მოხსენებები/ვიკიმედია საქართველო/2024/სამოქმედო/05
იან | |
თებ | |
მარ | |
აპრ | |
მაი | |
ივნ | |
ივლ | |
აგვ | |
სექ | |
ოქტ | |
ნოე | |
დეკ |
2024 | ||
მაისი |
ღონისძიებები
შეხვედრები/პოპულარიზაცია
ადვოკატირების ჯგუფის შეხვედრა სანტიაგოში
ადვოკატირების ჯგუფის შეხვედრა სანტიაგოში
2-4 მაისს, ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში გაიმართა ვიკიმედიის მოძრაობის ადვოკატირების ჯგუფის შეხვედრა, რომლის პარალელურად ასევე მიმდინარეობდა იუნესკოს მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეები.
სამი დღის განმავლობაში შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს და შეათანხმეს თავიანთი სამომავლო ნაბიჯები და გეგმები ადვოკატირების მხრივ. შეიქმნა შესაბამისი სამუშაო ჯგუფები. ასევე დელეგატებმა მანაწილეობა მიიღეს იუნესკოს კონფერენციაზე.
ვიკიმედია საქართველოს შეხვედრაზე წარმოადგენდა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი.
„მემკვიდრეობის დაცვის ქსელის“ (Heritage Guard Network) შეხვედრა თბილისში
„მემკვიდრეობის დაცვის ქსელის“ (Heritage Guard Network) შეხვედრა თბილისში
„ვიკიმედია საქართველოს“ ორგანიზებით, თბილისში გაიმართა „მემკვიდრეობის დაცვის ქსელის“ (Heritage Guard Network) შეხვედრა, რომელშიც ვიკიმედია შვედეთის, ვიკიმედია უკრაინისა და ვიკიმედია პოლონეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შეხვედრა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. მონაწილეები ბიბლიოთეკის თანამშრომლებს შეხვდნენ და გაეცნენ ბიბლიოთეკის ვებგვერდზე www.nplg.gov.ge განთავსებული ელექტრონულ ბაზებს.
ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ სტუმრებს ესაუბრა ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორი ემზარ ჯგერენაია.
ვიკიბანაკები
არჰავის ვიკიბანაკი, თურქეთი
არჰავის ვიკიბანაკი, თურქეთი
19-19 მაისს, თურქეთის ქალაქ არჰავიში ქართულ-თურქული ვიკიბანაკი გაიმართა.
პროექტი ვიკიმედია საქართველოსა და ვიკიმედია თურქეთის მიერ ერთობლივად იყო ორგანიზებული და მიზნად ისახავდა როგორც ვიკიპედიის, ისე ვიკიმედიის სხვა პროექტების გამდიდრებას ახალი სტატიებით, ახალი მოხალისეების მოზიდვას, ორი ვიკისაზოგადოების დაახლოებას და გამოცდილების გაზიარებას.
ბანაკში ჩატარდა სტატიების მარათონი, რომელშიც ქართველი მონაწილეები თურქეთის შესახებ ქმნიდნენ სტატიებს ქართულ ვიკიპედიაში, თურქი მონაწილეები კი საქართველოს შესახებ წერენ თურქულ ვიკიპედიაში.
ვიკიბანაკი ვიკიმედიის ორგანიზაციათა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი და დროში გამოცდილი პროექტია, რომელმაც ვიკიმედიის პროექტებს უკვე არაერთი მოხალისე და ათასობით ახალი სტატია შესძინა. ვიკიბანაკებს ვიკიმედია საქართველო 2019 წლიდან, წელიწადში რამდენჯერმე მართავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
ქართულ-თურქულ ვიკიბანაკში საქართველოდან მონაწილეობენ ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ვიკიკლუბების წარმომადგენლები და ორგანიზაციის ხელმძღვანელები.
ვიკიკლუბები
სურამის ვიკიკლუბი
სურამის ვიკიკლუბი
მაისში, სურამის ვიკიკლუბის წევრებმა ვიკიპედიაში დაწერეს 92 სტატია. სტატიების თემატიკა ვიკიპედიაში იყო ძირითადად ალბანეთი და თურქეთი. გარდა ამისა 1 სტატია დაიწერა კავკასიური სახლისა და ვიკიკლუბის თანამშრომლობის ფარგლებში.
სურამის ვიკიკლუბი ემსახურება სურამის და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.
არალის ვიკიკლუბი
არალის ვიკიკლუბი
მაისში, არალის ვიკიკლუბის წევრებმა ვიკიპედიაში დაწერეს 53 სტატია. ვიკიპედიის სტატიების თემატიკა იყო თურქეთი და საქართველოს მუნიციპალიტეტის სოფლების სიები.
არალის ვიკიკლუბი ემსახურება სოფელ არალისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.
სენაკის ვიკიკლუბი
სენაკის ვიკიკლუბი
მაისში, სენაკის ვიკიკლუბის წევრებმა ვიკიპედიაში დაწერეს 68 სტატია.
სენაკის ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ სენაკისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.
მარნეულის ვიკიკლუბი
მარნეულის ვიკიკლუბი
მაისში, მარნეულის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში 3 სტატია.
ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ მარნეულისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.
რუსთავის ვიკიკლუბი
რუსთავის ვიკიკლუბი
მაისში, რუსთავის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში დაწერეს 112 სტატია.
ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ რუსთავის ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.
სამტრედიის ვიკიკლუბი
სამტრედიის ვიკიკლუბი
მაისში, სამტრედიის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში დაწერეს 56 სტატია.
ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ სამტრედიისა და მისი მუნიციპალიტეტის ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.
თბილისის ვიკიკლუბი
თბილისის ვიკიკლუბი
მაისში, თბილისის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში დაწერეს 72 სტატია. ვიკიპედიის სტატიების თემატიკა იყო ძირითადად თურქეთის სოფლები, ალბანეთ, თბილისის ქუჩები და კულტურული მემკვიდრეობა.
ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ თბილისის ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.
სიახლეები
სიახლეები
2024 წლის 16-19 მაისს ვიკიკლუბების წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს თურქეთის ქალაქ არჰავში გამართულ ვიკიბანაკში. ბანაკში ყველა ვიკი-კლუბის 8 წამომადგენელი მონაწილეობდა და მათ საერთო ჯამში შექმნეს 270 სტატია თურქეთთან დაკავშირებულ თემატიკაზე.