მოხსენებები/ვიკიმედია საქართველო/2023/სამოქმედო/03

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
იან
თებ
მარ
აპრ
მაი
ივნ
ივლ
აგვ
სექ
ოქტ
ნოე
დეკ
2023
მარტი


ღონისძიებები

ვიკიბანაკი

ვიკიბანაკი მასწავლებლებისა და ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის 2023 ბორჯომი

ვიკიბანაკების მიზანი ვიკიმედიის პროექტების განვითარებაა სკოლის მოსწავლეების, სტუდენტების თუ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ პროფესიონალთა დახმარებით. ამავდროულად, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს მათ აქტიურ დასვენებას.

ბოლო წლებში, საქართველოში რამდენიმე ვიკიბანაკი გაიმართა. პროექტის მიზანი უცვლელია — ვიკიმედიის ქართულენოვანი პროექტების განვითარება-გამდიდრება საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელი მოსწავლეების, სტუდენტებისა თუ პრპფესიონალების დახმარებით.

2023 წლის 9–13 მარტს, „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველის ჯგუფმა“ გამართა „ვიკიბანაკი მასწავლებლებისა და ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის 2023 ბორჯომი“. საქართველოს სხვადასხვა სკოლის 16-მა მასწავლებელმა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ორმა თანამშრომელმა ოთხი დღის განმავლობაში შეისწავლა ვიკიპედიაში და ვიკიმედიის სხვა პროექტებში მუშაობის საბაზისო პრინციპები. ვიკიბანაკის მონაწილეებმა შეისწავლეს ვიკიტექნოლოგიები და ვიკიმედიის პროექტებში მუშაობა (ვიკიპედია, ვიკიციტატა, ვიკისაწყობი და ა.შ.). მთავარი აქცენტი გაკეთდა ვიკიპედიაში მუშაობაზე.

მონაწილეები ოთხი დღის განმავლობაში ცხოვრობდნენ კომფორტულ სასტუმროში, სამჯერადი კვებით. გამოცდილი ვიკიმედიელების დაკვირვების ქვეშ, მათ დამოუკიდებლად შექმნეს და თარგმნეს სტატიები ქართულ ვიკიპედიაში. სასტუმროში განთავსების, კვებისა და მგზავრობის ხარჯები „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფმა“ სრულად დაფარა.

ბანაკმა ვიკიპედიას, ვიკიციტატას, ვიკისაწყობს, ვიკიწყაროს და ვიკიდატას ახალი, გამორჩეულად მოტივირებული მოხალისეები შესძინა.

კონკურსები

ვიკიგაზაფხული 2023

21 მარტს დაიწყო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ვიკიმედიის (WMCEE) მიერ ორგანიზებული ყოველწლიური საერთაშორისო კონკურსი „ვიკიგაზაფხული“, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შემავალი ქვეყნების შესახებ ქმნიან სტატიებს. კონკურსი 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

ვიკიგაზაფხული მიზნად ისახავს კონსოლოდაცია გაუწიოს თავისუფალი ცოდნის შემგროვებელთა ადგილობრივ ძალებს, რათა მათ დააგროვონ და გაავრცელონ ინფორმაცია ისტორიის, კულტურის, ტრადიციებისა და მოსახლეობის შესახებ რეგიონის მასშტაბით, შედეგად კი გაიზარდოს თავისუფალი ცოდნის მასშტაბი და ხარისხი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის შესახებ, რეგიონალურ და გლობალურ დონეზე.

კონკურსში ხუთი გამარჯვებული გამოვლინდება, რომლებსაც „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ პრიზებს გადასცემს.

edit-a-thon

WikiGap 2023 საქართველო

19 მარტს, „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფმა“ სტატიების ერთდღიანი მარათონი WikiGap 2023 ჩაატარა. ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.

ვიკიგეპი (WikiGap) არის პარტნიორობა ვიკიმედიის ორგანიზაციებსა და შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის, რომლის მთავარი მიზანია მონაწილეობის მრავალფეროვნობის უზრუნველყოფა, ვიკიმედიის პროექტების კონტენტში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრა და მრავალფეროვნებაზე ზრუნვა.

მარათონის მონაწილეებმა ქართულ ვიკიპედიაში რამდენიმე ახალი სტატია შექმნეს ქალების შესახებ. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოში დროებით მცხოვრები იტალიელი და მექსიკელი ვიკიპედიელები, რომლებმაც ქართული თემატიკაზე თითო სტატია შექმნეს იტალიურ და ესპანურ ვიკიპედიებში.

ვიკიკლუბები

სურამის ვიკიკლუბი

მარტში, სურამის ვიკიკლუბის წევრებმა ვიკიპედიაში დაწერეს 53 სტატია, ხოლო ვიკიწყაროში — 6 სტატია. სტატიების თემატიკა ვიკიპედიაში იყო ძირითადად ესპანეთის მუნიციპალიტეტები, გარდა ამისა 2 სტატია დაიწერა კავკასიური სახლისა და ვიკიკლუბის თანამშრომლობის ფარგლებში.

სურამის ვიკიკლუბი ემსახურება სურამის და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

არალის ვიკიკლუბი

მარტში, არალის ვიკიკლუბის წევრებმა ვიკიპედიაში დაწერეს 5 სტატია. ვიკიპედიის სტატიების თემატიკა იყო ბიოგრაფიები.

არალის ვიკიკლუბი ემსახურება სოფელ არალისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

სენაკის ვიკიკლუბი

მარტში, სენაკის ვიკიკლუბის წევრებმა ვიკიპედიაში დაწერეს 22 სტატია.

სენაკის ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ სენაკისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

ბაღდათის ვიკიკლუბი

მარტში, ბაღდათის ვიკიკლუბის წევრებს არ დაუწერათ არცერთი სტატია.

ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ ბაღდათისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

მარნეულის ვიკიკლუბი

მარტში, მარნეულის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში ??, ხოლო აზერბაიჯანულ ვიკიპედიაში — ? სტატია დაწერეს.

ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ მარნეულისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

რუსთავის ვიკიკლუბი

მარტში, რუსთავის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში დაწერეს 1 სტატია.

ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ რუსთავის ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.


ვმ საქართველო