ვმ საქართველო/საერთო ფორუმი/ოქმები/2023/2023-01
24.12.2023
ი. ჭავჭავაძის გამზ. 37მ,
ქ. თბილისი
ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის საერთო ფორუმის კრების ოქმი №2023-01
(არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ [ს/ნ 400272110])
ა(ა)იპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ (ს/ნ 400272110) წევრთა საერთო ფორუმი შედგა 2023 წლის 24 დეკემბერს, 12:00 საათზე. სხდომა ჩატარდა ქალაქ თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზ., 37მ (აქსის თაუერსი) მისამართზე. სხდომას ესწრებოდა 15 წევრი, 19 წევრიდან, შესაბამისად, ორგანიზაციის წესდების 7.6. მუხლის თანახმად, სხდომა უფლებამოსილია.
სხდომის ჩატარების შესახებ ინფორმაცია წევრებს სხდომის ჩატარებიდან ორი კვირით ადრე დაეგზავნათ, ასევე სხდომის შესახებ ინფორმაცია განთავსდა ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ge.wikimedia.org), წესდებისა და კანონმდებლობის სრული დაცვით.
სხდომას თავმჯდომარეობდა მეჰმან იბრაგიმოვი, ხოლო სხდომის მდივანი იყო ნინო ხუბულავა.
კრებას ესწრებოდნენ
- მეჰმან იბრაგიმოვი;
- მიხეილი ჭაბუკაშვილი;
- ჯაბა ლაბაძე;
- დავით ასრიაშვილი;
- მარიამ ქვარცხავა;
- მანანა შეყილაძე;
- მიხეილ ჩხიკვაძე;
- მარიამ ამილახვარი;
- აკაკი ბალანჩივაძე;
- გიგა დოგუზოვი;
- ბექა ბაიაშვილი;
- ეკატერინე მაისურაძე;
- ლეილა კარაჯაევა-იბრაგიმოვა;
- ნინო თურმანიძე;
- ნინო ხუბულავა;
- ზურაბი ლებანიძე.
დღის წესრიგი
- ორგანიზაციის წევრთა საერთო ფორუმის სხდომის თავმჯდომარისა და სხდომის მდივნის არჩევა.
- „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ (შემდგომში „ორგანიზაცია“) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის და თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, ორგანიზაციის წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება (მოცემულია დანართის სახით).
- „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ იურიდიული მისამართის ცვლილება.
- „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის და თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთიანი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის დამტკიცება.
- „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევა, ორგანიზაციის წესდების ახალი რედაქციის შესაბამისად.
კრებამ დაამტკიცა
- „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ წევრთა საერთო ფორუმმა, ერთხმად სხდომის თავმჯდომარედ აირჩია მეჰმან იბრაგიმოვი, ხოლო სხდომის მდივნად აირჩია ნინო ხუბულავა.
- „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ წევრთა საერთო ფორუმმა, ორგანიზაციის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის და თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, ერთხმად დაამტკიცა ორგანიზაციის წესდების ახალი რედაქცია (მოცემულია დანართის სახით).
- „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ წევრთა საერთო ფორუმმა, ორგანიზაციის იურიდიულ მისამართად, ერთხმად დაამტკიცა შემდეგი მისამართი: საქართველო, ქალაქი თბილისი, თეიმურაზ ბოჭორიშვილის ქუჩა, N 15, სადარბაზო 4, სართული 7, ბინა N 219, ბლოკი B.
- „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ წევრთა საერთო ფორუმმა, ერთხმად მხარი დაუჭირა ორგანიზაციის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის და თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთიანი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გადაწყვეტილება.
- „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ წევრთა საერთო ფორუმმა, ერთხმად აირჩია ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოში შემდეგი პირები:
- დავით ასრიაშვილი;
- მარიამ ქვარცხავა;
- ეკატერინე მაისურაძე;
- ბექა ბაიაშვილი;
- გიგა დოგუზოვი.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ არ გამოხატულა განსხვავებული აზრი ან გამოთქმულა საწინააღმდეგო პოზიცია. წევრთა საერთო ფორუმის სხდომაზე დამსწრე პირთა სია და საიდენტიფიკაციო მონაცემები ერთვის წინამდებარე ოქმს დანართის სახით.
[ხელმოწერა] მეჰმან იბრაგიმოვი (სხდომის თავმჯდომარე)
[ხელმოწერა] ნინო ხუბულავა (სხდომის მდივანი)