მოხსენებები/ვიკიმედია საქართველო/2023/სამოქმედო/06

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
იან
თებ
მარ
აპრ
მაი
ივნ
ივლ
აგვ
სექ
ოქტ
ნოე
დეკ
2023
ივნისი


ღონისძიებები

ვიკიბანაკი

ვიკიბანაკი მოსწავლეებისთვის 2023 ბორჯომი

ვიკიბანაკების მიზანი ვიკიმედიის პროექტების განვითარებაა სკოლის მოსწავლეების, სტუდენტების თუ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ პროფესიონალთა დახმარებით. ამავდროულად, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს მათ აქტიურ დასვენებას.

ბოლო წლებში, საქართველოში რამდენიმე ვიკიბანაკი გაიმართა. პროექტის მიზანი უცვლელია — ვიკიმედიის ქართულენოვანი პროექტების განვითარება-გამდიდრება საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელი მოსწავლეების, სტუდენტებისა თუ პრპფესიონალების დახმარებით.

2023 წლის 29 ივნისი – 3 ივლისს, „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველის ჯგუფმა“ გამართა „ვიკიბანაკი მოსწავლეებისთვის 2023 ბორჯომი“. საქართველოში მოქმედი ვიკიკლუბების 18-მა მოსწავლემ ოთხი დღის განმავლობაში უკეთესად შეისწავლა ვიკიპედიაში და ვიკიმედიის სხვა პროექტებში მუშაობის პრინციპები. ვიკიბანაკის მონაწილეებმა შეისწავლეს ვიკიტექნოლოგიები და ვიკიმედიის პროექტებში მუშაობა (ვიკიპედია, ვიკიციტატა, ვიკისაწყობი და ა.შ.). მთავარი აქცენტი გაკეთდა ვიკიპედიაში მუშაობაზე.

მონაწილეები ოთხი დღის განმავლობაში ცხოვრობდნენ კომფორტულ სასტუმროში, სამჯერადი კვებით. გამოცდილი ვიკიმედიელების დაკვირვების ქვეშ, მათ დამოუკიდებლად შექმნეს და თარგმნეს სტატიები ქართულ ვიკიპედიაში. სასტუმროში განთავსების, კვებისა და მგზავრობის ხარჯები „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფმა“ სრულად დაფარა.

ბანაკმა ვიკიპედიას, ვიკიციტატას, ვიკისაწყობს, ვიკიწყაროს და ვიკიდატას ახალი, გამორჩეულად მოტივირებული მოხალისეები შესძინა.

ვიკიკლუბები

სურამის ვიკიკლუბი

ივნისში, სურამის ვიკიკლუბის წევრებმა ვიკიპედიაში დაწერეს 35 სტატია. სტატიების თემატიკა ვიკიპედიაში იყო ძირითადად ესპანეთის მუნიციპალიტეტები, გარდა ამისა 3 სტატია დაიწერა კავკასიური სახლისა და ვიკიკლუბის თანამშრომლობის ფარგლებში.

სურამის ვიკიკლუბი ემსახურება სურამის და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

არალის ვიკიკლუბი

ივნისში, არალის ვიკიკლუბის წევრებმა ვიკიპედიაში დაწერეს 2 სტატია. ვიკიპედიის სტატიის თემატიკა იყო ბიოგრაფიები.

არალის ვიკიკლუბი ემსახურება სოფელ არალისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

სენაკის ვიკიკლუბი

ივნისში, სენაკის ვიკიკლუბის წევრებმა ვიკიპედიაში დაწერეს 3 სტატია. ვიკიპედიის სტატიების თემატიკა იყო მუნიციპალიტეტების გერბები და დროშები.

სენაკის ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ სენაკისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

ბაღდათის ვიკიკლუბი

ივნისში, ბაღდათის ვიკიკლუბის წევრებს არ დაუწერათ არცერთი სტატია.

ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ ბაღდათისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

მარნეულის ვიკიკლუბი

ივნისში, მარნეულის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში  ? სტატია დაწერეს.

ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ მარნეულისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

რუსთავის ვიკიკლუბი

ივნისში, რუსთავის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში დაწერეს 1 სტატია.

ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ რუსთავის ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.


სამტრედიის ვიკიკლუბი

ივნისში, სამტრედიის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში დაწერეს 2 სტატია.

ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ სამტრედიისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.



ვმ საქართველო