შინაარსზე გადასვლა

ვმ საქართველო/კონკურსები/2023/ომები და ბრძოლები ვიკიპედიაში

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
ომები და ბრძოლები ვიკიპედიაში

ომები და ბრძოლები ვიკიპედიაშივიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის კონკურსი. კონკურსის მიზანია ქართულ ვიკიპედიაში ომებისა და ბრძოლების შესახებ სტატიების რაოდენობის, ასევე სტატიების საერთო რიცხვის გაზრდა.

კონკურსი გაიმართება ქართულ ვიკიპედიაში. ვიკიპედიაში მონაწილეებს შეუძლიათ შექმნან სტატიები ნებისმიერი ომისა თუ ბრძოლის შესახებ. მინიმალური შეფასება იქნება 1 ქულა, ხოლო მაქსიმალური - 5 ქულა.

სტატია უნდა იყოს მხოლოდ ომებისა და ბრძოლების შესახებ, დაწერილი 8 იანვრიდან 8 თებერვლიდან ჩათვლით და უნდა შედგებოდეს (მინიმუმ) 3 000 ბაიტისა და 300 სიტყვისაგან. შეფასების სქემის სანახავად გადადით ბმულზე.

სტატიის დასაწერად გადადით


შექმნილი სტატიების სია
სტატიის შექმნის შემდეგ დაამატეთ ის შესაბამის ენოვან გვერდზე

წესები

მოთხოვნები სტატიისთვის
  • ახალი სტატია შექმნილი უნდა იყოს თქვენ მიერ 2023 წლის
    8 იანვრის 0:00 (UTC)-დან - 8 თებერვლის 23:59 (UTC)-მდე.
    UTC დროის სანახავად დააჭირეთ აქ.
    შენიშვნა: საქართველო UTC+4 დროის სარტყელში მდებარეობს, შესაბამისად UTC 14:00 საათი საქართველოს დროით (UTC +4) 18:00 საათია. საქართველოს დროით კონკურსის ვადებია 2023 წლის 8 იანვრის 04:00-დან 9 თებერვლის, 03:59-მდე
  • სტატიის მოცულობა უნდა იყოს სულ მცირე 3 000 ბაიტი და შედგებოდეს არანაკლებ 300 სიტყვისაგან.
    1 ბაიტი = (მიახლოებით) 1 ასო-ნიშანი
  • სტატია უნდა იყოს მხოლოდ ომებისა და ბრძოლების შესახებ.
  • სტატია უნდა აკმაყოფილებდეს ვიკიპედიის საბაზისო კრიტერიუმებს.
  • სტატიას მითითებული უნდა ჰქონდეს საკმარისი აკადემიური წყაროები; საეჭვო ან ურთიერთგამომრიცხავი წინადადებები გამყარებული უნდა იყოს შესაბამისი წყაროებით.
  • სტატია არ უნდა იყოს მანქანური თარგმანი და უნდა იყოს დაწერილი გამართული სალიტერატურო ენით.
  • სტატია უნდა იყოს უნაკლო (ქართული ვიკიპედიის წესებთან შესაბამისი ფორმატირება (ვიკიფიცირება), წყაროების გამოყენება და ციტირების წესები, ტეგებისა და თარგების სათანადო გამოყენება, ილუსტრირება) კონკურსის დასრულებისთვის, ანუ 9 თებერვლის, 04:00 (UTC)-თვის.
  • სტატია არ უნდა იყოს სია.
  • სტატია უნდა იყოს ინფორმაციული.
  • დაუშვებელია პლაგიატი - თუ სტატია იქნება დაწერილი მხოლოდ ერთ წყაროზე დაყრდნობით, მაშინ სტატიის ტექსტი სრულიად გადასხვაფერებული უნდა იყოს და არ ემთხვეოდეს წყაროს ტექსტს.
სავალდებულო მოთხოვნები კონკურსანტისადმი
  • კონკურსანტი დარეგისტრირებული უნდა იყოს ვიკიპედიაში.
  • ყოველი კონკურსანტი მონაწილეობს მხოლოდ ერთი ანგარიშით.
  • მონაწილეს ანგარიშზე მიბმული უნდა ჰქონდეს ელექტრონული ფოსტის მისამართი.
აკრძალვები
  • კონკურსის კოორდინატორისთვის საპრიზო ადგილისთვის კონკურსში მონაწილეობა აკრძალულია.
  • ჟიურის წევრებისთვის საპრიზო ადგილისთვის კონკურსში მონაწილეობა აკრძალულია.
  • ვმ საქართველოს ბორდის წევრებისთვის საპრიზო ადგილისთვის კონკურსში მონაწილეობა აკრძალულია.
  • აკრძალულია ერთდროულად ორ ან მეტ სტატიაში თარგ {{subst:მუშავდება}}-ს გამოყენება.
პასუხისმგებლობა
  • საბოლოო გადაწყვეტილებას ამა თუ იმ სტატიის მიღების ან უარყოფის შესახებ ადგილობრივი ვიკიპედიის ჟიური იღებს.
  • ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას.
  • ჟიურის შეუძლია აუკრძალოს კონკურსში მონაწილეობა კონკურსანტს კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე და ყველა იმ შემთხვევაში, რომელიც, ჟიურის მოსაზრებით, ეწინააღმდეგება „სამართლიანი თამაშის“ წესს.
  • კონკურსის ორგანიზატორები არ არიან პასუხისმგებელნი, თუ კონკურსის მონაწილემ დაარღვია საავტორო უფლებები.
  • კონკურსის ორგანიზატორები არ არიან პასუხისმგებელნი კონკურსის მონაწილეთა მიერ შექმნილი გვერდების ვიკიპედიიდან შესაძლო წაშლაზე.

პრიზი

„ვიკიმედია მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ კონკურსში მიღებული ქულების რაოდენობით გამარჯვებულ მონაწილეებს (ოთხი საპრიზო ადგილი) დააჯილდოებს შემდეგი პრიზებით:

  • 1st პირველი ადგილი : ვიკიბანაკის საგზური
  • 2nd მეორე ადგილი : პროექტორი
  • 3rd მესამე ადგილი : პლანშეტი
  • 4 მეოთხე ადგილი : ყურსასმენები
შენიშვნა
  • პირველ ადგილზე პრეტენზიის მქონე მონაწილეს, კონკურსის ფარგლებში, მინიმუმ 40 სტატია უნდა ჰქონდეს შექმნილი.
  • მეორე ადგილზე პრეტენზიის მქონე მონაწილეს, კონკურსის ფარგლებში, მინიმუმ 30 სტატია უნდა ჰქონდეს შექმნილი.
  • მესამე ადგილზე პრეტენზიის მქონე მონაწილეს, კონკურსის ფარგლებში, მინიმუმ 20 სტატია უნდა ჰქონდეს შექმნილი.
  • მეოთხე ადგილზე პრეტენზიის მქონე მონაწილეს, კონკურსის ფარგლებში, მინიმუმ 10 სტატია უნდა ჰქონდეს შექმნილი.

კოორდინატორი

ჟიური

შედეგები

შედეგების სანახავად გადადით ამ ბმულზე

ორგანიზატორი

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი
contests(_AT_)wikimedia.ge