ვმ საქართველო/კონკურსები/2022/ვიკიკლუბების 100 დღე
იერსახე
ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
ვიკიკლუბების 100 დღე — ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის კონკურსი. კონკურსის მიზანია ვიკიკლუბების წევრების წახალისება და მათ მიერ ქართულ ვიკიპედიაში სტატიების საერთო რიცხვის გაზრდა.
კონკურსი გაიმართება ქართულ ვიკიპედიაში და მხოლოდ ვიკიკლუბების წევრებისთვის. მათ შეუძლიათ შექმნან დღეში ერთი სტატია და დაამატონ ქვემოთ მითითებულ გვერდზე.
სტატია უნდა იყოს დაწერილი კონკურსის მსვლელობის პერიოდში და უნდა შედგებოდეს (მინიმუმ) 3 000 ბაიტისაგან. შეფასების სქემის სანახავად გადადით ბმულზე.
წესები
- მოთხოვნები სტატიისთვის
- ახალი სტატია შექმნილი უნდა იყოს თქვენ მიერ კონკურსის ვადებში (1 მარტი, 2022 — 8 ივნისი, 2022).
- აუცილებლია 100 დღის განმავლობაში დღეში ერთი სტატიის დაწერა.
- სტატიის მოცულობა უნდა იყოს სულ მცირე 3 000 ბაიტი.
- სტატიის დაწერის შემდეგ განხილვის გევრდზე ხელით უნდა ჩასვათ თარგი: {{ვიკიკლუბების 100 დღე}}
- სტატია უნდა აკმაყოფილებდეს ცნობადობისა და ვიკიპედიის საბაზისო კრიტერიუმებს.
- სტატიას მითითებული უნდა ჰქონდეს საკმარისი აკადემიური წყაროები; საეჭვო ან ურთიერთგამომრიცხავი წინადადებები გამყარებული უნდა იყოს შესაბამისი წყაროებით.
- სტატია არ უნდა იყოს მანქანური თარგმანი და უნდა იყოს დაწერილი გამართული სალიტერატურო ენით.
- სტატია უნდა იყოს უნაკლო
- სტატია არ უნდა იყოს სია.
- სტატია უნდა იყოს ინფორმაციული.
- დაუშვებელია პლაგიატი - თუ სტატია იქნება დაწერილი მხოლოდ ერთ წყაროზე დაყრდნობით, მაშინ სტატიის ტექსტი სრულიად გადასხვაფერებული უნდა იყოს და არ ემთხვეოდეს წყაროს ტექსტს.
- სავალდებულო მოთხოვნები კონკურსანტისადმი
- კონკურსანტი უნდა იყოს საქართველოში მდებარე რომელიმე ვიკიკლუბის (სურამის, მარნეულის, არალის ან ბაღდათის) წევრი.
- ყოველი კონკურსანტი მონაწილეობს მხოლოდ ერთი ანგარიშით.
- პასუხისმგებლობა
- საბოლოო გადაწყვეტილებას ამა თუ იმ სტატიის მიღების ან უარყოფის შესახებ ადგილობრივი ვიკიპედიის ჟიური იღებს.
- ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას.
- ჟიურის შეუძლია აუკრძალოს კონკურსში მონაწილეობა კონკურსანტს კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე და ყველა იმ შემთხვევაში, რომელიც, ჟიურის მოსაზრებით, ეწინააღმდეგება „სამართლიანი თამაშის“ წესს.
- კონკურსის ორგანიზატორები არ არიან პასუხისმგებელნი, თუ კონკურსის მონაწილემ დაარღვია საავტორო უფლებები.
- კონკურსის ორგანიზატორები არ არიან პასუხისმგებელნი კონკურსის მონაწილეთა მიერ შექმნილი გვერდების ვიკიპედიიდან შესაძლო წაშლაზე.
პრიზი
„ვიკიმედია მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ კონკურსში მონაწილეებს (სამი საპრიზო ადგილი) დააჯილდოებს შემდეგი პრიზებით:
- 01 პირველი ადგილი : ლეპტოპი
- 02 მეორე ადგილი : სმარტ-საათი
- 03 მესამე ადგილი : ყურსასმენი
- 04 4 მეოთხე ადგილი : თერმოსი, მაისური და სხვა ბრენდირებული აქსესუარები
- შენიშვნა
- გამარჯვებულები გამოვლინდება მხოლოდ იმ მონაწილეებს შორის, რომლებიც 100 დღის განმავლობაში დაწერენ 100 სტატიას.
კოორდინატორი
ჟიური
შედეგები
შედეგების სანახავად გადადით ამ ბმულზე