მოხსენებები/ვიკიმედია საქართველო/2024/სამოქმედო/11
იან | |
თებ | |
მარ | |
აპრ | |
მაი | |
ივნ | |
ივლ | |
აგვ | |
სექ | |
ოქტ | |
ნოე | |
დეკ |
2024 | ||
ნოემბერი |
ღონისძიებები
კონკურსები
ვიკიპედიის აზიის თვე 2024
ვიკიპედიის აზიის თვე 2024
1-ელი ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე, ქართულ ვიკიპედიაში მიმდინარეობდა ყოველწლიური ვიკიმარათონი „ვიკიპედიის აზიის თვე“. მარათონის მიზანი ქართულ ვიკიპედიაში აზიის ქვეყნების შესახებ სტატიების რაოდენობისა და ხარისხის ზრდაა. მარათონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ვიკიპედიის ნებისმიერი განყოფილების ნებისმიერ რეგისტირებულ მომხმარებელს.
ვიკიპედიის აზიურ საზოგადოებებს შორის მეგობრობის სიმბოლოდ, თითოეული მომხმარებელი, რომელიც კრიტერიუმების შესაბამისად სულ მცირე 4 სტატიას შექმნის, სხვა მონაწილე ქვეყნისგან მიიღებს თემატური დიზაინის საფოსტო ბარათს.
ყველაზე მეტი სტატიის შემქმნელი მომხმარებლები დაჯილდოვდებიან „ვიკიპედიის აზიის ელჩის“ წოდებით (ინგლ.: „Wikipedia Asian Ambassador“) და „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ მიერ დაწესებული პრიზებით.
კონკურსში მონაწილეობა 11-მა მომხმარებელმა მიიღო, სულ შეიქმნა 287 ახალი სტატია. გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორი, რომლებსაც გადაეცემათ კონკურსის შესაბამისად განსაზღვრული პრიზები.
ახალი ვიკიკლუბი
გორის ვიკიკლუბი
გორის ვიკიკლუბი
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლაში ვიკიკლუბი გაიხსნა.
იკიკლუბს ამავე სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი, მიმოზა ღოლიჯაშვილი უხელმძღვანელებს, რომელმაც ვიკიპედიაში მუშაობა მასწავლებელთა ვიკიბანაკში შეისწავლა და მას შემდეგ, აქტიური ვიკიპედიელია.
დაინტერესებული მოსწავლეები და მასწავლებლები ვიკიკლუბში შეისწავლიან, როგორ იმუშაონ ვიკიპედიაში.
ვიკიკლუბები ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ვიკიპედიაში და ვიკიმედიის სხვა პროექტებში ახალ მოხალისეთა მოსაზიდად. „ვიკიმედია საქართველოს“ ვიკიკლუბები საქართველოს რამდენიმე რეგიონში უკვე აქტიურად მოქმედებს.
„ვიკიმედია საქართველომ“ ხიდისთავის ვიკიკლუბს სარგებლობაში ორი ლეპტოპი გადასცა.
ვიკიკლუბები
სურამის ვიკიკლუბი
სურამის ვიკიკლუბი
ნოემბერში, სურამის ვიკიკლუბის წევრებმა ვიკიპედიაში დაწერეს 78 სტატია. სტატიების თემატიკა ვიკიპედიაში იყო ძირითადად თურქეთის სოფლები, მუზეუმები და ბიოგრაფიები. ვიკიკლუბის 2 წევრი მონაწილეობს „აზიის თვის კონკურსში“.
სურამის ვიკიკლუბი ემსახურება სურამის და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.
არალის ვიკიკლუბი
არალის ვიკიკლუბი
ნოემბერში, არალის ვიკიკლუბის წევრებმა ვიკიპედიაში დაწერეს 3 სტატია. ვიკიპედიის სტატიების თემატიკა იყო საქართველოს მუნიციპალიტეტების სოფლების სია და ბიოგრაფიები.
არალის ვიკიკლუბი ემსახურება სოფელ არალისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.
მარნეულის ვიკიკლუბი
მარნეულის ვიკიკლუბი
ნოემბერში, მარნეულის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში 7 სტატია. ვიკიპედიის სტატიების თემატიკა იყო თურქეთის სოფლები.
ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ მარნეულისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.
რუსთავის ვიკიკლუბი
რუსთავის ვიკიკლუბი
ნოემბერში, რუსთავის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში დაწერეს 5 სტატია. ვიკიპედიის სტატიების თემატიკა იყო სპორტი და ბიოგრაფიები. ვიკიკლუბის 1 წევრი მონაწილეობს „აზიის თვის კონკურსში“.
ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ რუსთავის ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.
სამტრედიის ვიკიკლუბი
სამტრედიის ვიკიკლუბი
ნოემბერში, სამტრედიის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში დაწერეს 32 სტატია. ვიკიპედიის სტატიების თემატიკა იყო თურქეთის ციხესიმაგრეები და ბიოგრაფიები.
ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ სამტრედიისა და მისი მუნიციპალიტეტის ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.
თბილისის ვიკიკლუბი
თბილისის ვიკიკლუბი
ნოემბერში, თბილისის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში დაწერეს 0 სტატია.
ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ თბილისის ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.
ხიდისთავის ვიკიკლუბი
ხიდისთავის ვიკიკლუბი
ხიდისთავის ვიკიკლუბი გაიხსნა 2024 წლის 14 ნოემბერს. ამ თვეში, ხიდისთავის ვიკიკლუბის წევრებმა ვიკიპედიაში დაწერეს 54 სტატია. ვიკიკლუბის 1 წევრი მონაწილეობს „აზიის თვის კონკურსში“.
ხიდისთავის ვიკიკლუბი ემსახურება სოფელ ხიდისთავისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.