ვმ საქართველო/კონკურსები/2023/ვიკიგაზაფხული

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ვიკიგაზაფხული 2023

ვიკიგაზაფხულიცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ვიკიმედიის (WMCEE) მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონკურსი, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შემავალი ქვეყნების შესახებ უნდა შექმნან სტატიები.

ვიკიგაზაფხული მიზნად ისახავს კონსოლოდაცია მოახდინოს თავისუფალი ცოდნის შემგროვებელთა ადგილობრივ ძალებს, რათა მათ დააგროვონ და გაავრცელონ ინფორმაცია ისტორიის, კულტურის, ტრადიციებისა და მოსახლეობის შესახებ რეგიონის მასშტაბით, რათა გაიზარდოს თავისუფალი ცოდნის მასშტაბი და ხარისხი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის შესახებ, რეგიონალურ და გლობალურ დონეზე.

კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით. შეფასების სქემის სანახავად გადადით ბმულზე



ახალი სტატიის შესაქმნელად გადადით

წესები

ახალი სტატია უნდა იყოს მხოლოდ ქვემოთ მოცემული სიიდან, მინიმუმ 300 სიტყვა, ზომით 3 000 ბაიტი, არ უნდა იყოს სია.

  • ახალი სტატია უნდა იყოს მხოლოდ ქვემოთ მოცემული სიიდან.
  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დარეგისტრირებულ მომხმარებელს;
  • სტატიები უნდა შეიქმნას 21 მარტი, 2023 0:00-დან - 31 მაისი, 2023 23:59-მდე;
  • სტატიები უნდა იყოს ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნების შესახებ (დასაწერი სტატიების სია ქვეყნების მიხედვით იხილეთ აქ, გამონაკლისია საკუთარი ქვეყანა (ჩვენ შემთხვევაში საქართველო) რომელზეც საქართველოდან სტატიები არ იწერება;
  • კონკურსში მონაწილეობს მხოლოდ მისი მიმდინარეობისას შექმნილი სტატიები;
  • სტატია არ უნდა იყოს წყაროდან უცვლელად გადმოკოპირებული და არ უნდა არღვევდეს საავტორო უფლებებს;
  • სტატიას მითითებული უნდა ჰქონდეს საკმარისი აკადემიური წყაროები; საეჭვო ან ურთიერთგამომრიცხავი წინადადებები გამყარებული უნდა იყოს შესაბამისი წყაროებით.
  • სტატია არ უნდა იყოს მანქანური თარგმანი და უნდა იყოს დაწერილი გამართული სალიტერატურო ენით.
  • კონკურსის დასრულებისას, სტატია უნდა იყოს უნაკლო (ქართული ვიკიპედიის წესებთან შესაბამისი ფორმატირება (ვიკიფიცირება), წყაროების გამოყენება და ციტირების წესები, ტეგებისა და თარგების სათანადო გამოყენება, ილუსტრირება).
  • სტატია არ უნდა იყოს სია.
  • არ გამოიყენოთ თარგი {{subst:მუშავდება}} ერთდროულად ორზე მეტ სტატიაში;
  • თითოეულმა კონკურსანტმა შესაძლებელია გაიმარჯვოს მხოლოდ ერთ ნომინაციაში;

არ დაგავიწყდეთ!

სავალდებულო მოთხოვნები კონკურსანტისადმი
  • კონკურსანტი დარეგისტრირებული უნდა იყოს ვიკიპედიაში.
  • ყოველი კონკურსანტი მონაწილეობს მხოლოდ ერთი ანგარიშით.
  • მონაწილეს ანგარიშზე მიბმული უნდა ჰქონდეს ელექტრონული ფოსტის მისამართი.
აკრძალვები
  • კონკურსის კოორდინატორისთვის და „ვმ საქართველოს“ ბორდის წევრებისთვის საპრიზო ადგილისთვის კონკურსში მონაწილეობა აკრძალულია.
  • ჟიურის წევრებისთვის საპრიზო ადგილისთვის კონკურსში მონაწილეობა აკრძალულია.
  • აკრძალულია ერთდროულად ორ ან მეტ სტატიაში თარგ {{subst:მუშავდება}}-ს გამოყენება.

მონაწილე განყოფილებები და დასაწერი სტატიების სია

სტატიების სია (რედაქტირება)

აზერბაიჯანი ავსტრია ალბანეთი ბაშკირეთი ბელარუსი ბოსნია და ჰერცეგოვინა ბოშური ბულგარეთი დონის რეგიონი ერზია ესპერანტო ესტონეთი ვირუ თათრული თურქეთი კვიპროსი კოსოვო ლატვია ლიეტუვა მალტა მონტენეგრო პოლონეთი რუმინეთი და მოლდოვა რუსეთი რუსეთის ჩრდილო-დასავლეთი რეგიონი საბერძნეთი სერბეთი სერბთა რესპუბლიკა სლოვაკეთი სლოვენია სომხეთი სორბული უკრაინა უნგრეთი ყაზახეთი ყირიმული თათრული ჩეხეთი ჩრდილოეთი მაკედონია ხორვატია

გამარჯვებულთა გამოვლენა

გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება 1 ივნისიდან 31 ივლისამდე პერიოდში.

პრიზები

კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით.

  • პირველი ადგილი : ლეპტოპი
  • მეორე ადგილი : მიკროტალღური ღუმელი
  • მესამე ადგილი : სმარტ საათი
  • მეოთხე ადგილი : უსადენო ყურსასმენები (Headphones)
  • მეხუთე ადგილი : უსადენო ყურსასმენები (Headphones)

კოორდინატორები

ჟიური

სასარგებლო ბმულები

ორგანიზატორი

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი
contests(_AT_)wikimedia.ge