მოხსენებები/ვიკიმედია საქართველო/2023/სამოქმედო/08

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
იან
თებ
მარ
აპრ
მაი
ივნ
ივლ
აგვ
სექ
ოქტ
ნოე
დეკ
2023
აგვისტო


ღონისძიებები

ვიკიმანია

ვიკიმანია 2023 სინგაპური

16–19 აგვისტოს, სინგაპურში ვიკიმანია 2023 გაიმართა. ვიკიმანია წარმოადგენს ვიკიმედიელთა და ვიკიპედიელთა ყოველწლიურ გლობალურ კონფერენციას, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 2005 წლიდან იმართება.

2023 წლის ვიკიმანიას სინგაპურში 1200-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა მსოფლიოს 138 ქვეყნიდან, მათ შორის იყო „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ ოთხი წარმომადგენელი.

ქართული ვიკიპედიის წარმომადგენლები ვიკიმანიას 2011 წლიდან ესწრებიან.

ვიკიკლუბები

სურამის ვიკიკლუბი

აგვისტოში, სურამის ვიკიკლუბის წევრებმა ვიკიპედიაში დაწერეს 4 სტატია და ვიკისაწყობში ატვირთეს 15 ფოტო. სტატიების თემატიკა ვიკიპედიაში იყო ესპანეთის მუნიციპალიტეტები, გარდა ამისა 1 სტატია დაიწერა კავკასიური სახლისა და ვიკიკლუბის თანამშრომლობის ფარგლებში.

სურამის ვიკიკლუბი ემსახურება სურამის და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

არალის ვიკიკლუბი

აგვისტოში, არალის ვიკიკლუბის წევრებმა ვიკიპედიაში დაწერეს 5 სტატია. ვიკიპედიის სტატიის თემატიკა იყო ბიოგრაფიები.

არალის ვიკიკლუბი ემსახურება სოფელ არალისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

სენაკის ვიკიკლუბი

აგვისტოში, სენაკის ვიკიკლუბის წევრებმა ვიკიპედიაში დაწერეს 1 სტატია. სენაკის ვიკიკლუბმა, ხელმძღვანელ ნათელა დავითაიას თაოსნობით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა სამინისტროსაგან მოიპოვა 2000 ლარიანი დაფინანსება. აღნიშნული თანხით მათ ქართულ თემატიკაზე არსებული 18 სტატია თარგმნეს აფხაზურ ენაზე და განათავსეს აფხაზურენოვან ვიკიპედიაში.

სენაკის ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ სენაკისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

ბაღდათის ვიკიკლუბი

აგვისტოში, ბაღდათის ვიკიკლუბის წევრებს არ დაუწერათ არცერთი სტატია.

ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ ბაღდათისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

მარნეულის ვიკიკლუბი

აგვისტოში, მარნეულის ვიკიკლუბის წევრებს არ დაუწერათ არცერთი სტატია.

ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ მარნეულისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

რუსთავის ვიკიკლუბი

აგვისტოში, რუსთავის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში დაწერეს 4 სტატია.

ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ რუსთავის ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.


სამტრედიის ვიკიკლუბი

აგვისტოში, სამტრედიის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში დაწერეს 2 სტატია.

ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ სამტრედიისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.



ვმ საქართველო