იქნება ღონისძიების ვიდეოჩანაწერის გაცნობა, ღონისძიების დასრულების შემდეგ. დასწრებისთვის შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა ან მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: info(_AT_)wikimedia.ge.

მიზანი

ვიკიმედიის პროექტებში კონტენტის გაუმჯობესება, განსაკუთრებით ვიკიპედიაში, ვიკიმონაცემებსა და ვიკისაწყობში, „ვმ საქართველოს“ სტრატეგიული ამოცანა და გამოწვევაა. აგრეთვე, კონტენტის ხარისხის გაუმჯობესებას ისეთ პროექტებში, როგორიც არის ვიკიმონაცემები, ესაჭიროება შესაბამისი ცოდნა. გამომდინარე აქედან, გარდა პროექტის ხარისხის გაუმჯობესებისა, გვსურს, რომ გავაუმჯობესოთ იმ კონტრიბუტორთა (მონაწილეთა) უნარებიც, რომლებიც ამ პროექტში მუშაობით არიან დაინტერესებული. ამ მიზნით ტარდება ამ სახის ღონისძიებები ყველა დაინტერესებული პირისთვის.

ღონისძიებაზე დასწრების წინაპირობა (Covid-19 რეგულაცია)

ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე კოვიდპანდემიიდან და რეგულაციებიდან გამომდინარე, in-person (პირადი მონაწილეობა) ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ:

  1. ღონისძიებაზე დასწრება დასაშვებია მონაწილეთა 72 საათით ადრე PCR ტესტის ან 24 საათით ადრე სწრაფი ანტიგენის ტესტირების საფუძველზე.
  2. ღონისძიებაზე დასწრება დასაშვებია, PCR ტესტის ან/და სწრაფი ანტიგენის ტესტის გარეშე, თუ სრული ვაქცინაციიდან გასულია მინიმუმ 14 დღე და მონაწილეს გააჩნია მწვანე კოვიდპასპორტი.

In-person ღონისძიების მონაწილეს მოთხოვნის საფუძველზე „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ დაფარავს მონაწილის პი-სი-არ (PCR) ან ანტიგენ ტესტის საფასურს. დეტალებზე გთხოვთ დაგვიკავშირდეთ info(_AT_)wikimedia.ge

დრო და ადგილი

  • დრო: 4 და 5 დეკემბერი, 13:00-დან 17:00-მდე.
  • ადგილი: ილია ჭავჭავაძის გამზ. 37, აქსის თაუერსი,Terminal Towers, თბილისი.

რეგისტრაცია

  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია


სარეგისტრაციო ფორმა