WikiGap 2020 საქართველო
ვიკიგეპი (ინგლისურად: WikiGap) არის პარტნიორობა ვიკიმედიის ორგანიზაციებსა და შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის, რომლის მთავარი მიზანია მონაწილეობის მრავალფეროვნობის უზრუნველყოფა და ვიკიმედიის პროექტების კონტენტში (შინაარსში) გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრა და მრავალფეროვნების უზრუნველყოფა. ვიკიგეპი ტარდება ქალთა საერთაშორისო დღეს, სადაც ვმ საქართველო უზრუნველყოფს ერთდღიანი კონკურსის ფარგლებში ქართულ ვიკიპედიაში, რაც შეიძლება მეტი სტატიის შექმნას ქალების შესახებ. როგორ დაიწყო?პირველად აღნიშნული ღონისძიება გაიმართა 2017 წლის მარტში, ქალთა საერთაშორისო დღეს, როდესაც მოეწყო ოთხენოვან ვიკიპედიაში „edit-a-thon“ შვედეთის საელჩოში ნიუ-დელისა და სტოკჰოლმში. მას შემდეგ ღონისძიებას შეუერთდნენ შვედეთის საელჩოებმა პრეტორიასა და ვაშინგტონში, ვიკიმედიის ფილიალების მონაწილეობით. ამის შემდეგ, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა ინსტრუმენტული ნაკრები, თუ როგორ უნდა ჩაატარონ საელჩოებმა ვიკიპედიაში edit-a-thon-ები და ისინი ერთგულნი არიან მსოფლიოს უმსხვილეს ენციკლოპედიაში ქალთა ჩართულობის გაზრდის მხრივ ღონისძიებების ჩატარების, ვიკიმედიის ფილიალებთან და სხვა ადგილობრივ ორგანიზაციებთან პარტნიორობით. ღონისძიების ჩატარების ადგილისაქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, გუდიაშვილის ქუჩა №7, თბილისი 0108, საქართველო. მონაწილეები |
დრო და ადგილი2020 წლის [TBD], 12:00 საათი. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, გუდიაშვილის ქუჩა №7, თბილისი 0108, საქართველო.
|