ვმ საქართველო/კონკურსები/2020/ვიკის უყვარს ძეგლები

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
1-30 სექტემბერი, 2020
ვიკის უყვარს ძეგლები 2020

ვიკის უყვარს ძეგლები (ინგლ. Wiki Loves Monuments) ყოველწლიური საერთაშორისო ფოტოგრაფიული კონკურსია, რომლის მონაწილეები იღებენ ადგილობივი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოებს და ვიკისაწყობში ათავსებენ. პროექტის მიზანია ხაზი გაუსვას ამა თუ იმ ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას და შეიქმნას ფოტოები, რომელთა გამოყენება ვიკიპედიაში და მის გარეთაც თავისუფალი ლიცენზიით მოხდება. პირველი ვუძ-ი (ვიკის უყვარს ძეგლები) ჩატარდა ნიდერლანდებში 2010 წელს როგორც საპილოტე პროექტი. კონკურსმა ტრადიციული სახე მიიღო და შემდგომ წლებში მას ევროპისა და მსოფლიოს მრავალი ქვეყანა შეუერთდა.

წელს, „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ წევრების ორგანიზებით, საქართველო მეოთხედ იღებს მონაწილეობას კონკურსში.

შემოგვიერთდით! ერთად შევქმნათ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების უდიდესი ფოტოსაცავი, სადაც არ იარსებებს არათავისუფალი ლიცენზიის მქონე სურათები!

მიიღეთ მონაწილეობა

იპოვეთ კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტი ქვემოთ მოცემული სიიდან, გადაირეთ სურათი და ატვირთეთ იგი ვიკისაწყობში:

იპოვეთ ობიექტი!

იპოვეთ კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლი
თქვენს რეგიონში უამრავი ძეგლია!


დაასათაურეთ სურათი
მაგალითად: აქ მოცემულია წინა წლების ძეგლები.


ატვირთე
ატვირთე კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლის სურათი.


გამარჯვებულები
შეამოწმეთ ეს გვერდი 2020 წლის ოქტომბრის ბოლოს, როდესაც გამოვლინდებიან გამარჯვებულები.

პრიზები

ტოპ-10 სურათი მიიღებს მონაწილეობას კონკურსის საერთაშორისო ნაწილში. „ვმ საქართველო“ პირველი სამი საუკეთესო სურათის ავტორს დააჯილდოვებს შემდეგი პრიზებით:

1. ადგილი: სმარტფონი (Xiaomi)
2. Place: ფოტოკამერა (Canon ZoeMini)

3. Place: ყურსასმენი (Xiaomi Wireless Earbuds)

რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა?

საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ზველესი სახელმწიფოა, რომელსაც გააჩნია მდიდარი ისტორია და კულტურა. ეს კონკურსი შესანიშნავი შესაძლებლობაა აიღოთ თქვენი კამერა, მოინახულოთ სიაში ჩამოთვლილი საქართველოს მემკვიდრეობის ძეგლები, გადაიღოთ მათ ფოტოები და აჩვენოთ საქართველოს ისტორია და კულტურა თქვენი ხედვით დანარჩენ მსოფლიოს!

კონკურსში მონაწილეობა შესანიშნავი გზაა ექსპერიმენტისა და იმის გასაგებად, თუ რომელი ფოტოები მოიპოვებენ აღიარებას. თქვენ ნამდვილად არ გჭირდებათ იყოთ პროფესიონალი ფოტოგრაფი ვიკიპედიისთვის სასარგებლო ფოტოების გადასაღებად. ეს არის დიდი შანსი, რომ გამოსცადო შენი თავი! ადგილობრივ კონკურსში მონაწილეობა გაძლევთ უფლებას მიიღოთ მონაწილეობა საერთაშორისო ფინალში, ასევე უნდა ავღნიშნოთ, რომ თქვენ შეგიძლიათ მოიგოთ სხვადასხვა!

კონკურსის წესები

ჩვენ ვცდილობთ შევინარჩუნოთ კონკურენცია ყველასთვის გასაგებად და მარტივად. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ფოტოები მხოლოდ რამდენიმე წესს უნდა აკმაყოფილებდნენ. მოდით სწრაფად ვნახოთ ისინი.
ყველა მასალა უნდა იყოს ორიგინალი ფოტომასალა, რომელიც ატვირთული იქნება მათი ავტორების მიერ.
ყველა სურათი უნდა იყოს ატვირთული 2020 წლის სექტემბერში
ყველა სურათი უნდა იყოს თავისუფალი ლიცენზიით
მონაწილეებს უნდა ჰქონდეთ აქტიური ელექტრონული ფოსტის მისამართი, მიბმული მომხმარებლის ანგარიშზე.
ძეგლების სია გამოქვეყნებულია ქართულ ენაზე.
სურათის დასათაურება და აღწერა აუცილებელია
დარწმუნდით, რომ არ არსებობს რაიმე სახის ნიშნები სურათზე
ყველა სურათი უნდა იყოს მინიმუმ 2 მპქ.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საქართველოში ჯერ არ არსებობს პანორამის თავისუფლება, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ ატვირთოთ ძეგლების ფოტოები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არქიტექტორი გარდაიცვალა 1950 წლამდე, ან თუ შენობა აშენდა ამ თარიღამდე (თუ არქიტექტორი უცნობია).

ამის გარდა, არსებობს რამდენიმე პრაქტიკული წესი და რჩევა:
შედით ან შექმენით ახალი ანგარიში ვიკისაწყობში (Wikimedia Commons)
კარგად დაასათაურეთ თქვენი სურათი
გამოიყენეთ ღილაკი იპოვეთ ობიექტი! ზემოთ ან, თუ თქვენ უკვე იცით ძეგლის კოდი, შეგიძლიათ დააწკაპუნოთ აქ სურათის ასატვირთად
ნუ დაგავიწყდებათ დაამატოთ კატეგორიები თქვენს სურათს - ეს სასარგებლო იქნება ყველასთვის, ვინც გადაწყვეტს მის მოძებნას!
გაუზიარეთ თქვენი მონაწილეობის ამბავი სოციალურ ქსელებში ჩვეის ჰეშთეგებით: #WLMGeorgia · #WLM2020 · #ვუძ · #ვიკისუყვარსძეგლები.
და დაელოდეთ შედეგებს! გისურვებთ წარმატებებს!

დაუკავშირდით საორგანიზაციო კომიტეტს

* ვმ საქართველო

  • ჟიური
    • ჯაბა ლაბაძე
    • მიხეილ ჭაბუკაშვილი

სიახლეები

ეწვიეთ ვმ საქართველოს Facebook გვერდს ან „ვიკის უყვარს ძეგლების“ Facebook გვერდს სიახლეებისთვის.

ჟიური

სექტემბერში შეგიძლიათ ატვირთოთ სურათები (ძველი ან ახალი), რომელიც მოცემულია ძეგლების სიაში. თვის ბოლოს ეროვნული ჟიური შეაფასებს ფოტოსურათებს და შეარჩევს მემკვიდრეობის ძეგლების საუკეთესო 10 სურათს საქართველოში, რომლებიც საერთაშორისო ფინალში უნდა წარმოადგინოს საქართველო.

შეფასების კრიტერიუმები

ჟიური განსაზღვრავს გამარჯვებულებს შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით (თანმიმდევრობას არ გააჩნია მნიშვნელობა):

  • ტექნიკური ხარისხი (სიმკვეთრე, სინათლის გამოყენება, პერსპექტივა და ა.შ.);
  • ორიგინალურობა;
  • ვიკიპედიისთვის გამოსახულების სარგებლიანობა.

ორგანიზატორი

contests@wikimedia.ge


ვიკის უყვარს ძეგლები
2016 • 2017 • 2018 • 2020