მოხსენებები/ვიკიმედია საქართველო/2023/სამოქმედო/05

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
იან
თებ
მარ
აპრ
მაი
ივნ
ივლ
აგვ
სექ
ოქტ
ნოე
დეკ
2023
მაისი


ღონისძიებები

ტრენინგები

ტრენინგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

6-7 მაისს, „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ წევრებმა და ქართული ვიკიპედიის ადმინისტრატორებმა, მიხეილ ჭაბუკაშვილმა და მეჰმან იბრაგიმოვმა თბილისის უნივერსიტეტში ტრენინგები ჩააატრეს. იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები გაეცნენ ვიკიპედიის სპეციფიკას და შეისწავლეს ვიკიპედიაში, ვიკიმონაცემებსა და ვიკისაწყობში მუშაობის საბაზისო მეთოდები. ტრენინგში ათამდე სტუდენტი მონაწილეობდა.

შეხვედრები

შეხვედრა თბილისის კერძო სკოლა „ქორალში“

17 მაისს, ვიკიპედიის შესახებ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა-პრეზენტაცია გაიმართა თბილისის კერძო სკოლა „ქორალში“. სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეები გაეცნენ ვიკიპედიის სპეციფიკას, გაიგეს, თუ ვინ ქმნის კონტენტს, როგორ, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ქართული ვიკიპედია და ზოგადად, ვიკიმედიის პროექტები. გაიგეს, რა წვლილი შეუძლიათ შეიტანონ მათ ვიკიმედიის პროექტებში.

სკოლის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა თანამშრომლობისთვის და სურვილი, რომ შემდეგი ვიკიკლუბი სწორედ მათ სკოლაში გაიხსნას.

შეხვედრა „ვიკიმედიის მომხამრებელთა საქართველოს ჯგუფის“ პროექტების მენეჯერმა და ქართული ვიკიპედიის ადმინისტრატორმა, მიხეილ ჭაბუკაშვილმა ჩაატარა.

კონფერენციები

EduWiki კონფერენცია ბელგრადში

25-29 მაისს, „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ წევრები მეჰმან იბრაგიმოვი და ჯაბა ლაბაძე საგანმანათლებლო კონფერენციას (EduWiki Conference 2023) ბელგრადში, სერბეთი. 26 მაისს მონაწილეებმა წარადგინეს მოხსენება თემაზე „ვიკიპედია და ვიკიკლუბები განათლებაში“.

კონკურსები

ვიკიგაზაფხული 2023

31 მაისს დასრულდა 21 მარტს დაწყებული ყოველწლიური საერთაშორისო კონკურსი „ვიკიგაზაფხული“, რომელიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ვიკიმედიის (WMCEE) მიერ არის ორგანიზებული. კონკურსის ფარგლებში მონაწილეები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შემავალი ქვეყნების შესახებ ქმნიან სტატიებს.

ვიკიგაზაფხული მიზნად ისახავს კონსოლოდაცია გაუწიოს თავისუფალი ცოდნის შემგროვებელთა ადგილობრივ ძალებს, რათა მათ დააგროვონ და გაავრცელონ ინფორმაცია ისტორიის, კულტურის, ტრადიციებისა და მოსახლეობის შესახებ რეგიონის მასშტაბით, შედეგად კი გაიზარდოს თავისუფალი ცოდნის მასშტაბი და ხარისხი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის შესახებ, რეგიონალურ და გლობალურ დონეზე.

კონკურში მონაწილეობა 7-მა მომხმარებელმა მიიღო, რომლებმაც ჯამში 311 ახალი სტატია შექმნეს.

კონკურსში ხუთი გამარჯვებული გამოვლინდა, რომლებსაც „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ პრიზებს გადასცემს.

ვიკიკლუბები

სურამის ვიკიკლუბი

მაისში, სურამის ვიკიკლუბის წევრებმა ვიკიპედიაში დაწერეს 21 სტატია, ხოლო ვიკიწყაროში — 7 სტატია. სტატიების თემატიკა ვიკიპედიაში იყო ძირითადად ესპანეთის მუნიციპალიტეტები, გარდა ამისა 3 სტატია დაიწერა კავკასიური სახლისა და ვიკიკლუბის თანამშრომლობის ფარგლებში.

სურამის ვიკიკლუბი ემსახურება სურამის და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

არალის ვიკიკლუბი

მაისში, არალის ვიკიკლუბის წევრებმა ვიკიპედიაში დაწერეს 1 სტატია. ვიკიპედიის სტატიის თემატიკა იყო ბიოგრაფიები.

არალის ვიკიკლუბი ემსახურება სოფელ არალისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

სენაკის ვიკიკლუბი

მაისში, სენაკის ვიკიკლუბის წევრებმა ვიკიპედიაში დაწერეს 4 სტატია. ვიკიპედიის სტატიების თემატიკა იყო მუნიციპალიტეტების გერბები და დროშები.

სენაკის ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ სენაკისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

ბაღდათის ვიკიკლუბი

მაისში, ბაღდათის ვიკიკლუბის წევრებს არ დაუწერათ არცერთი სტატია.

ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ ბაღდათისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

მარნეულის ვიკიკლუბი

მაისში, მარნეულის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში  ? სტატია დაწერეს.

ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ მარნეულისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

რუსთავის ვიკიკლუბი

მაისში, რუსთავის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში დაწერეს 3 სტატია.

ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ რუსთავის ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.


სამტრედიის ვიკიკლუბი

მაისში, სამტრედიის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში დაწერეს 2 სტატია.

ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ სამტრედიისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.



ვმ საქართველო