შინაარსზე გადასვლა

ვიკიმედია საქართველო/სამეურვეო საბჭო

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის სამეურვეო საბჭო არის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანო, რომელიც წარმართავს ორგანიზაციის საქმიანობას. სამეურვეო საბჭოს საქმიანობას განკარგავს „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე.

სამეურვეო საბჭოს შესახებ

სამეურვეო საბჭო შედგება 5 წევრისაგან

სამეურვეო საბჭოს საქმიანობას განკარგავს „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც ირჩევს სამეურვეო საბჭო თავისი წევრებიდან, 2 წლის ვადით.

სამეურვეო საბჭოს სხდომები ტარდება საჭიროების მიხედვით და მის კომპეტენციას განეკუთვნება ორგანიზაციის სტრატეგიის, საქმიანობის ძირითადი მიმართულების განსაზღვრა, ხარჯთაღიცხვისა და ბალანსის დამტკიცება, ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების, გეგმების, ბიუჯეტებისა და მიზნობრივი პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცება, ორგანიზაციაში წევრის მიღება, საწევრო შენატანის ზომის განსაზღვრა, სხვა საკითხების გადაწყვეტა.

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის სამეურვეო საბჭო


board(_AT_)wikimedia.ge

წევრები

დავით ასრიაშვილი
დავით ასრიაშვილი
სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე



ოქმები

გაეცანით „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭოს ოქმებს წლების მიხედვით ამ გვერდზე.

სხდომები

გაეცანით „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭოს სხდომების კალენდარს ამ გვერდზე.