შინაარსზე გადასვლა

ვმ საქართველო/კონკურსები/2020/დარჩი სახლში — დაეხმარე ვიკიპედიას

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
დარჩი სახლში — დაეხმარე ვიკიპედიას

დარჩი სახლში — დაეხმარე ვიკიპედიასვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის კონკურსი. კონკურსის მიზანია ქართულ ვიკიპედიაში საჭირო თემატური (ისტორია, გეოგრაფია, პოლიტიკა) სტატიების შექმნა და არსებული სტატიების გაუმჯობესება, აგრეთვე მათი დახვეწა და სტატიების (კონტენტის) საერთო რიცხვის გაზრდა.

კონკურსი გაიმართება ქართულენოვან ვიკიპედიაში. მონაწილეებს შეუძლიათ შემქნან/გააუმჯობესონ სტატიები ზემოთ აღნიშნულ თემებზე. მინიმალური შეფასება იქნება 1 ქულა, ხოლო მაქსიმალური — 5 ქულა.

სტატია უნდა იყოს დაწერილი 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით და უნდა შედგებოდეს (მინიმუმ) 5 000 ბაიტისა და 500 სიტყვისაგან. შეფასების კრიტერიუმები დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.


შემოთავაზებული სტატიების სანახავად და დასაწერად გადადით


შექმნილი და გაუმჯობესებული სტატიების სია
სტატიის შექმნის ან გაუმჯობესების შემდეგ დაამატეთ ის პროგრამაში

წესები

მოთხოვნები სტატიისათვის
  • ახალი სტატია შექმნილი/გაუმჯობესებული უნდა იყოს თქვენ მიერ 2020 წლის
    1 მაისის 0:00 (UTC)-დან - 31 მაისის, 23:59 (UTC)-მდე.
    UTC დროის სანახავად დააჭირეთ აქ.
    საქართველო UTC+4 დროის სარტყელში მდებარეობს, შესაბამისად UTC 14:00 საათი საქართველოს დროით (UTC +4) 18:00 საათია. საქართველოს დროით კონკურსის ვადებია 2020 წლის 1 მაისის 04:00-დან 1 ივნისის, 03:59-მდე
  • სტატიის მოცულობა უნდა იყოს სულ მცირე 5 000 ბაიტი და შედგებოდეს არანაკლებ 500 სიტყვისაგან.
  • სტატია აუცილებლად შემოთავაზებული სიიდან და მითითებული ბმულიდან უნდა იყოს შექმნილი/გაუმჯობესებული.
  • სტატია უნდა აკმაყოფილებდეს ვიკიპედიის საბაზისო კრიტერიუმებს.
  • სტატიას მითითებული უნდა ჰქონდეს საკმარისი აკადემიური წყაროები; საეჭვო ან ურთიერთგამომრიცხავი წინადადებები გამყარებული უნდა იყოს შესაბამისი წყაროთი.
  • სტატია არ უნდა იყოს მანქანური თარგმანი და უნდა იყოს დაწერილი გამართული ენით.
  • სტატია უნდა იყოს უნაკლო (ქართული ვიკიპედიის წესებთან შესაბამისი ფორმატირება (ვიკიფიცირება), წყაროების გამოყენება და ციტირების წესები, ტეგებისა და თარგების სათანადო გამოყენება, ილუსტრირება) კონკურსის დასრულებისთვის, ანუ 31 მაისის, 23:59 (UTC)-თვის.
  • სტატია არ უნდა იყოს სია.
  • სტატია უნდა იყოს ინფორმაციული.
  • დაუშვებელია პლაგიატი — თუ სტატია იქნება დაწერილი მხოლოდ ერთ წყაროზე დაყრდნობით, მაშინ სტატიის ტექსტი სრულიად გადასხვაფერებული უნდა იყოს და არ ემთხვეოდეს წყაროს ტექსტს.
მოთხოვნები კონკურსანტისადმი
  • კონკურსანტი დარეგისტრირებული უნდა იყოს ვიკიპედიაში.
  • ყოველი კონკურსანტი მონაწილეობს მხოლოდ ერთი ანგარიშით.
  • მონაწილეს ანგარიშზე მიბმული უნდა ჰქონდეს ელექტრონული ფოსტის მისამართი.
აკრძალვები
  • კონკურსის კოორდინატორისთვის საპრიზო ადგილისთვის კონკურსში მონაწილეობა აკრძალულია.
  • ჟიურის წევრებისთვის საპრიზო ადგილისთვის კონკურსში მონაწილეობა აკრძალულია.
  • ვმ საქართველოს ბორდის წევრებისთვის საპრიზო ადგილისთვის კონკურსში მონაწილეობა აკრძალულია.
  • აკრძალულია ორზე მეტ სტატიაში თარგ {{მუშავდება}}-ს ({{subst:L}}) გამოყენება.
პასუხისმგებლობა
  • საბოლოო გადაწყვეტილებას ამა თუ იმ სტატიის მიღების ან უარყოფის შესახებ ადგილობრივი ვიკიპედიის ჟიური იღებს.
  • ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას.
  • ჟიურის შეუძლია აუკრძალოს კონკურსში მონაწილეობა კონკრეტულ მომხმარებელს ე.წ. „სამართლიანი თამაშის“ წესების დარღვევის გამო, რაშიც იგულისხმება 24 საათის განმავლობაში მომხმარებლის მიერ იმაზე ბევრად მეტი სტატიის შექმნას, რაც შეუძლებელია გონივრულ დროში (განსაკუთრებით ბოლო ერთი დღის განმავლობაში, კონკურსის დასკვნით ეტაპზე). ჟიურის შეუძლია აუკრძალოს კონკურსში მონაწილეობა იმ მომხმარებელს, რომელიც მასობრივად წინასწარ გამზადებულ სტატიებს ატვირთავს. ჟიურის შეუძლია აუკრძალოს კონკურსში მონაწილეობა კონკურსანტს კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე და ყველა იმ შემთხვევაში, რომელიც, ჟიურის მოსაზრებით, ეწინააღმდეგება სამართლიანი თამაშის წესს.
  • კონკურსის ორგანიზატორები არ არიან პასუხისმგებელნი, თუ კონკურსის მონაწილემ დაარღვია საავტორო უფლებები.
  • კონკურსის ორგანიზატორები არ არიან პასუხისმგებელნი კონკურსის მონაწილეთა მიერ შექმნილი გვერდების ვიკიპედიიდან შესაძლო წაშლაზე.

პრიზი

„ვიკიმედია მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ კონკურსში მიღებული ქულების რაოდენობით გამარჯვებულ მონაწილეებს (ხუთი საპრიზო ადგილი) დააჯილდოებს შემდეგი პრიზებით:

  • პირველი ადგილი : სმარტფონი (Xiaomi)
  • მეორე ადგილი : პლანშეტი (Samsung)
  • მესამე ადგილი : უსადენო ყურსასმენი (Marshall)
  • მეოთხე ადგილი : 200 ლარის be.ge-ის სასაჩუქრე ბარათი
  • მეხუთე ადგილი : 200 ლარის be.ge-ის სასაჩუქრე ბარათი

შენიშვნა: საპრიზო ადგილების პრეტენდენტებმა მინიმუმ 10 სტატია მაინც უნდა დაწერონ.

კოორდინატორი

ჟიური

შედეგები

შედეგების სანახავად გადადით ამ ბმულზე

ორგანიზატორი

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი
contests(_AT_)wikimedia.ge