მოხსენებები/ვიკიმედია საქართველო/2024/სამოქმედო/02
იან | |
თებ | |
მარ | |
აპრ | |
მაი | |
ივნ | |
ივლ | |
აგვ | |
სექ | |
ოქტ | |
ნოე | |
დეკ |
2024 | ||
თებერვალი |
ღონისძიებები
ქალები ვიკიპედიაში
ქალები ვიკიპედიაში
8 თებერვალს, ქართულ ვიკიპედიაში დაიწყო ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის ყოველწლიური კონკურსი „ქალები ვიკიპედიაში“. კონკურსის მიზანია ქართულ ვიკიპედიაში ქალების შესახებ სტატიების რაოდენობის, ასევე სტატიების საერთო რიცხვის გაზრდა. კონკურსი ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო.
გენდერული ბალანსის მიღწევა და მისი დაცვა „ფონდ ვიკიმედიის“ პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც ასევე პრიორიტეტია „ვიკიმედია საქართველოსთვის“.
შეხვედრები/პოპულარიზაცია
„მემკვიდრეობის დაცვის ქსელის“ (Heritage Guard Network) შეხვედრა სტოკჰოლმში
„მემკვიდრეობის დაცვის ქსელის“ (Heritage Guard Network) შეხვედრა სტოკჰოლმში
14-16 თებერვალს, „ვიკიმედია შვედეთის“ ორგანიზებით, სტოკჰოლმში გაიმართა „მემკვიდრეობის დაცვის ქსელის“ (Heritage Guard Network) შეხვედრა, რომელშიც „ვიკიმედია საქართველოს“ წარმომადგენელიც მონაწილეობდა.
„მემკვიდრეობის დაცვის ქსელის“ მიზანია გრძელვადიანი, მდგრადი ქსელის შექმნა, რომელიც შეაგროვებს, განავითარებს და გაავრცელებს საუკეთესო პრაქტიკას, თუ როგორ გამოვიყენოთ საფრთხის ქვეშ მყოფი კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის შესახებ მონაცემები და ინფორმაცია წარმატებით.
პროექტის ხორციელდება შვედეთის ინსტიტუტის დაფინანსებით და ვიკიმედია შვედეთის, ვიკიმედია საქართველოს,ვიკიმედია პოლონეთისა და ვიკიმედია უკრაინის ჩართულობით.
ვიკიკლუბები
სურამის ვიკიკლუბი
სურამის ვიკიკლუბი
თებერვალში, სურამის ვიკიკლუბის წევრებმა ვიკიპედიაში დაწერეს 29 სტატია, ხოლო ვიკიწყაროში — 28 სტატია. სტატიების თემატიკა ვიკიპედიაში იყო ძირითადად ესპანეთის მუნიციპალიტეტები და საქართველოს მუნიციპალიტეტის სოფლების სიები, გარდა ამისა 3 სტატია დაიწერა კავკასიური სახლისა და ვიკიკლუბის თანამშრომლობის ფარგლებში.
სურამის ვიკიკლუბი ემსახურება სურამის და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.
არალის ვიკიკლუბი
არალის ვიკიკლუბი
თებერვალში, არალის ვიკიკლუბის წევრებმა ვიკიპედიაში დაწერეს 12 სტატია, ხოლო ვიკიწყაროში — 14 სტატია. ვიკიპედიის სტატიების თემატიკა იყო ბიოგრაფიები და საქართველოს მუნიციპალიტეტის სოფლების სიები.
არალის ვიკიკლუბი ემსახურება სოფელ არალისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.
სენაკის ვიკიკლუბი
სენაკის ვიკიკლუბი
თებერვალში, სენაკის ვიკიკლუბის წევრებმა ვიკიპედიაში დაწერეს 1 სტატია, ხოლო ვიკიწყაროში — 14 სტატია.
სენაკის ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ სენაკისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.
მარნეულის ვიკიკლუბი
მარნეულის ვიკიკლუბი
თებერვალში, მარნეულის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში 2 სტატია.
ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ მარნეულისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.
რუსთავის ვიკიკლუბი
რუსთავის ვიკიკლუბი
თებერვალში, რუსთავის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში დაწერეს 1 სტატია, ხოლო ვიკიწყაროში — 28 სტატია.
ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ რუსთავის ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.
სამტრედიის ვიკიკლუბი
სამტრედიის ვიკიკლუბი
თებერვალში, სამტრედიის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში დაწერეს 4 სტატია, ხოლო ვიკიწყაროში — 14 სტატია.
ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ სამტრედიისა და მისი მუნიციპალიტეტის ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.
თბილისის ვიკიკლუბი
თბილისის ვიკიკლუბი
თებერვალში, თბილისის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში დაწერეს 54 სტატია, ხოლო ვიკიწყაროში — 14 სტატია. ვიკიპედიის სტატიების თემატიკა იყო ძირითადად თბილისის ქუჩები და კულტურული მემკვიდრეობა.
ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ თბილისის ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.