ვიკიპედიის დაბადების დღე 2023

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

2023 წლის 15 იანვარს „ვმ საქართველოს“ ორგანიზებით, ვიკიპედიის 22-ე დაბადების დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართება. დასწრებისთვის მსრუველებმა მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: info(_AT_)wikimedia.ge.

იდეა

ვიკიპედია არის მრავალენოვანი, თავისუფალი ვიკი-ენციკლოპედია. გაეშვა 2001 წლის 15 იანვარს, როგორც ინგლისურენოვანი პროექტი ონლაინ-ენციკლოპედიისა, რომელშიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეიტანოს ცვლილებები და დამატებები. პროექტს მართავს ამერიკული არაკომერციული ფონდი ვიკიმედია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქართული ვიკიპედიის განვითარება და მისი პოპულარიზება ვიკიმედიის სხვა პროექტებთან ერთად. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ ვიყენებთ სხვადასხვა გზებს, ერთ-ერთი ასეთია საჯარო ღონისძიებების გამართვა, რომლის ფარგლებში ჩავატარებთ ვიკიპედიის დაბადების დღის ღონისძიებას.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ედიტათონი (Edit-a-thon), ანუ მონაწილეები ადგილზე, ქართულ ვიკიპედიაში შექმნიან თითო სტატიას, რომელთა არჩევაც წინასწარ შედგენილი სიიდან შეეძლებათ.


დრო და ადგილი

2023 წლის 15 იანვარი (კვირა), 12:00 საათი. ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსი, გუდიაშვილის 7, თბილისი.

სურათები ღონისძიებიდან