ვმ საქართველო/კონკურსები/2020/ვიკიპედიის აზიის თვე

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ვიკიპედიის აზიის თვე
Wikipedia Asian Month Logo v2 (ka).svg

ვიკიპედიის აზიის თვე — ყოველწლიური ვიკიმარათონი, რომელიც იმართება 2020 წლის ნოემბერში. მარათონის მიზანი ქართულ ვიკიპედიაში აზიის ქვეყნების შესახებ სტატიების რაოდენობისა და ხარისხის ზრდაა. მარათონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ვიკიპედიის ნებისმიერი განყოფილების ნებისმიერ რეგისტირებულ მომხმარებელს.

ვიკიპედიის აზიურ საზოგადოებებს შორის მეგობრობის სიმბოლოდ, თითოეული მომხმარებელი, რომელიც კრიტერიუმების შესაბამისად სულ მცირე 4 სტატიას შექმნის, სხვა მონაწილე ქვეყნისგან მიიღებს თემატური დიზაინის საფოსტო ბარათს.

ყველაზე მეტი სტატიის შემქმნელი მომხმარებლები დაჯილდოვდებიან „ვიკიპედიის აზიის ელჩის“ წოდებით (ინგლ.: „Wikipedia Asian Ambassador“) და „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ და ინტერნეტ-მაღაზია isurve.ge-ს მიერ დაწესებული პრიზებით. შეფასების სქემის სანახავად გადადით ბმულზე.



ახალი სტატიის შესაქმნელად გადადით


შექმნილი სტატიების სია
სტატიის შექმნის შემდეგ დაამატეთ ის პროგრამაში

წესები

მოკლედ: ახალი სტატია, აზიის შესახებ, კარგი ხარისხი, მინიმუმ 3 000 ბაიტი და 300 სიტყვა, 2020 წლის ნოემბერში შექმნილი და არ უნდა იყოს სია.

კონკრეტულად:

  • სტატია შექმნილი უნდა იყოს თქვენ მიერ 2020 წლის
    1 ნოემბრის 0:00 (UTC)-დან - 30 ნოემბრის, 23:59 (UTC)-მდე.
    UTC დროის სანახავად დააჭირეთ აქ.
    საქართველო UTC+4 დროის სარტყელში მდებარეობს, შესაბამისად UTC 14:00 საათი საქართველოს დროით (UTC +4) 18:00 საათია. საქართველოს დროით კონკურსის ვადებია 2020 წლის 1 ნოემბრის 04:00-დან 1 დეკემებრის, 03:59-მდე
  • სტატიის მოცულობა უნდა იყოს სულ მცირე 3 000 ბაიტი და შედგებოდეს არანაკლებ 300 სიტყვისაგან.
  • სტატია უნდა აკმაყოფილებდეს ცნობადობის კრიტერიუმებს.
  • სტატიას მითითებული უნდა ჰქონდეს საკმარისი აკადემიური წყაროები; საეჭვო ან ურთიერთგამომრიცხავი წინადადებები გამყარებული უნდა იყოს შესაბამისი წყაროებით.
  • სტატია არ უნდა იყოს მანქანური თარგმანი და უნდა იყოს დაწერილი გამართული სალიტერატურო ენით.
  • სტატია უნდა იყოს უნაკლო (ქართული ვიკიპედიის წესებთან შესაბამისი ფორმატირება (ვიკიფიცირება), წყაროების გამოყენება და ციტირების წესები, ტეგებისა და თარგების სათანადო გამოყენება, ილუსტრირება) კონკურსის დასრულებისთვის, ანუ 1 დეკემბრის, 04:00 (UTC)-თვის.
  • სტატია უნდა იყოს ინფორმაციული.
  • სტატია არ უნდა იყოს სია.
  • სტატია უნდა იყოს აზიის ქვეყნის ან რეგიონის შესახებ (გამონაკლისია საკუთარი ქვეყანა).
სავალდებულო მოთხოვნები კონკურსანტისადმი
  • კონკურსანტი დარეგისტრირებული უნდა იყოს ვიკიპედიაში.
  • ყოველი კონკურსანტი მონაწილეობს მხოლოდ ერთი ანგარიშით.
  • მონაწილეს ანგარიშზე მიბმული უნდა ჰქონდეს ელექტრონული ფოსტის მისამართი.
აკრძალვები
  • კონკურსის კოორდინატორისთვის საპრიზო ადგილისთვის კონკურსში მონაწილეობა აკრძალულია.
  • ჟიურის წევრებისთვის საპრიზო ადგილისთვის კონკურსში მონაწილეობა აკრძალულია.
  • აკრძალულია ერთდროულად ორ ან მეტ სტატიაში თარგ {{subst:მუშავდება}}-ს გამოყენება.
პასუხისმგებლობა
  • საბოლოო გადაწყვეტილებას ამა თუ იმ სტატიის მიღების ან უარყოფის შესახებ ადგილობრივი ვიკიპედიის ჟიური იღებს.
  • ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას.
  • ჟიურის შეუძლია აუკრძალოს კონკურსში მონაწილეობა კონკურსანტს კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე და ყველა იმ შემთხვევაში, რომელიც, ჟიურის მოსაზრებით, ეწინააღმდეგება „სამართლიანი თამაშის“ წესს.
  • კონკურსის ორგანიზატორები არ არიან პასუხისმგებელნი, თუ კონკურსის მონაწილემ დაარღვია საავტორო უფლებები.
  • კონკურსის ორგანიზატორები არ არიან პასუხისმგებელნი კონკურსის მონაწილეთა მიერ შექმნილი გვერდების ვიკიპედიიდან შესაძლო წაშლაზე.
შენიშვნები
  • კრიტერიუმების შესაბამისი 4 სტატიის შექმნის შემთხევაში, თქვენ აზიური საზოგადოების ერთ-ერთი წვრისაგან ვიკიპედიის აზიის თვის საფოსტო ბარათს მიიღებთ.
  • ვიკიპედიის აზიის ელჩი მიიღებს აზიური განყოფილებისგან ხელმოწერილ სერთიფიკატს და დამატებით საფოსტო ბარათს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ კითხვა-პასუხი.

პრიზები

„ვიკიმედია მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ და ონლაინ-მაღაზია ისურვე მარათონში მიღებული ქულების რაოდენობით გამარჯვებულ მონაწილეებს (ხუთი საპრიზო ადგილი) დააჯილდოებს შემდეგი პრიზებით:

  • პირველი ადგილი : სმარტ ტელევიზორი — (ინტერნეტ-მაღაზია isurve.ge-ს პრიზი)
  • მეორე ადგილი : მუსიკალური ცენტრი
  • მესამე ადგილი : გამათბობელი (BEKO)
  • მეოთხე ადგილი : ყურსასმენები (Xiaomi Redmi AirDots)
  • მეხუთე ადგილი : 360° კამერა

კოორდინატორები

ჟიური

შედეგები

შედეგების სანახავად გადადით ამ ბმულზე

სასარგებლო ბმულები

ორგანიზატორი

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი
contests(_AT_)wikimedia.ge