ვმ საქართველო/სამეურვეო საბჭო

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
სხვა ენები:

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის სამეურვეო საბჭო არის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანო, რომელიც წარმართავს ორგანიზაციის საქმიანობას. სამეურვეო საბჭოს საქმიანობას განკარგავს „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ თავმჯდომარე.

სამეურვეო საბჭოს შესახებ

სამეურვეო საბჭო შედგება მუდმივი 5 წევრისაგან და ორი წლით არჩეული 3 წევრისაგან (ჯამში 8 წევრისგან), სადაც 5 მუდმივი წევრი არის ორგანიზაციის დამფუძნებლები და დამატებით ის პირები, რომელთაც მოქმედი მუდმივი წევრების გადაწყვეტილებით მიენიჭათ მუდმივი წევრის სტატუსი, ხოლო არჩეული წევრები არიან საერთო ფორუმის მიერ 2 წლის ვადით არჩეული წევრები.

სამეურვეო საბჭოს საქმიანობას განკარგავს „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ თავმჯდომარე, რომელსაც ირჩევს სამეურვეო საბჭო თავისი წევრებიდან, 3 წლის ვადით. სამეურვეო საბჭოს თავჯმდომარე, პარალელურად არის ორგანიზაციის თავმჯდომარეც.

სამეურვეო საბჭოს სხდომები ტარდება საჭიროების მიხედვით და მის კომპეტენციას განეკუთვნება ორგანიზაციის სტრატეგიის, საქმიანობის ძირითადი მიმართულების განსაზღვრა, ხარჯთაღიცხვისა და ბალანსის დამტკიცება, ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების, გეგმების, ბიუჯეტებისა და მიზნობრივი პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცება, ორგანიზაციაში წევრის მიღება, საწევრო შენატანის ზომის განსაზღვრა, სხვა საკითხების გადაწყვეტა.

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის სამეურვეო საბჭო


board(_AT_)wikimedia.ge

წევრები

მეჰმან იბრაგიმოვი
მეჰმან იბრაგიმოვი
სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე
მუდმივი წევრი



ოქმები

გაეცანით „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭოს ოქმებს წლების მიხედვით ამ გვერდზე.

სხდომები

გაეცანით „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭოს სხდომების კალენდარს ამ გვერდზე.