მოხსენებები/ვიკიმედია საქართველო/2023/სამოქმედო/01

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
იან
თებ
მარ
აპრ
მაი
ივნ
ივლ
აგვ
სექ
ოქტ
ნოე
დეკ
2023
იანვარი


ღონისძიებები

კონკურსები

ომები და ბრძოლები ვიკიპედიაში

8 იანვარს, ქართულ ვიკიპედიაში დაიწყო კონკურსი ომები და ბრძოლები ვიკიპედიაში. კონკურსის მიზანი იყო ქართულ ვიკიპედიაში ომებისა და ბრძოლების შესახებ სტატიების რაოდენობის, ასევე სტატიების საერთო რიცხვის ზრდა.

მონაწილეებს სტატიები 8 იანვრიდან 8 თებერვლიდან ჩათვლით და შეექმნათ. თითოეული სტატია უნდა შედგებოდეს სულ მცირე 3 000 ბაიტისა და 300 სიტყვისაგან.

ვიკიპედიის დაბადების დღე 2022

15 იანვარს, „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ ორგანიზებით, ქართული ვიკიპედიის მოხალისეებმა ვიკიპედიის 22-ე დაბადების დღე აღნიშნეს. ღონისძიება საქარველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა და შემეცნებით-სადისკუსიო ხასიათს ატარებდა; ვიკიპედიელებმა იმსჯელეს პროექტებში არსებულ პრობლემებზე, ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და ხედვები ქართულ ენაზე ვიკიმედიის პროექტების გაუმჯობესების მიმართულებით. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სტატიების მარათონი, რომელშიც ყველა მონაწილემ, ოცამდე რედაქტორმა, ქართულ ვიკიპედიაში თითო სტატია შექმნა. თითოეულ მონაწილეს საჩუქრად გადაეცა ვიკიმედიის ბრენდირებული ნივთები და აქსესუარები.

ვიკიკლუბები

სურამის ვიკიკლუბი

იანვარში, სურამის ვიკიკლუბის წევრებმა ვიკიპედიაში დაწერეს 84 სტატია, ხოლო ვიკიწყაროში — 31 სტატია. სტატიების თემატიკა ვიკიპედიაში იყო ძირითადად ესპანეთის მუნიციპალიტეტები და მსოფლიო ქვეყნების ბრძოლები, გარდა ამისა 5 სტატია დაიწერა კავკასიური სახლისა და ვიკიკლუბის თანამშრომლობის ფარგლებში.

სურამის ვიკიკლუბი ემსახურება სურამის და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

არალის ვიკიკლუბი

იანვარში, არალის ვიკიკლუბის წევრებმა ვიკიპედიაში დაწერეს 31 სტატია, ხოლო ვიკიწყაროში — 11 სტატია. ვიკიპედიის სტატიების თემატიკა იყო ბიოგრაფიები.

არალის ვიკიკლუბი ემსახურება სოფელ არალისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

სენაკის ვიკიკლუბი

იანვარში, სენაკის ვიკიკლუბის წევრებმა ვიკიპედიაში დაწერეს 3 სტატია.

სენაკის ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ სენაკისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

ბაღდათის ვიკიკლუბი

იანვარში, ბაღდათის ვიკიკლუბის წევრებს არ დაუწერათ არცერთი სტატია.

ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ ბაღდათისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

მარნეულის ვიკიკლუბი

იანვარში, მარნეულის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში ?, ხოლო აზერბაიჯანულ ვიკიპედიაში — ? სტატია დაწერეს.

ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ მარნეულისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

რუსთავის ვიკიკლუბი

იანვარში, რუსთავის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში დაწერეს 26 სტატია.

ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ რუსთავის ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.


ვმ საქართველო