ვმ საქართველო/ვაკანსიები/არქივი
2021
- პროექტ მენეჯერი & აუთრიჩ ოფიცერი
ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი ეძებს საზოგადოებასთან ურთიერთობის (აუთრიჩ ოფიცერი) სპეციალისტს და პროექტ მენეჯერს, რომელიც ხელს შეუწყობს ორგანიზაციის საქმიანობას, მის განვითარებას და პროექტების მართვას.
აუთრიჩ ოფიცერი პასუხისმგებელია ორგანიზაციის მედია მხარდაჭერაზე, რომელიც მართავს ორგანიზაციის ყველა მედიასაშუალებას (სოციალურ მედიას და ა.შ.), აქვეყნებს ყველა მასალას და ახალ ამბებს ორგანიზაციის ბლოგებსა და ვებ-გვერდებზე, არის „ვმ საქართველოს“ წარმომადგენელი მედია გარემოში. ის ასევე ხელს შეუწყობს ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის და ფონდ ვიკიმედიის პროექტებისა და პროგრამების მედიაში გაშუქებაში, ისევე როგორც სოციალურ ქსელებში (ქართველი აუდიტორიისათვის) და სხვადასხვა დაწესებულებებში (საგანმანათლებლო, კულტურული, სამთავრობო და ა.შ.) გაცნობას. აუთრიჩ ოფიცერი ასევე პასუხისმგებელია ვიკიმედიის პროექტების პოპულარიზაციის მიზნით მედიისა და საზოგადოებისათვის შეხვედრების ჩატარებაზე.
პროექტ მენეჯერი არის პირი, რომელიც პასუხისმგებელია ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის ყველა პროექტის ჩატარებაზე, ზედამხედველობასა და მონიტორინგზე, მათ შორის ყველა კონკურსის, ტრენინგისა და სემინარის ჩატარებასა და ზედამხედველობაზე. პროექტ მენეჯერი ასევე არის „ვმ საქართველოს“ ვიკიკლუბების ქსელების კოორდინატორი. ის პასუხისმგებელია კონკურსებისა და სხვა პროექტების გვერდების შექმნასა და მონიტორინგზე, აგრეთვე ის გამოავლენს კონკურსების გამარჯვებულებს და შეაგროვებს საჭირო დოკუმენტაციას მათზე, ასევე პასუხისმგებელია ვიკიკლუბების მუშაობის კოორდინაციაზე და იქ ტრენინგების და სემინარების ჩატარებაზე. იგი ასევე პასუხისმგებელია GLAM-თან დაკავშირებული ყველა პროგრამის გამართვასა და მონიტორინგზე.
თქვენ ხართ პასუხისმგებელი:
- „ვმ საქართველოს“ პროგრამებისა და საქმიანობის პოპულარიზაცია.
- გაუწიეთ ზედამხედველობა ორგანიზაციის კომუნიკაციებს, როგორც შიდა, ისე გარე პირებთან, ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობას.
- ხართ „ვმ საქართველოს“ პრესსპიკერი.
- მართოთ ორგანიზაციის ვებ-გვერდი, ასევე ვიკისაიტი და ორგანიზაციის სოციალური მედიის ანგარიშები.
- განათავსოთ ორგანიზაციის ახალი ამბები ორგანიზაციის ყველა ოფიციალურ საკომუნიკაციო არხზე.
- გამოაქვეყნოთ ოფიციალური დოკუმენტები და „ვმ საქართველოს“ განცხადებები ვიკისაიტზე.
- ჩაატარეთ გასვლითი შეხვედრები მედიის წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ საზოგადოებასთან.
- ჩაატარეთ გასვლითი შეხვედრები საგანმანათლებლო, კულტურულ, სამთავრობო უწყებებსა და დაწესებულებებში.
- შეინარჩუნეთ რეგულარული კომუნიკაცია „ვმ საქართველოს“ წევრებთან და პარტნიორებთან.
- შეიმუშავოთ მდგრადი საკომუნიკაციო გეგმა „ვმ საქართველოს“.
- მოამზადოთ თვიური რეპორტები „ვმ საქართველოს“ საქმიანობაზე.
- უზრუნველყოთ „ვმ საქართველოს“ ვიკიკლუბების კოორდინაცია და მონიტორინგი.
- ჩაატაროთ ტრენინგები და სემინარები ვიკიკლუბებში.
- ხელი შეუწყოთ ღონისძიებების გამართვას.
- ჩაატაროთ და მონიტორინგი გაუწიოთ „ვმ საქართველოს“ პროექტებს.
- კონკურსებისა და სხვა პროექტების გვერდების შექმნა და განახლება.
- პროექტების მონიტორინგისთვის მდგრადი პლატფორმების შექმნა.
- ტრენინგებისა და სემინარების ჩატარება საგანმანათლებლო, კულტურული და GLAM დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის.
- ვიკიმედიის პროექტების განსახორციელებლად საგანმანათლებლო პროგრამების ხელშეწყობა.
მოთხოვნები:
- მრავალენოვან და მულტიკულტურულ ონლაინ თემებთან მუშაობის გამოცდილება; დაინტერესება ონლაინ თანამშრომლობისა და კონსტრუქციული საჯარო დისკუსიის მიმართ.
- გუნდში მუშაობის კომპეტენცია, ასევე ნაწილობრივ ან მთლიანად დისტანციურად მუშაობის უნარი.
- ვიკიმედიის პროექტებში (განსაკუთრებით ვიკიპედიაში) მუშაობის 5 ან 5-ზე მეტი წლის გამოცდილება.
- მედიაში ან მადიასთან ახლო სფეროში მუშაობის 4 წლის გამოცდილება.
- პროექტებსა და პროგრამებზე მუშაობის 4 წლის გამოცდილება.
- ვიკი ტექნოლოგიების ცოდნა.
- ინგლისური ენის ცოდნა (C2 დონე), გამართულად წერის და მეტყველების უნარი.
- ონლაინ პლატფორმა Asana-ზე მუშაობის გამოცდილება.
- მაიკრასოფთ ოფისის და გუგლის ონლაინ სერვისებზე მუშაობის გამოცდილება.
- ბაკალავრის ხარისხი ჰუმანიტარული მიმართულებით; მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები:
- პუნქტუალურობა
- საქმისადმი პატივისცემა
- მონდომებულობა
- სტრესულ სიტუაციაში შეუფერხებლად მუშაობის შესაძლებლობა.
სამუშაო გრაფიკი და ხელფასი
- 40 საათი კვირაში (სრული განაკვეთი)
- თვეში 1,700.00 ლარი (გადასახადების ჩათვლით)
- განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 18 თებერვალი, 2021