ვმ საქართველო:News/არქივი/2019

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

აქ განთავსებულია მთავარ გვერდზე გამოტანილი სიახლეების არქივი 2019 წლისთვის.

1. მარნეული

„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ მარნეულის „განვითარებისა და განათლების ცენტრთან“ თანამშრომლობით, ატარებს ტრენინგ პროგრამას ვიკიმედიის პროექტებში ახალი მოხალისეების მოსაზიდად. ახალი მოხალისეები შეისწავლიან ვიკი-ტექნოლოგიებს და ვიკიმედიის პროექტებში მუშაობის თავისებურებებს, რაც საფუძვლად უდევს თავისუფალი ცოდნის შექმნას ვიკიმედიის პროექტებში. ტრენინგი გაგრძელდება რამდენიმე თვის განმავლობაში.

2. კონფერენცია

საქართველოს ვიკიკონფერენცია 2019
საქართველოს ვიკიკონფერენცია 2019

2019 წლის 22 დეკემბერს, „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ ორგანიზებით გაიმართა საქართველოს მეორე ყოველწლიური ვიკიკონფერენცია. კონფერენცია მიეძღვნა ვიკიმედიის პროექტების განვითარებას საქართველოში და ქართულ ენაზე, აგრეთვე ცოდნის შექმნასთან და გავრცელებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე სასაუბროდ.

კონფერენციის ფარგლებში, „ვმ საქართველომ“ საზოგადოებას წარუდგინა 2019 წლის წლიური ანგარიში, ასევე 2020 წლის სამოქმედო გეგმა.


On December 22, 2019, the second annual Georgian WikiConference was organized by Wikimedia UG Georgia. Conference was dedicated to the development of Wikimedia projects in Georgia and in the Georgian language, as well as issues related to knowledge creation and dissemination.

At the conference, Wikimedia GE presented to the public its annual activity report for 2019, and also presented its Annual Plan for 2020.