ვმ საქართველო/კონკურსები/2020/მსოფლიო სამზარეულო ვიკიპედიაში

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მსოფლიო სამზარეულო ვიკიპედიაში

მსოფლიო სამზარეულო ვიკიპედიაშივიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის კონკურსი. კონკურსის მიზანია ქართულ ვიკიპედიაში მსოფლიო სამზარეულოს (კერძები, სასმელები, სანელებლები და რესტორნები) შესახებ ახალი სტატიების შექმნა.

კონკურსი გაიმართება ქართულენოვან ვიკიპედიაში. მონაწილეებმა უნდა შექმნან ახალი სტატიები. სტატიის მინიმალური შეფასებაა 1 ქულა, ხოლო მაქსიმალური — 3 ქულა.

სტატია 1 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით უნდა იყოს შექმნილი და მომხმარებლის მიერ კონკურსის განმავლობაში დამატებული ინფორმაცია იყოს მინიმუმ 3 000 ბაიტი და 250 სიტყვა. შეფასების კრიტერიუმები დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.



ახალი სტატიის შესაქმნელად გადადით


შექმნილი სტატიების სია
სტატიის შექმნის შემდეგ დაამატეთ ის პროგრამაში

წესები

მოთხოვნები სტატიისათვის
  • სტატია შექმნილი უნდა იყოს თქვენ მიერ 2020 წლის
    1 სექტემბრის 0:00 (UTC)-დან - 30 სექტემბრის, 23:59 (UTC)-მდე.
    UTC დროის სანახავად დააჭირეთ აქ.
    საქართველო UTC+4 დროის სარტყელში მდებარეობს, შესაბამისად UTC 14:00 საათი საქართველოს დროით (UTC +4) 18:00 საათია. საქართველოს დროით კონკურსის ვადებია 2020 წლის 1 სექტემბრის 04:00-დან 1 ოქტომბრის, 03:59-მდე
  • შექმნილი სტატიის რიცხვითი მოცულობა უნდა იყოს სულ მცირე 3 000 ბაიტი და არანაკლებ 250 სიტყვა.
  • სტატია უნდა აკმაყოფილებდეს ვიკიპედიის საბაზისო კრიტერიუმებს.
  • სტატია შეიძლება შეიქმნას შემდეგ თემებზე: კერძებზე, სასმელებზე, სანელებლებზე, ქვეყნის სამზარეულოზე და რესტორნებზე.
  • სტატიას მითითებული უნდა ჰქონდეს საკმარისი აკადემიური წყაროები; საეჭვო ან ურთიერთგამომრიცხავი წინადადებები გამყარებული უნდა იყოს შესაბამისი წყაროებით.
  • სტატია არ უნდა იყოს მანქანური თარგმანი და უნდა იყოს დაწერილი გამართული სალიტერატურო ენით.
  • სტატია უნდა იყოს უნაკლო (ქართული ვიკიპედიის წესებთან შესაბამისი ფორმატირება (ვიკიფიცირება), წყაროების გამოყენება და ციტირების წესები, ტეგებისა და თარგების სათანადო გამოყენება, ილუსტრირება) კონკურსის დასრულებისთვის, ანუ 30 სექტემბერს, 04:00 (UTC)-თვის.
  • სტატია უნდა იყოს ინფორმაციული.
  • დაუშვებელია პლაგიატი — თუ სტატია იქნება დაწერილი მხოლოდ ერთ წყაროზე დაყრდნობით, მაშინ სტატიის ტექსტი სრულიად გადასხვაფერებული უნდა იყოს და არ ემთხვეოდეს წყაროს ტექსტს.
სავალდებულო მოთხოვნები კონკურსანტისადმი
  • კონკურსანტი დარეგისტრირებული უნდა იყოს ვიკიპედიაში.
  • ყოველი კონკურსანტი მონაწილეობს მხოლოდ ერთი ანგარიშით.
  • მონაწილეს ანგარიშზე მიბმული უნდა ჰქონდეს ელექტრონული ფოსტის მისამართი.
აკრძალვები
  • კონკურსის კოორდინატორისთვის საპრიზო ადგილისთვის კონკურსში მონაწილეობა აკრძალულია.
  • ჟიურის წევრებისთვის საპრიზო ადგილისთვის კონკურსში მონაწილეობა აკრძალულია.
  • ვმ საქართველოს ბორდის წევრებისთვის საპრიზო ადგილისთვის კონკურსში მონაწილეობა აკრძალულია.
  • აკრძალულია ერთდროულად ორ ან მეტ სტატიაში თარგ {{subst:მუშავდება}}-ს გამოყენება.
პასუხისმგებლობა
  • საბოლოო გადაწყვეტილებას ამა თუ იმ სტატიის მიღების ან უარყოფის შესახებ ადგილობრივი ვიკიპედიის ჟიური იღებს.
  • ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას.
  • ჟიურის შეუძლია აუკრძალოს კონკურსში მონაწილეობა კონკურსანტს კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე და ყველა იმ შემთხვევაში, რომელიც, ჟიურის მოსაზრებით, ეწინააღმდეგება „სამართლიანი თამაშის“ წესს.
  • კონკურსის ორგანიზატორები არ არიან პასუხისმგებელნი, თუ კონკურსის მონაწილემ დაარღვია საავტორო უფლებები.
  • კონკურსის ორგანიზატორები არ არიან პასუხისმგებელნი კონკურსის მონაწილეთა მიერ შექმნილი გვერდების ვიკიპედიიდან შესაძლო წაშლაზე.

პრიზი

„ვიკიმედია მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ კონკურსში მიღებული ქულების რაოდენობით გამარჯვებულ მონაწილეებს (ხუთი საპრიზო ადგილი) დააჯილდოებს შემდეგი პრიზებით:

  • პირველი ადგილი : ქვაბების ნაკრები
  • მეორე ადგილი : მიკროტალღური ღუმელი
  • მესამე ადგილი : ყავის აპარატი (მეამა)
  • მეოთხე ადგილი : ხორცსაკეპი მანქანა
  • მეხუთე ადგილი : ბლენდერი

შენიშვნა: საპრიზო ადგილების პრეტენდენტებმა სრულყოფილად მინიმუმ 10 სტატია მაინც უნდა შექმნან.

ასევე სპეციალურ ნომინაციას აწესებს საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია. კონკურსანტი, რომელიც ყველაზე მეტ ხარისხიან სტატიას შექმნის ქვეყნების სამზარეულოს შესახებ (მაგ. სტატია — პერუს სამზარეულო, საფრანგეთის სამზარეულო), საჩუქრად მიიღებს:

  • საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში 3 დღიან გასტროტურში გამგზავრებას

კოორდინატორი

ჟიური

შედეგები

შედეგების სანახავად გადადით ამ ბმულზე

ორგანიზატორი

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი
contests(_AT_)wikimedia.ge