ვიკიპედია 20

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ვიკიპედია 20 წლისაა
ვიკიპედია 20 წლისაა

2021 წლის 15 იანვარს მსოფლიოს უდიდესი ონლაინ ენციკლოპედია — ვიკიპედია 20 წლის ხდება. ეს ღონისძიება ეძღვნება თავისუფალი ცოდნის, ღია თანამშრომლობისა და ინტერნეტში ნდობის განმტკიცების მხარდაჭერის ორ ათწლეულს. მაშინ როდესაც დეზინფორმაცია და პოლარიზაცია უფრო თვალსაჩინო ხდება, ვიკიპედია აქტუალურია როგორც არასდროს. ვიკიპედია ზეიმობს თავის წარსულს და უყურებს მომავალს, უყურებს იმას, თუ როგორ გაუმკლავდება ხვალინდელი დღის გამოწვევებს, რომ გახდეს უფრო მდგრადი და ობიექტური ცოდნის რესურსი.

დღეისთვის, ვიკიპედიაში მოცემულია 55 მილიონზე მეტი სტატია 300-ზე მეტ ენაზე. და ეს ყველაფერი ყოველგვარი რეკლამის გარეშე, სრულად უფასოდ. შექმნილია ჩვენი ათასობით მოხალისეს მიერ.

„ფონდი ვიკიმედია“ და „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ მთელი წლის განმავლობაში, სხვადასხვა ღონისძიებების მეშვეობით გააგრძელებს ვიკიპედიის 20 წლის დაბადების დღის აღნიშვნას.

გაეცანით ქვემოთ მოცემულ ღონისძიებებს და შემოგვიერთდით.

15 იანვარი

15 იანვარს, 20:00 საათზე, „ფონდი ვიკიმედია“ აწყობს ონლაინ ღონისძიებას, სადაც სიტყვით გამოვა ვიკიპედიის დამფუძნებელი ჯიმი უელსი და „ფონდ ვიკიმედიის“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთრინ მაერი.

ღონისძიებაზე დასასწრებად გადადით ბმულზე.

აგრეთვე, 15 იანვარს, გამოაგზავნეთ თქვენი მილოცვები დაბადების დღეზე 20.wikipedia.org-ზე.

მთელი წელი

„ფონდი ვიკიმედია“ და „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ მთელი წლის მანძილზე გააგრძელებს ვიკიპედიის 20 წლის აღნიშვნას. საქართველოში არსებული საკარანტინო რეჟიმიდან გამომდინარე, „ვმ საქართველო“ ფიზიკურ შეხვედრას ამ ეტაპზე არ მართავს, თუმცა, მდგომარეობის გაუმჯობესების და შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, გაიმართება სრულფასოვანი ღონისძიება. დეტალები გამოქვეყნდება აქ.

დღეს, თუ თქვენ ბრძანდებით ვიკიმედიის რომელიმე პროექტის აქტიური რედაქტორი, თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ ქვემოთ მოცემული ბმული და მიიღებთ ჩვენგან „ვიკიპედია 20“ სუვენირებს (სტიკერები, კალმები, პირბადე). გთხოვთ გაითვალისწინოთ, სუვენირებს მიიღებთ ფოსტის მეშვეობით, მხოლოდ საქართველოს ფარგლებში.

სუვენირის მისაღებად მოგვწერეთ: info(_AT_)wikimedia.ge ან შეავსეთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე ფორმა.

შეავსეთ ფორმა

ვიკიპედია არის ...