შინაარსზე გადასვლა

Reports/WMGE/2020/Activity/01

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
Jan
Feb
Mar
Apr
May
Jun
Jul
Aug
Sep
Oct
Nov
Dec
2020
January


ღონისძიებები

ვიკიპედიის დაბადების დღე

2020 წლის 19 იანვარს, ვმ საქართველოს ორგანიზებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიმართა „ვიკიპედიის მე-19 დაბადების დღე“. ღონისძიების მიზანი იყო ვიკიპედიის და ვიკიმედიის სხვა პროექტების შესახებ ცნობიერების ამაღლება საქართველოში, აგრეთვე ვიკიპედიის რედაქტორებისთვის სიახლეების გაზიარება. ღონისძიების დროს ასევე საუბარი შეეხო ქართულ ვიკიპედიაში არსებულ პრობლემებსა და მიმდინარე მოვლებს.

შეგახსენებთ, რომ „ვიკიპედია“, რომელიც ამერიკული „ფონდ ვიკიმედიის“ ყველაზე ცნობადი და პოპულარული პროექტია, პირველად ჩაიშვა 2001 წლის 15 იანვარს. პირველმა ვიკიპედიამ ინგლისურ ენაზე დაიწყო არსებობა, რომელსაც მალევე სხვა ენოვანი ვიკიპედიები მიემატნენ.

ქართულმა ვიკიპედიამ არსებობა 2003 წელს დაიწყო, ხოლო აქტიურად მასში მუშაობა 2004 წელს დაიწყო. დღეისათვის ვიკიპედიის ქართულენოვან ვერსიაში 134 ათასზე მეტი სტატიაა ხელმისაწვდომი, ხოლო მასში რეგისტრირებული რედაქტორთა რაოდენობა 118 ათასზე მეტს შეადგენს. აქტიური მომხმარებელთა რიცხვი კი 200 რედაქტორს აღემატება (ვინც ბოლო 30 დღის მანძილზე ერთხელ მაინც დაურიდაქტირებია ვიკიპედია).

ვიკიპედიებს შორის ყველაზე დიდია, როგორც მომხმარებელ-რედაქტორთა, ისე სტატიების რაოდენობით, ვიკიპედიის ინგლისურენოვანი ვერსია. სტატიების რაოდენობა 6 მილიონს, ხოლო რეგისტრირებულ მომხმარებელთა რიცხვი 38 მილიონს აღემატება. აქტიური მომხმარებელთა რიცხვი კი 138 ათას რედაქტორს აღემატება (ვინც ბოლო 30 დღის მანძილზე ერთხელ მაინც დაურიდაქტირებია ვიკიპედია).

ღონისძიების დროს სიტყვით გამოვიდა „ვმ საქართველოს“ თავმჯდომარე მეჰმან იბრაგიმოვი, რომელმაც ისაუბრა „ვმ საქართველოს“ და „ფონდ ვიკიმედიის“ სამომავლო გეგმებზე, ქართულ ვიკიპედიაზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასევე სიტყვით გამოვიდნენ „ვმ საქართველოს“ სამეურვეო საბჭოს წევრები, ჯაბა ლაბაძე, მიხეილ ჭაბუკაშვილი და გიორგი მელაშვილი, რომლებიც ისაუბრეს ქართულ ვიკიპედიაში არსებულ პრობლემებზე და მისი გადაწყვეტის გზებზე.

ღონისძიების მიწურულს ტრადიციულად გაიჭრა „ვიკიპედიის“ ნამცხვარი და ღონისძიების მონაწილეებს გადაეცათ სიმბოლური სუვენირები (ბრენდირებული ბლოკნოტები, კალმები და კალნედრები). გადავიღეთ საერთო სურათიც.

სურათები ღონისძიებიდან

სურამის ვიკიკლუბის მხარდაჭერა

2020 წლის 19 იანვარს, „ვმ საქართველოს“ მიერ სურამის „ვიკიკლუბის“ დაფუძნების და მხარდაჭერის ფარგლებში, კლუბს გადაეცა 2 ახალი ლეპტოპი, რომელიც გამოყენებული იქნება, როგორც სურამის ვიკიკლუბის ისე „ვმ საქართველოს“ ღონისძიებებზე. კომპიუტერებს აქტიურად გამოიყენებენ ვიკიკლუბის წევრები, რომლებიც შექმნიან ახალ კონტენტს ვიკიმედიის პროექტებში და განახორციელებენ რედაქტირებებს მასში.

სტატისტიკა

2020 წლის იანვრის მანძილზე „ვმ საქართველომ“ გამართა 1 საჯარო ღონისძიება, რომელიც გახდა „ვიკიპედიის დაბადების დღისადმი“ მიძღვნილი, და 1 სამეურვეო საბჭოს სხდომა.

2020 წლის იანვრის თვეში ქართულ ვიკიპედიაში შეიქმნა 2 218 ახალი სტატია, განხორციელდა 18 105 რედაქტირება, დარეგისტრირდა 307 ახალი მომხმარებელი.

2020 წლის იანვარში ვიკისაწყობში, „ვმ საქართველოს“ მიერ აიტვირთა 55 ახალი ფაილი.

მონაწილეობა

ვიკიმედიის ბრენდინგის ვორქშოპი

„ფონდი ვიკიმედია“ „სტრატეგია 2030“-ის ფარგლებში ცვლის თავის საბრენდინგო პოლიტიკას და რებრენდინგის (სახელის და ლოგოს ცვლილება) პროცესს გადის. ვიკიმედიის ახალი ბრენდი უნდა შეძლოს და დაეხმაროს ფონდს თავის მილიონიან აუდიტორიისთვის დაკავშირებაში და ჩართვაში, ამასთანავე ვიკიმედიის მოძრაობის სტრუქტურის, მონაწილეების, პროექტების და პარტნიორების გაუმჯობესებაში. რეალობაში, ახალი ბრენდი ხელი უნდა შეუწყოს ამ საკომუნიკაციო ამოცანებს, რათა ვიკიმედიის მოძრაობა წარმატებული იყოს.

საბოლოო ბრენდის სახელის შემოღებამდე „ფონდი ვიკიმედია“ რამდენიმე ფაზას გადის. მეორე ფაზა წარმოადგენს ვიკიმედიის მოძრაობის სხვადასხვა ორგანიზაციებიდან და წამომადგენლობებიდან წარმომადგენლების მონაწილეობით კონცეფციის (ცნების) ვორქშოპის ჩატარებას, ამ ვორქშოპში „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ და „ფონდ ვიკიმედიის“ აფილიაციის (გაწევრიანების) კომიტეტის სახელით მონაწილეობა მიიღო „ვმ საქართველოს“ თავმჯდომარემ და აფილიაციის კომიტეტის წევრმა — მეჰმან იბრაგიმოვმა.

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში გამართული 2 დღიანი ვორქშოპის ფარგლებში, მონაწილეები ცდილობდნენ პასუხი გაეცათ კითხვებზე „ვინ ვართ ჩვენ?“, „რას ვაკეთებთ“ და „როგორ ვმუშაობთ?“, რისთვისაც გამოყენებული იყო სპეციალური სავარჯიშოები. ვორქშოპის მეორე ფაზა გაიმართება ინდოეთში, ქალაქ ბენგალურუში.

სურათები ღონისძიებიდან


ვმ საქართველო