ვმ საქართველო/მემორანდუმები/2021/ვმ საქართველო & საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია
„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფსა“ და „საქართველოს გასტრონომიის ასოციაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია ხელი შეუწყოს მხარეთა ურთიერთთანამშრომლობას საინფორმაციო და საგანმანათლებლო სფეროებთან დაკავშირებული ყველა მიმართულებით, ვიკიმედიის პროექტების ფარგლებში.
მხარეები თანხმდებიან, რომ გასტრონომიის ასოციაცია ვმ საქართველოს მიაწვდის ყველა საჭირო მასალას, რომელიც შექმნილია ან/და დამუშავებულია გასტრონომიის ასოციაციის მიერ და დაცულია გასტრონომიის ასოციაციაში ან/და მის ელექტრონულ რესურსებზე „ფონდ ვიკიმედიის“ სალიცენზიო პოლიტიკის შესაბამისად, ხოლო ვიკიმედია უზრუნველყოფს მათ განთავსებას და დამუშავებას ვიკიმედიის პროექტებში.
მხარეები ასევე უზრუნველყოფენ ტრენინგებისა და საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების ორგანიზებას და ჩატარებას.
გასტრონომიის ასოციაცია მზადყოფნას აცხადებს, რომ მონაწილეობა მიიღოს ვიკიმედიის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებაში, გასტრონომიის ასოციაციასა და ვიკიმედიის რეგულაციების/აქტების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მხარეები თანხმდებიან, რომ უზრუნველყოფენ ერთობლივ პროექტებს ონლაინ ენციკლოპედია ვიკიპედიის პლატფორმაზე.