მოხსენებები/ვიკიმედია საქართველო/2024/სამოქმედო/03
იან | |
თებ | |
მარ | |
აპრ | |
მაი | |
ივნ | |
ივლ | |
აგვ | |
სექ | |
ოქტ | |
ნოე | |
დეკ |
2024 | ||
მარტი |
ღონისძიებები
ვიკიბანაკი
ვიკიბანაკი მასწავლებლებისთვის 2024 ბორჯომი
ვიკიბანაკი მასწავლებლებისთვის 2024 ბორჯომი
ვიკიბანაკების მიზანი ვიკიმედიის პროექტების განვითარებაა სკოლის მოსწავლეების, სტუდენტების თუ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ პროფესიონალთა დახმარებით. ამავდროულად, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს მათ აქტიურ დასვენებას.
ბოლო წლებში, საქართველოში რამდენიმე ვიკიბანაკი გაიმართა. პროექტის მიზანი უცვლელია — ვიკიმედიის ქართულენოვანი პროექტების განვითარება-გამდიდრება საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელი მოსწავლეების, სტუდენტებისა თუ პროფესიონალების დახმარებით.
2024 წლის 8–11 მარტს, „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველის ჯგუფმა“ გამართა „ვიკიბანაკი მასწავლებლებისთვის 2024 ბორჯომი“. საქართველოს სხვადასხვა სკოლის 16-მა მასწავლებელმა ოთხი დღის განმავლობაში შეისწავლა ვიკიპედიაში და ვიკიმედიის სხვა პროექტებში მუშაობის საბაზისო პრინციპები. ვიკიბანაკის მონაწილეებმა შეისწავლეს ვიკიტექნოლოგიები და ვიკიმედიის პროექტებში მუშაობა (ვიკიპედია, ვიკიციტატა, ვიკისაწყობი და ა.შ.). მთავარი აქცენტი გაკეთდა ვიკიპედიაში მუშაობაზე.
მონაწილეები ოთხი დღის განმავლობაში ცხოვრობდნენ კომფორტულ სასტუმროში, სამჯერადი კვებით. გამოცდილი ვიკიმედიელების დაკვირვების ქვეშ, მათ დამოუკიდებლად შექმნეს და თარგმნეს სტატიები ქართულ ვიკიპედიაში. სასტუმროში განთავსების, კვებისა და მგზავრობის ხარჯები „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფმა“ სრულად დაფარა.
ბანაკმა ვიკიპედიას, ვიკიციტატას, ვიკისაწყობს, ვიკიწყაროს და ვიკიდატას ახალი, გამორჩეულად მოტივირებული მოხალისეები შესძინა.
მშობლიურ სკოლებში დაბრუნების შემდეგ, შეძენილ ცოდნას ისინი საკუთარ მოსწავლეებს უზიარებენ და ასე, უწყვეტად გაგრძელდება ცოდნის ჯაჭვი.
ვიკიბანაკში წელს მონაწილეობენ მასწავლებლები:
- ლამზირა აბულაძე — წალკის მეორე საჯარო სკოლა
- თამარ სულაქველიძე — ბათუმის პირველი საჯარო სკოლა
- თინთინ გაგნიძე — რუსთავის მე-17 საჯარო სკოლა
- მიმოზა ღოლიჯაშვილი — ხიდისთავის საჯარო სკოლა და მეცნიერებათა სკოლა
- გიორგი დუდუჩავა — თბილისის 192-ე საჯარო სკოლა
- ნუგზარ სადიკოვი — თბილისის 55-ე საჯარო სკოლა
- ნინო თედორაძე — ლამოვანის საჯარო სკოლა
- ბაქარ ერაგია — ფოთის პირველი საჯარო სკოლა
- სოფო მესხი — ფოთის პირველი საჯარო სკოლა
- დავით ჩივაძე — ქუთაისის მეექვსე საჯარო სკოლა
- ციცინო უზარაშვილი — ონარიის სკოლა
- მანანა მიქავა — ონარიის სკოლა
- დავით ბოლქვაძე — სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლა
- ნოდარ ცაგარეიშვილი — აფხაზეთის მეხუთე საჯარო სკოლა
- ეკა ტაბატაძე — საგარეჯოს პირველი საჯარო სკოლა
- თამუნა ტოპეშაშვილი — საგარეჯოს პირველი საჯარო სკოლა
- იზა ზუბიაშვილი — საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი
კონკურსები
ალბანურ-ქართული ვიკიმედიური თანამშრომლობის პროექტი 2024
ალბანურ-ქართული ვიკიმედიური თანამშრომლობის პროექტი 2024
10 მარტს დაიწყო „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფსა“ და „ვიკიმედიის მომხმარებელთა ალბანური ენის ჯგუფს“ შორის ალბანურ-ქართული ვიკიმედიური თანამშრომლობის პროექტი, რომელიც 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდა.
პროექტის ფარგლებში, ალბანეთის ვიკიკლუბების წევრები საქართველოს შესახებ სტატიებს ალბანურ ვიკიპედიაში წერდნენ, საქართველოს ვიკიკლუბების წევრები კი ალბანეთის შესახებ ქართულ ვიკიპედიაში. ჯამში, ორივე ვიკიპედიაში შეიქმნა ათეულობით ახალი სტატია.
ორივე მხარის გამარჯვებულებს პრიზები გადაეცათ.
ვიკიგაზაფხული 2024
ვიკიგაზაფხული 2024
21 მარტს დაიწყო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ვიკიმედიის (WMCEE) მიერ ორგანიზებული ყოველწლიური საერთაშორისო კონკურსი „ვიკიგაზაფხული“, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შემავალი ქვეყნების შესახებ ქმნიან სტატიებს. კონკურსი 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
ვიკიგაზაფხული მიზნად ისახავს კონსოლოდაცია გაუწიოს თავისუფალი ცოდნის შემგროვებელთა ადგილობრივ ძალებს, რათა მათ დააგროვონ და გაავრცელონ ინფორმაცია ისტორიის, კულტურის, ტრადიციებისა და მოსახლეობის შესახებ რეგიონის მასშტაბით, შედეგად კი გაიზარდოს თავისუფალი ცოდნის მასშტაბი და ხარისხი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის შესახებ, რეგიონალურ და გლობალურ დონეზე.
კონკურსში ხუთი გამარჯვებული გამოვლინდება, რომლებსაც „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ პრიზებს გადასცემს.
ვიკიკლუბები
სურამის ვიკიკლუბი
სურამის ვიკიკლუბი
მარტში, სურამის ვიკიკლუბის წევრებმა ვიკიპედიაში დაწერეს 9 სტატია, ხოლო ვიკიწყაროში — 28 სტატია. სტატიების თემატიკა ვიკიპედიაში იყო ძირითადად ალბანეთი, გარდა ამისა 2 სტატია დაიწერა კავკასიური სახლისა და ვიკიკლუბის თანამშრომლობის ფარგლებში.
სურამის ვიკიკლუბი ემსახურება სურამის და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.
არალის ვიკიკლუბი
არალის ვიკიკლუბი
მარტში, არალის ვიკიკლუბის წევრებმა ვიკიპედიაში დაწერეს 5 სტატია, ხოლო ვიკიწყაროში — 14 სტატია. ვიკიპედიის სტატიების თემატიკა იყო ბიოგრაფიები და საქართველოს მუნიციპალიტეტის სოფლების სიები.
არალის ვიკიკლუბი ემსახურება სოფელ არალისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.
სენაკის ვიკიკლუბი
სენაკის ვიკიკლუბი
მარტში, სენაკის ვიკიკლუბის წევრებმა ვიკიპედიაში დაწერეს 1 სტატია, ხოლო ვიკიწყაროში — 14 სტატია.
სენაკის ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ სენაკისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.
მარნეულის ვიკიკლუბი
მარნეულის ვიკიკლუბი
მარტში, მარნეულის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში 2 სტატია.
ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ მარნეულისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.
რუსთავის ვიკიკლუბი
რუსთავის ვიკიკლუბი
მარტში, რუსთავის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში დაწერეს 1 სტატია, ხოლო ვიკიწყაროში — 28 სტატია.
ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ რუსთავის ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.
სამტრედიის ვიკიკლუბი
სამტრედიის ვიკიკლუბი
მარტში, სამტრედიის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში დაწერეს 6 სტატია, ხოლო ვიკიწყაროში — 14 სტატია.
ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ სამტრედიისა და მისი მუნიციპალიტეტის ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.
თბილისის ვიკიკლუბი
თბილისის ვიკიკლუბი
მარტში, თბილისის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში დაწერეს 23 სტატია, ხოლო ვიკიწყაროში — 14 სტატია. ვიკიპედიის სტატიების თემატიკა იყო ძირითადად თბილისის ქუჩები და კულტურული მემკვიდრეობა.
ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ თბილისის ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.