შინაარსზე გადასვლა

ვიკიმედია საქართველოს არასასურველ პირთა მიმართ პოლიტიკა

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
ამ გვერდის თარგმნა; This page contains changes which are not marked for translation.

დამტკიცებულია
„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭოს მიერ
2023 წლის 5 ივლისს.





ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის არასასურველ პირთა მიმართ პოლიტიკა

ქ. თბილისი
2023 წელი





რა არის ეს პოლიტიკა

არასასურველ პირთა მიმართ პოლიტიკა არის „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ მიერ შემუშავებული უსაფრთხოების პოლიტიკა, რომელიც ემყარება „ფონდ ვიკიმედიის“ მიერ შემუშავებულ „გლობალური ბლოკირების პოლიტიკას“, „გამოყენების პირობებს“ და ასევე ვიკიმედიის საზოგადოების პოლიტიკას „გლობალური ბლოკირების“ შესახებ. მიმდინარე ეს პოლიტიკა უზრუნველყოფს „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ მიერ ორგანიზაბულ ან დაფინანსებულ, ან და პარტნიორად აღქმულ პროგრამებში, პროექტებსა და ღონისძიებებზე უსაფრთხოების, ნდობის და კეთილგანწყობის უზრუნველყოფას.

რა არ არის ეს პოლიტიკა

მიმდინარე ეს პოლიტიკა არ არის „ფონდ ვიკიმედიის“ მიერ შემუშავებული „გლობალური ბლოკირების პოლიტიკის“ და ვიკიმედიის საზოგადოების პოლიტიკის „გლობალური ბლოკირების“ ზუსტი ანალოგი. ასევე, ამ პოლიტიკის მიხედვით არ ხდება ვიკიმედიის პროექტებში პირის ბლოკირება, თუ ეს პოლიტიკა შეეხო კონკრეტულ პირს.

მიზანი

„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფს“ სურს, რომ უზრუნველყოს უსაფრთხოება, ნდობა და კეთილგანწყობა თავის პროგრამებში, პროექტებსა და ღონისძიებებში ყველას მხრიდან. ორგანიზაციის მიზანია მონაწილეების ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ემოციური და ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და შესაბამისი გარანტიის მიცემა ყველასთვის.

უსაფრთხოების, ნდობის და კეთილგანწყობის უზრუნველყოფა საშუალებას მისცემს ორგანიზაციას მაქსიმალურად ჩართოს და განავითაროს ვიკიმედიის პროექტები ქართულ ენაზე და ვიკიმედიის მოძრაობა საქართველოში და რეგიონში.

კრიტერიები

შემდეგი მიზეზები შეიძლება გახდეს კონკრეტული პირის „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ არასასურველ პირთა სიაში შეყვანის:

  • პირი თავისი ქმედებებით ხელს უშლის „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ საქმიანობას, მუშაობას ან არსებობას;
  • პირი თავისი ქმედებებით არღვევს „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ წესდებას, ბრძანებებს და გადაწყვეტილებებს;
  • პირი თავისი ქმედებებით საფრთხეს უქმნის „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფს“ და მის წევრებს ან ვიკიმედიის საზოგადოებას;
  • პირი ემხრობა საომარ მოქმედებეს, ომს და სამხედრო/სამოქალაქო კონფლიქტებს, რაც იწვევს ადამიანთა სიკვდილს/ტკივილს ან სხვა სახის განცდებს;
  • პირი ემხრობა ან მხარს უჭერს ისეთი ქვეყნების პოლიტიკას/მოქმედებებს, რომლებიც ხელს უშლიან თავისუფალი ცოდნის გავრცელების იდეას და ბლოკავენ ვიკიმედიის პროექტებსა და მოძრაობას (მაგ., რუსეთი, ჩინეთი, ირანი, საუდის არაბეთი, ჩრდილოეთი კორეა, ვენესუელა და ა.შ.);
  • პირი ონლაინ ან პირისპირ სივრცეში ემუქრება სხვებს, მათ შორის ვიკიმედიის საზოგადოების წევრებს;
  • პირი, რომელიც „ფონდ ვიკიმედიის“ და ვიკიმედიის საზოგადოების მიერ „გლობალური ბლოკირების პოლიტიკის“ შესაბამისად დაბლოკილია.

აკრძალვა

პირს „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ არასასურველ პირთა სიაში შეყვანის შემდეგ ეკრძალება:

  • „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ პროგრამებში, პროექტებში, კონკურსებსა და ღონისძიებებში (შეხვედრები, კონფერენციები, ბანაკები და ა.შ.) მონაწილეობა/დასწრება;
  • „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ წევრობა;
  • „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფში“ დასაქმება;
  • „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ თანაორგანიზატორად რეგისტრირებულ ღონისძიებებზე მონაწილეობა;
  • „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფისგან“ მატერიალური ან არამატერიალური ჯილდოს მიღება;
  • „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფთან“ ნებისმიერი სხვა სახით თანამშრომლობა.

გადაწყვეტილების მიღება

„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ არასასურველ პირთა სიაში კონკრეტული პირის შეყვანის შესახება გადაწყვეტილებას იღებს ორგანიზაციის სამეურვეო საბჭო. ამავე დროს, ორგანიზაციის „საერთო ფორუმი“ უფლებამოსილია ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება კონკრეტული პირის სიაში შეყვანის შესახებ გააუქმოს, ფორუმის დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით.

კონფიდენციალობა

„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ არასასურველ პირთა სია არ არის საჯარო და სიაში შეყვანილი პირების ვინაობა ხელმისაწვდომია მხოლოდ ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოს წევრებისთვის, ადმინისტრაციული პერსონალისთვის და ასევე, მოთხოვნის საფუძველზე ორგანიზაციის საერთო ფორუმის წევრებისთვის. სია, ასევე მოთხოვნის საფუძველზე ხელმისაწვდომი იქნება „ფონდ ვიკიმედიის“ წარმომადგენლებისთვის.

გასაჩივრება

„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ არასასურველ პირთა სიაში მოხვედრილმა კონკრეტულმა პირმა შეიძლება გაასაჩივროს ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება თვით სამეურვეო საბჭოში, როგორც პირველ ინსტანციაში. საჩივრის დაუკმაყოფილების შემთხვევაში, კონკრეტულ პირს შეუძლია სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება ზემდგომ და ბოლო ინსტანციაში გაასაჩივროს, ამ შემთხვევაში „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ საერთო ფორუმში. Ორგანიზაციის საერთო ფორუმის გადაწყვეტილება საბოლოაა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას.

საბოლოო დებულებები

მიმდინარე ამ პოლიტიკის კონკრეტული დებულებები ან მათი ნაწილი თუ არ შეესაბამება „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ წესდებას ან საქართველოს კანონებს, უპირატესობა ენიჭება ორგანიზაციის წესდება და საქართველოს კანონმდებლობას.

„ფონდ ვიკიმედიას“ აქვს უფლება მოითხოვოს კონკრეტული პირების „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ არასასურველ პირთა სიიდან ამოღება.