ვიკიმედია საქართველო/სამეურვეო საბჭო/ოქმები/2023/2023-02
იერსახე
05.06.2023
დისტანციურად
ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის სამეურვეო საბჭოს კრების ოქმი №2023-02
(არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ [ს/ნ 400272110])
კრებას ესწრებოდნენ
- მეჰმან იბრაგიმოვი // სტატუსი კრებაზე – დამფუძნებელი წევრი; სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე.
- დავით ასრიაშვილი // სტატუსი კრებაზე – დამფუძნებელი წევრი; სამეურვეო საბჭოს წევრი.
- მიხეილ ჩხიკვაძე // სტატუსი კრებაზე – დამფუძნებელი წევრი; სამეურვეო საბჭოს წევრი.
- გიორგი მელაშვილი // სტატუსი კრებაზე – სამეურვეო საბჭოს წევრი.
კრებას არ ესწრებოდნენ
- იაკობ მახარაძე // სტატუსი კრებაზე – სამეურვეო საბჭოს წევრი.
დღის წესრიგი
- „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ „არასასურველ პირთა მიმართ პოლიტიკის“ დამტკიცება.
- „ვიკიმანია 2023“ სტიპენდიის გაცემის წესის და სტიპენდიანტების შერჩევის პროცესის დამტკიცება.
კრებამ იმსჯელა / დაადგინა
- „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭომ იმსჯელა და ერთხმად დაამტკიცა „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის არასასურველ პირთა მიმართ პოლიტიკა“. პოლიტიკა ძალაში შედის სამეურვეო საბჭოს მიერ პოლიტიკის დამტკიცების მომენტიდან. პოლიტიკის ტექსტი განთავსდება „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ge.wikimedia.org). სამეურვეო საბჭო შემდეგ სხდომაზე იმსჯელებს კონკრეტული პირების მიმართ მიმდინარე პოლიტიკის გატარებას.
- „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭომ ერთხმად დაამტკიცა „ვიკიმანია 2023“ სტიპენდიის გაცემის წესი, სადაც დადგინდა კრიტერიუმები სტიპენდიანტების შერჩევისთვის და ესენია:
იმისათვის, რომ მიიღოთ ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის „ვიკიმანია 2023“-ის სტიპენდია, თქვენ უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ კრიტერიუმებს:
- არ უნდა იყოთ დაბლოკილი ვიკიმედიის არცერთ პროექტში ან არ უნდა გქონდეთ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ ან „ფონდ ვიკიმედიის“ შეზღუდვა ვიკიმედიის ღონისძიებებში მონაწილეობაზე;
- 2022 წლის 1 ივნისიდან 2023 წლის 1 ივნისამდე, ქართულენოვან ვიკიპედიაში უნდა გქონდეთ განხორციელებული 2 ათასზე მეტი რედაქტირება;
- 14-20 აგვისტოს შორის უნდა იყოთ მზად გაემგზავროთ საზღვარგარეთ;
- უნდა გქონდეთ მოქმედი პასპორტი, რომლის ვადის გასვლამდე დარჩენილი უნდა იყოს მინიმუმ 1 წელი;
- B1 დონეზე უნდა იცოდეთ ინგლისური ენა;
- 2022 წლის 1 ივნისიდან 2023 წლის 1 ივნისამდე, მინიმუმ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ 1 ღონისძიებაზე (კონფერენცია, ბანაკი, კონკურსი, edit-a-thon და ა.შ.) უნდა გქონდეთ მიღებული მონაწილეობა.
სტიპენდიატების შერჩევის პროცესი უნდა დასრულდეს 2023 წლის 30 ივნისამდე. შერჩევას განახორციელებს ორგანიზაციის სამეურვეო საბჭო.
[ხელმოწერა] მეჰმან იბრაგიმოვი (სხდომის თავმჯდომარე) |