შინაარსზე გადასვლა

ვიკიმედია საქართველო/სამეურვეო საბჭო/ოქმები/2024/2024-01

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან

03.02.2024
დისტანციურად





ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის სამეურვეო საბჭოს კრების ოქმი №2024-01
(არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ [ს/ნ 400272110])





ა(ა)იპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ (ს/ნ 400272110) სამეურვეო საბჭოს შეხვედრა შედგა 2024 წლის 3 თებერვალს, 21:00 საათზე. სხდომა ჩატარდა ონლაინ პლატფორმა Google Meet-ის საშუალებით. სხდომას ესწრებოდა სამეურვეო საბჭოს ყველა წევრი, შესაბამისად, სხდომა უფლებამოსილია.

სხდომის ჩატარების შესახებ ინფორმაცია წევრებს სხდომის ჩატარებიდან ერთი კვირით ადრე დაეგზავნათ, წესდებისა და კანონმდებლობის სრული დაცვით.

სხდომას თავმჯდომარეობდა დავით ასრიაშვილი, ხოლო სხდომის მდივანი იყო მარიამ ქვარცხავა.

კრებას ესწრებოდნენ

  1. დავით ასრიაშვილი;
  2. მარიამ ქვარცხავა;
  3. ეკატერინე მაისურაძე;
  4. ბექა ბაიაშვილი;
  5. გიგა დოგუზოვი.

დღის წესრიგი

  1. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ 2024-2026 წლის სტრატეგიული გეგმის დამტკიცება.
  2. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ 2024 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცება.
  3. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცება.
  4. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ წევრობის მსურველი კანდიდატის, ნინო ხუბულავას განაცხადის განხილვა.

კრებამ იმსჯელა / დაადგინა

  1. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ 2024-2026 წლის სტრატეგიული გეგმის დამტკიცება სამეურვეო საბჭომ, ერთხმად, გადადო მისი ქართული ვერსიის შემუშავებამდე.
  2. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ 2024 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცება სამეურვეო საბჭომ, ერთხმად, გადადო მისი ქართული ვერსიის შემუშავებამდე.
  3. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ 2024 წლის ბიუჯეტი სამეურვეო საბჭომ, ერთხმად, დაამტკიცა.
  4. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭომ, ერთხმად, დაამტკიცა ნინო ხუბულავას ორგანიზაციაში გაწევრიანება.



[ხელმოწერა] დავით ასრიაშვილი (სხდომის თავმჯდომარე)
[ხელმოწერა] მარიამ ქვარცხავა (სხდომის მდივანი)