ვმ საქართველო/კონკურსები/2022/ქალები ვიკიპედიაში

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ქალები ვიკიპედიაში

ქალები ვიკიპედიაშივიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის ყოველწლიური კონკურსი. კონკურსის მიზანია ქართულ ვიკიპედიაში ქალების შესახებ სტატიების რაოდენობის, ასევე სტატიების საერთო რიცხვის გაზრდა.

გენდერული ბალანსის მიღწევა და მისი დაცვა „ფონდ ვიკიმედიის“ პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც აგრეთვე წარმოადგენს „ვმ საქართველოს“ პრიორიტეტს.

კონკურსი გაიმართება ქართულ ვიკიპედიაში. ვიკიპედიაში მონაწილეებს შეუძლიათ შექმნან სტატიები ნებისმიერი ქალის შესახებ. მინიმალური შეფასება იქნება 1 ქულა, ხოლო მაქსიმალური - 5 ქულა.

სტატია უნდა იყოს მხოლოდ ქალების შესახებ, დაწერილი 8 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით და უნდა შედგებოდეს (მინიმუმ) 3 000 ბაიტისა და 300 სიტყვისაგან. შეფასების სქემის სანახავად გადადით ბმულზე.

სტატიის დასაწერად გადადით


შექმნილი სტატიების სია
სტატიის შექმნის შემდეგ დაამატეთ ის შესაბამის ენოვან გვერდზე

წესები

მოთხოვნები სტატიისთვის
  • ახალი სტატია შექმნილი უნდა იყოს თქვენ მიერ 2022 წლის
    8 თებერვლის 0:00 (UTC)-დან - 8 მარტის 23:59 (UTC)-მდე.
    UTC დროის სანახავად დააჭირეთ აქ.
    შენიშვნა: საქართველო UTC+4 დროის სარტყელში მდებარეობს, შესაბამისად UTC 14:00 საათი საქართველოს დროით (UTC +4) 18:00 საათია. საქართველოს დროით კონკურსის ვადებია 2022 წლის 8 თებერვლის 04:00-დან 9 მარტის, 03:59-მდე
  • სტატიის მოცულობა უნდა იყოს სულ მცირე 3 000 ბაიტი და შედგებოდეს არანაკლებ 300 სიტყვისაგან.
    1 ბაიტი = (მიახლოებით) 1 ასო-ნიშანი
  • სტატია უნდა იყოს მხოლოდ ქალების შესახებ.
  • სტატია უნდა აკმაყოფილებდეს ცნობადობისა და ვიკიპედიის საბაზისო კრიტერიუმებს.
  • სტატიას მითითებული უნდა ჰქონდეს საკმარისი აკადემიური წყაროები; საეჭვო ან ურთიერთგამომრიცხავი წინადადებები გამყარებული უნდა იყოს შესაბამისი წყაროებით.
  • სტატია არ უნდა იყოს მანქანური თარგმანი და უნდა იყოს დაწერილი გამართული სალიტერატურო ენით.
  • სტატია უნდა იყოს უნაკლო (ქართული ვიკიპედიის წესებთან შესაბამისი ფორმატირება (ვიკიფიცირება), წყაროების გამოყენება და ციტირების წესები, ტეგებისა და თარგების სათანადო გამოყენება, ილუსტრირება) კონკურსის დასრულებისთვის, ანუ 9 მარტის, 04:00 (UTC)-თვის.
  • სტატია არ უნდა იყოს სია.
  • სტატია უნდა იყოს ინფორმაციული.
  • დაუშვებელია პლაგიატი - თუ სტატია იქნება დაწერილი მხოლოდ ერთ წყაროზე დაყრდნობით, მაშინ სტატიის ტექსტი სრულიად გადასხვაფერებული უნდა იყოს და არ ემთხვეოდეს წყაროს ტექსტს.
სავალდებულო მოთხოვნები კონკურსანტისადმი
  • კონკურსანტი დარეგისტრირებული უნდა იყოს ვიკიპედიაში.
  • ყოველი კონკურსანტი მონაწილეობს მხოლოდ ერთი ანგარიშით.
  • მონაწილეს ანგარიშზე მიბმული უნდა ჰქონდეს ელექტრონული ფოსტის მისამართი.
აკრძალვები
  • კონკურსის კოორდინატორისთვის საპრიზო ადგილისთვის კონკურსში მონაწილეობა აკრძალულია.
  • ჟიურის წევრებისთვის საპრიზო ადგილისთვის კონკურსში მონაწილეობა აკრძალულია.
  • ვმ საქართველოს ბორდის წევრებისთვის საპრიზო ადგილისთვის კონკურსში მონაწილეობა აკრძალულია.
  • აკრძალულია ერთდროულად ორ ან მეტ სტატიაში თარგ {{subst:მუშავდება}}-ს გამოყენება.
პასუხისმგებლობა
  • საბოლოო გადაწყვეტილებას ამა თუ იმ სტატიის მიღების ან უარყოფის შესახებ ადგილობრივი ვიკიპედიის ჟიური იღებს.
  • ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას.
  • ჟიურის შეუძლია აუკრძალოს კონკურსში მონაწილეობა კონკურსანტს კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე და ყველა იმ შემთხვევაში, რომელიც, ჟიურის მოსაზრებით, ეწინააღმდეგება „სამართლიანი თამაშის“ წესს.
  • კონკურსის ორგანიზატორები არ არიან პასუხისმგებელნი, თუ კონკურსის მონაწილემ დაარღვია საავტორო უფლებები.
  • კონკურსის ორგანიზატორები არ არიან პასუხისმგებელნი კონკურსის მონაწილეთა მიერ შექმნილი გვერდების ვიკიპედიიდან შესაძლო წაშლაზე.

პრიზი

„ვიკიმედია მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ კონკურსში მიღებული ქულების რაოდენობით გამარჯვებულ მონაწილეებს (ხუთი საპრიზო ადგილი) დააჯილდოებს შემდეგი პრიზებით:

  • 1st პირველი ადგილი : ტაბლეტი Chuwi HiPad Air
  • 2nd მეორე ადგილი : მიკროტალღური ღუმელი MIDEA - MM720CAA
  • 3rd მესამე ადგილი : ბლენდერი ADLER AD4076
  • 4 მეოთხე ადგილი : ყავადანი ADLER AD4407
  • 5 მეხუთე ადგილი : უსადენო ყურსასმენები HOCO ES34 TWS Earbuds


სპეციალური პრიზი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო 300 ლარის ოდენობით ფულად პრიზს გადასცემს ბაღდათში დაბადებულ ქალებზე საუკეთესო სტატიის ავტორს, რომელსაც ჟიური გამოავლენს.

შენიშვნა
  • პირველ ადგილზე პრეტენზიის მქონე მონაწილეს, კონკურსის ფარგლებში, მინიმუმ 30 სტატია უნდა ჰქონდეს შექმნილი.
  • მეორე ადგილზე პრეტენზიის მქონე მონაწილეს, კონკურსის ფარგლებში, მინიმუმ 20 სტატია უნდა ჰქონდეს შექმნილი.
  • მესამე ადგილზე პრეტენზიის მქონე მონაწილეს, კონკურსის ფარგლებში, მინიმუმ 15 სტატია უნდა ჰქონდეს შექმნილი.
  • დანარჩენ ადგილზე პრეტენზიის მქონე მონაწილეს, კონკურსის ფარგლებში, მინიმუმ 10 სტატია უნდა ჰქონდეს შექმნილი.

კოორდინატორი

ჟიური

შედეგები

შედეგების სანახავად გადადით ამ ბმულზე

ორგანიზატორი

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი
contests(_AT_)wikimedia.ge