ვიკიმედია საქართველო/სამეურვეო საბჭო/ოქმები/2020/2020-03

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

30.03.2020
დისტანციური





ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის სამეურვეო საბჭოს კრების ოქმი №2020-03
(არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ [ს/ნ 400272110])





კრებას ესწრებოდნენ

  • მეჰმან იბრაგიმოვი (პ/ნ: XXXX) სტატუსი კრებაზე – დამფუძნებელი წევრი; სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე.
  • მიხეილი ჭაბუკაშვილი (პ/ნ: XXXX) სტატუსი კრებაზე – დამფუძნებელი წევრი; სამეურვეო საბჭოს წევრი.
  • ჯაბა ლაბაძე (პ/ნ: XXXX) სტატუსი კრებაზე – დამფუძნებელი წევრი; სამეურვეო საბჭოს წევრი.
  • მიხეილ ჩხიკვაძე (პ/ნ: XXXX) სტატუსი კრებაზე – დამფუძნებელი წევრი; სამეურვეო საბჭოს წევრი.
  • იაკობ მახარაძე (პ/ნ: XXXX) სტატუსი კრებაზე – სამეურვეო საბჭოს წევრი.
  • გიორგი მელაშვილი (პ/ნ: XXXX) სტატუსი კრებაზე – სამეურვეო საბჭოს წევრი.

განსახილველი საკითხი

  1. ბიუჯეტის ხელახალა დაგეგმარება.
  2. ახალი კონკურსების დაგეგმვა.
  3. მაისის კონკურსისთვის საჭირო პირობების შექმნა.

კრებამ განიხილა

  1. მეჰმანმა აღნიშნა, რომ „ვმ საქართველოს“ ახალი ბიუჯეტის პროექტი, რომელიც დაფუძნებული იქნება მიმდინარე წლიური გეგმის შეცვლილ ვერსიაზე, დამუშავდება და სამეურვეო საბჭოს დასამტკიცებლად წარედგინება აპრილის ბოლოსთვის.
  2. ყველას დაევალა ახალ კონკურსებზე, პროექტებსა და იდეებზე მუშაობა, რომელიც უნდა მოგვაწოდოთ 20 აპრილისთვის. საჭიროა ახალი კონკურსების და პროექტების დაგეგმვა, ვინაიდან „კოვიდ-19“ დაკავშირებით ბევრი მიმდინარე პროექტი გაუქმდა ან ვადებში გადაიწია.
  3. მიხეილ ჭაბუკაშვილს დაევალა მაისის კონკურსისთვის შესაბამისი საფუძვლის მოწყობა (სტატიების სიის შექმნა და ა.შ.), რომელიც აპრილის თვეში უნდა დასრულდეს.
  4. მეჰმანმა ისაუბრა ბოლო დროს თათრულ ვიკიპედიაში მიმდინარე მოვლენებზე, სადაც თათრული ვიკიპედიის ადმინისტრატორი თვითნებურად და უსაფუძვლოდ 2019 წლის აგვისტოში დაბლოკა აქტიური ვიკიპედიელი და ვიკიმედიელი ფარჰად ფატკულინი. ამა წლის მარტში კი საქმეში ჩაირთო ვიკიმედიის სტუარდები, რომლებიც ორ დღიანი „ბლოკირების ომის“ შემდეგ, განბლოკეს ფარჰად ფატკულინი, ხოლო ადმინისტრატორს წაართვეს ადმინისტრატორის და ბიუროკრატის (რომელიც მან არჩევნების გარეშე 2013 მიიღო) დროშა.
  5. ვისაუბრეთ თარგმნილ სტატიებში თარგმნილი სტატიის აღსანიშნი თარგის და შესაბამისი პოლიტიკის შესახებ, რომელიც წარმოადგენს „ფონდ ვიკიმედიის“ წესების მოთხოვნას და შევთანხმდით, რომ აუცილებელია შესაბამისი თარგის შექმნა და შემოღება. თარგის შექმნაზე პასუხისმგებლობა აიღო გიორგი მელაშვილმა.
  6. ვისაუბრეთ „ვმ საქართველოს“ სოციალური ქსელების ოფიციალური სტატუსის მიღებაზე (ე.წ. ლურჯ ნიშნებზე). გადავწყვიტეთ ახალ ბიუჯეტში ჩავრთოთ შესაბამისი თანხა ამაზე.
  7. ვისაუბრეთ „ვმ საქართველოს“ ოფიციალური საიტის (არა ადმინისტარციული) მოწყობაზე და მისთვის ახალი ბიუჯეტის პროექტიდან გარკვეული თანხის გამოყოფაზე.



[ხელმოწერა] მეჰმან იბრაგიმოვი (სხდომის თავმჯდომარე)