ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
ვიკიპედიის აზიის თვე
შეფასების სქემა
ქულა
|
მოთხოვნა
|
1
|
სტატია აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნებს: 1) სტატიის ზომა შეადგენს მინიმუმ 3 000 ბაიტს და სიტყვათა რაოდენობა არის 300; 2) სტატია შექმნილია 2020 წლის 15 ნოემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით; 3) სტატიას გააჩნია მინიმუმ ერთი სანდო წყარო (ეს შეიძლება იყოს ლიტერატურის, ინტერნეტ-რესურსის ან სქოლიოს სახით); 4) სტატიას არ გააჩნია პრობლემური თარგი; 5) სტატია სტილისტურად და ენობრივად გამართულია; 6) სტატია კავშირშია აზიის რეგიონთან.
|
2
|
1) სტატიაში სიტყვების რაოდენობა 350 ან მეტია; 2) სტატიას გააჩნია ორი ან ორზე მეტი სანდო წყარო (ეს შეიძლება იყოს ლიტერატურის, ინტერნეტ-რესურსის ან სქოლიოს სახით); 3) სტატია სტილისტურად და ენობრივად სრულად გამართულია; 4) სტატიაში მითითებულია 1 ან 1-ზე მეტი კატეგორია; 5) სტატია კავშირშია აზიის რეგიონთან.
|
3
|
1) სტატიაში სიტყვების რაოდენობა 400 ან მეტია; 2) სტატიას გააჩნია ოთხი ან ოთხზე მეტი სანდო წყარო (ეს შეიძლება იყოს ლიტერატურის, ინტერნეტ-რესურსის ან სქოლიოს სახით); 3) სტატია სტილისტურად და ენობრივად უნაკლოა; 4) სტატიაში მოცემულია ინფოდაფა და ფოტო(ებ)ი; 5) სტატიაში მითითებულია 2 ან 2-ზე მეტი კატეგორია; 5) სტატია კავშირშია აზიის რეგიონთან.
|
- თუ სტატია მოთხოვნილი კრიტერიუმების უმრავლესობას (მათ შორის აუცილებლად სიტყვების რაოდენობას) აკმაყოფილებს, სტატიის შეფასებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ჟიური და მას შეუძლია იგი შეაფასოს მის ხელთ არსებული უმაღლესი შეფასებით.
შედეგები
კონკურსში მონაწილეობა ექვსმა მომხმარებელმა მიიღო, სულ შეიქმნა 229 ახალი სტატია. გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორი, რომლებსაც გადაეცემათ კონკურსის შესაბამისად განსაზღვრული პრიზები.
სტატისტიკა
საბოლოო შედეგები
გამარჯვებულები
- I ადგილი: იაკობ მახარაძე
- II ადგილი: Ekkatterrinna
- III ადგილი: Irmaguru