WikiGap 2022 საქართველო

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ვიკიგეპი (ინგლისურად: WikiGap) არის პარტნიორობა ვიკიმედიის ორგანიზაციებსა და შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის, რომლის მთავარი მიზანია მონაწილეობის მრავალფეროვნობის უზრუნველყოფა და ვიკიმედიის პროექტების კონტენტში (შინაარსში) გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრა და მრავალფეროვნებაზე ზრუნვა.

ვიკიგეპი ტარდება ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს და მის კვირეულზე. ვმ საქართველო უზრუნველყოფს ერთდღიან კონკურსს ქართულ ვიკიპედიაში, რომლის ფარგლებშიც სასურველია შეიქმნას რაც შეიძლება მეტი სტატიია ქალების შესახებ.

როგორ დაიწყო?

პირველად აღნიშნული ღონისძიება 2017 წლის მარტში გაიმართა, ქალთა საერთაშორისო დღეს, „edit-a-thon“-ის სახით ოთხენოვან ვიკიპედიაში, ნიუ-დელიში მდებარე შვედეთის საელჩოში და სტოკჰოლმში. მას შემდეგ ღონისძიებას შეუერთდნენ შვედეთის საელჩოები პრეტორიასა და ვაშინგტონში, ვიკიმედიის ფილიალების მონაწილეობით. ამის შემდეგ, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა ინსტრუმენტული ნაკრები, თუ როგორ უნდა ჩაატარონ საელჩოებმა ვიკიპედიაში edit-a-thon-ები მსოფლიოს უმსხვილეს ენციკლოპედიაში ქალთა ჩართულობის გაზრდის მიზნით, ვიკიმედიის ფილიალებთან და სხვა ადგილობრივ ორგანიზაციებთან პარტნიორობით.

ჩვენი მიზანია

ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი სტატიის შექმნა ქალებზე ერთი დღის განმავლობაში. ამიტომ, 8 მარტს, მთელი დღის განმავლობაში შევეცდებით მხოლოდ ქალებზე შევქმნათ რაც შეიძლება მეტი სტატია. გთხოვთ შემოგვიერთდეთ!

ახალი სტატიის შესაქმნელად გადადით

მონაწილეები

  • [ მონაწილეთა წვლილის მთვლელი].

პრიზები

  • ყველა მონაწილე მიიღებს ბრენდირებულ ბლოკნოტს და ფანქარს.

დრო და ადგილი

დრო: 29 მაისი (კვირა), 12:00-15:00 საათი
ადგილი: მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი (ნახეთ რუკაზე)
ქალაქი თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №17

info-at-wikimedia.ge

როგორ მივიდე ღონისძიების ადგილამდე

  • მეტრო თავისუფლების მოედანიდან გამოყევით: 301; 337 ან 345 ნომერს.

შედეგი