ვიკიმედია საქართველო/სამეურვეო საბჭო/ოქმები/2023/2023-03
იერსახე
10.07.2023
დისტანციურად
ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის სამეურვეო საბჭოს კრების ოქმი №2023-03
(არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ [ს/ნ 400272110])
კრებას ესწრებოდნენ
- მეჰმან იბრაგიმოვი // სტატუსი კრებაზე – დამფუძნებელი წევრი; სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე.
- დავით ასრიაშვილი // სტატუსი კრებაზე – დამფუძნებელი წევრი; სამეურვეო საბჭოს წევრი.
- მიხეილ ჩხიკვაძე // სტატუსი კრებაზე – დამფუძნებელი წევრი; სამეურვეო საბჭოს წევრი.
- გიორგი მელაშვილი // სტატუსი კრებაზე – სამეურვეო საბჭოს წევრი.
კრებას არ ესწრებოდნენ
- იაკობ მახარაძე // სტატუსი კრებაზე – სამეურვეო საბჭოს წევრი.
დღის წესრიგი
- „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სტიპენდიით „ვიკიმანია 2023“ სინგაპურში წამსვლელ პირთა დამტკიცება.
- „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ არასასურველ პირთა მიმართ პოლიტიკის შესაბამისად, არასასურველ პირთა სიაში პირების შეყვანა.
- „Turkic Wikimedia Conference“-ზე „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ დელეგატების დამტკიცება.
- ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ვიკიმედიელთა შეხვედრაზე რუსეთიდან დარეგისტრირებული კონკრეტული დელეგატების რეგისტრაციის თაობაზე განხილვა.
კრებამ იმსჯელა / დაადგინა
- „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭომ ერთხმად დაამტკიცა „ვიკიმანია 2023“-ზე ორგანიზაციის სტიპენდიით წამსვლელ პირთა სია. ეს პირებია:
- დავით ასრიაშვილი
- აკაკი ბალანჩივაძე
დამატებით „ვიკიმანია 2023“-ზე, ასევე გაემგზავრება ორგანიზაციის სახელით, ორგანიზაციის პროექტ და აუთრიჩ მენეჯერი, მიხეილ ჭაბუკაშვილი.
- „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ არასასურველ პირთა მიმართ პოლიტიკის შესაბამისად, არასასურველ პირთა სიაში შეიყვანა შემდეგი პირები:
- [ვინაობა არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, იხ. არასასურველ პირთა მიმართ პოლიტიკა]
„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ ინფორმაციით, ამ მომხმარებლებს აქვს დარღვეული ორგანიზაციის შესაბამისი პოლიტიკა, რაც გაწერილია პოლიტიკის კრიტერიუმებში.
- „Turkic Wikimedia Conference“-ზე (ვიკიმედიის თურქულენოვანი კონფერენცია), რომელიც 20-22 ოქტომბერს თურქეთის ქალაქ სტამბოლში გაიმართება, „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფს“ წარადგენს ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოს წევრი, გიორგი მელაშვილი, და ორგანიზაციის ვიკიკლუბების კოორდინატორი, ჯაბა ლაბაძე.
- სამეურვეო საბჭომ იმსჯელა ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ვიკიმედიელთა შეხვედრაზე რუსეთიდან დარეგისტრირებული დელეგატების შესახებ, ასევე გაეცნო და განიხილა ვიკიმედია უკრაინის წარმომადგენლების მიერ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფისთვის“ წარმოდგენილ არგუმენტებსა და მტკიცებულებებს. ორგანიზაციის სამეურვეო საბჭომ ნაწილობრივ გაიზიარა ვიკიმედია უკრაინის წარმომადგენლების მოსაზრება და მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ, რუსეთიდან ჩამომავალი დელეგატებიდან [ვინაობა არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, იხ. არასასურველ პირთა მიმართ პოლიტიკა] შეიყვანა არასასურველ პირთა სიაში, „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ არასასურველ პირთა მიმართ პოლიტიკის შესაბამისად. ამავე დროს, სამეურვეო საბჭომ არ გაიზიარა [ვინაობა არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას] მიმართ წამოყენებული არგუმენტები და გადაწყვიტა დაუშვას იგი კონფერენციაზე. სამეურვეო საბჭოს მოსაზრებით, [ვინაობა არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას] არ იყოს სრულუფლებიანი პირი და ვერ იმოქმედებდა დამოუკიდებლად ვიკიმედია რუსეთის მიერ საპრეზიდენტო გრანტების მიღების და განკარგვის დროს. ასევე, არ არის საკმარისი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ [ვინაობა არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას] დაარღვია უკრაინის კანონი და უკანონოდ შევიდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე (ყირიმი).
ამავე დროს, სამეურვეო საბჭომ კონფერენციის ორგანიზატორებს დაავალა, რომ უზრუნველყონ ვიკიმედია უკრაინის დელეგატების უსაფრთხოება კონფერენციის დროს.
[ხელმოწერა] მეჰმან იბრაგიმოვი (სხდომის თავმჯდომარე) |