მოხსენებები/ვიკიმედია საქართველო/2023/სამოქმედო/04

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
იან
თებ
მარ
აპრ
მაი
ივნ
ივლ
აგვ
სექ
ოქტ
ნოე
დეკ
2023
აპრილი


ღონისძიებები

შეხვედრები

შეხვედრა საგარეჯოს პირველ საჯარო სკოლაში

22 აპრილს, საგარეჯოს პირველ საჯარო სკოლაში, სასკოლო ვიკიკლუბთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ვიკიკლუბების კოორდინატორი ჯაბა ლაბაძე უძღვებოდა. მონაწილეებმა ისაუბრეს ვიკიპედიაში სტატიების წერასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემებზე, სტატიებში წყაროს მნიშვნელობაზე და ვიკისაწყობში ფოტოების ატვირთვაზე.

საგარეჯოს პირველი საჯარო სკოლა ერთ-ერთია მათ შორის, სადაც მომავალში ოფიციალური ვიკიკლუბი გაიხსნება.


ტრენინგები

ტრენინგი საჯარო აუდიტის ინსტიტუტში

26-27 აპრილს, „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ პროექტების მენეჯერმა, ქართული ვიკიპედიის ადმინისტრატორმა მიხეილ ჭაბუკაშვილმა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საჯარო აუდიტის ინსტიტუტში ტრენინგები ჩააატრა. ინსტიტუტის თანამშრომლები გაეცნენ ვიკიპედიის სპეციფიკას და შეისწავლეს ვიკიპედიაში, ვიკიმონაცემებსა და ვიკისაწყობში მუშაობის საბაზისო მეთოდები. ტრენინგში ათამდე ადამიანი მონაწილეობდა.

ვიკიკლუბები

სურამის ვიკიკლუბი

აპრილში, სურამის ვიკიკლუბის წევრებმა ვიკიპედიაში დაწერეს 124 სტატია, ხოლო ვიკიწყაროში — 16 სტატია. სტატიების თემატიკა ვიკიპედიაში იყო ძირითადად ესპანეთის მუნიციპალიტეტები, გარდა ამისა 3 სტატია დაიწერა კავკასიური სახლისა და ვიკიკლუბის თანამშრომლობის ფარგლებში.

სურამის ვიკიკლუბი ემსახურება სურამის და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

არალის ვიკიკლუბი

აპრილში, არალის ვიკიკლუბის წევრებმა ვიკიპედიაში დაწერეს 1 სტატია. ვიკიპედიის სტატიის თემატიკა იყო ბიოგრაფიები.

არალის ვიკიკლუბი ემსახურება სოფელ არალისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

სენაკის ვიკიკლუბი

აპრილში, სენაკის ვიკიკლუბის წევრებმა ვიკიპედიაში დაწერეს 18 სტატია. ვიკიპედიის სტატიების თემატიკა იყო მუნიციპალიტეტების გერბები და დროშები.

სენაკის ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ სენაკისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

ბაღდათის ვიკიკლუბი

აპრილში, ბაღდათის ვიკიკლუბის წევრებს არ დაუწერათ არცერთი სტატია.

ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ ბაღდათისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

მარნეულის ვიკიკლუბი

აპრილში, მარნეულის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში ??, ხოლო აზერბაიჯანულ ვიკიპედიაში — ? სტატია დაწერეს.

ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ მარნეულისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

რუსთავის ვიკიკლუბი

აპრილში, რუსთავის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში დაწერეს 3 სტატია.

ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ რუსთავის ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.


ახალი ვიკიკლუბი

სამტრედიის ვიკიკლუბი

2023 წლის 27 აპრილს ოფიციალურად გაიხსნა მეშვიდე ვიკიკლუბი სამტრედიის პირველი საჯარო სკოლის ბაზაზე.

ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ სამტრედიისა და მისი მუნიციპალიტეტის ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.


ვმ საქართველო