მოხსენებები/ვიკიმედია საქართველო/2023/სამოქმედო/02

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
იან
თებ
მარ
აპრ
მაი
ივნ
ივლ
აგვ
სექ
ოქტ
ნოე
დეკ
2023
თებერვალი


ღონისძიებები

კონკურსები

ომები და ბრძოლები ვიკიპედიაში

8 თებერვალს დასრულდა ქართულ ვიკიპედიაში მიმდინარე კონკურსი ომები და ბრძოლები ვიკიპედიაში. კონკურსის მიზანი იყო ქართულ ვიკიპედიაში ომებისა და ბრძოლების შესახებ სტატიების რაოდენობის, ასევე სტატიების საერთო რიცხვის ზრდა.

კონკურსში მონაწილეობა 11-მა მომხმარებელმა მიიღო, სულ შეიქმნა 233 ახალი სტატია. „ვიკიმედია მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ კონკურსში მიღებული ქულების რაოდენობით გამარჯვებულ მონაწილეები (ოთხი საპრიზო ადგილი) პრიზებით დააჯილდოვა.

ქალები ვიკიპედიაში

12 თებერვალს, ქართულ ვიკიპედიაში დაიწყო ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის ყოველწლიური კონკურსი „ქალები ვიკიპედიაში“. კონკურსის მიზანია ქართულ ვიკიპედიაში ქალების შესახებ სტატიების რაოდენობის, ასევე სტატიების საერთო რიცხვის გაზრდა. კონკურსი ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო.

გენდერული ბალანსის მიღწევა და მისი დაცვა „ფონდ ვიკიმედიის“ პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც ასევე პრიორიტეტია „ვიკიმედია საქართველოსთვის“.

შეხვედრები/პოპულარიზაცია

შეხვედრა პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში

11 თებერვალს, ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის წევრებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განვიხილეთ ეროვნული ბიბლიოთეკის რესურსების ინტეგრირება ვიკიმედიის პროექტებში, დავსახეთ სხვა ერთობლივი გეგმებიც.

უახლოეს პერიოდში, ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი ბიბლიოთეკის თანამშრომლებს სპეციალურ ტრენინგებს ჩაუტარებს და ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში მუშაობას შეასწავლის. ამას გარდა, მარტში, ბიბლოთეკის ერთი წარმომადგენელი მონაწილეობას მიიღებს საგაზაფხულო ვიკიბანაკში.

ბიბლიოთეკებთან თანამშრომლობა ფონდ ვიკიმედიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ვიკიკლუბები

სურამის ვიკიკლუბი

თებერვალში, სურამის ვიკიკლუბის წევრებმა ვიკიპედიაში დაწერეს 54 სტატია, ხოლო ვიკიწყაროში — 16 სტატია. სტატიების თემატიკა ვიკიპედიაში იყო ძირითადად ესპანეთის მუნიციპალიტეტები და მსოფლიო ქვეყნების ბრძოლები, გარდა ამისა 3 სტატია დაიწერა კავკასიური სახლისა და ვიკიკლუბის თანამშრომლობის ფარგლებში. ვიკიკლუბის წევრმა მომხმარებელმა MiQo08K-მა კონკურსში ომები და ბრძოლები ვიკიპედიაში დაიკავა მეოთხე საპრიზო ადგილი.

სურამის ვიკიკლუბი ემსახურება სურამის და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

არალის ვიკიკლუბი

თებერვალში, არალის ვიკიკლუბის წევრებმა ვიკიპედიაში დაწერეს 23 სტატია. ვიკიპედიის სტატიების თემატიკა იყო ბიოგრაფიები.

არალის ვიკიკლუბი ემსახურება სოფელ არალისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

სენაკის ვიკიკლუბი

თებერვალში, სენაკის ვიკიკლუბის წევრებმა ვიკიპედიაში დაწერეს 1 სტატია.

სენაკის ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ სენაკისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

ბაღდათის ვიკიკლუბი

თებერვალში, ბაღდათის ვიკიკლუბის წევრებს არ დაუწერათ არცერთი სტატია.

ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ ბაღდათისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

მარნეულის ვიკიკლუბი

თებერვალში, მარნეულის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში ?, ხოლო აზერბაიჯანულ ვიკიპედიაში — ? სტატია დაწერეს.

ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ მარნეულისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

რუსთავის ვიკიკლუბი

თებერვალში, რუსთავის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში დაწერეს 14 სტატია. ვიკიკლუბის წევრმა მომხმარებელმა Nikaparunashvili-მა კონკურსში ომები და ბრძოლები ვიკიპედიაში დაიკავა მესამე საპრიზო ადგილი.

ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ რუსთავის ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.


ვმ საქართველო