ვმ საქართველო/კონკურსები/2020/ქალები ვიკიპედიაში

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ქალები ვიკიპედიაში

ქალები ვიკიპედიაშივიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის კონკურსი. კონკურსის მიზანია ქართულ ვიკიპედიაში ქალების შესახებ სტატიების რაოდენობისა, ასევე სტატიების საერთო რიცხვის გაზრდა.

გენდერული ბალანსის მიღწევა და მისი დაცვა „ფონდ ვიკიმედიის“ პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც აგრეთვე წარმოადგენს „ვმ საქართველოს“ პრიორიტეტს.

კონკურსი ერთდროულად ქართულ და ინგლისურ ვიკიპედიაში გაიმართება. ქართულ ვიკიპედიაში მონაწილეებს შეუძლიათ შემქნან სტატიები ნებისმიერი ქალის შესახებ, ხოლო ინგლისურ ვიკიპედიაში უნდა შექმნან სტატიები მხოლოდ ქართველ ქალებზე (ან ქალებზე საქართველოდან). მონაწილეს ორივე ენაზე შექმნილი სტატიები საერთო საპრიზო ანგარიშში ჩაეთვლება. მინიმალური შეფასება იქნება 1 ქულა, ხოლო მაქსიმალური - 3 ქულა.

სტატია უნდა იყოს მხოლოდ ქალების შესახებ, დაწერილი 8 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით და უნდა შედგებოდეს (მინიმუმ) 3 000 ბაიტისა და 300 სიტყვისაგან.

სტატიის დასაწერად გადადით


შექმნილი სტატიების სია
სტატიის შექმნის შემდეგ დაამატეთ ის შესაბამის ენოვან გვერდზე

წესები

მოთხოვნები სტატიისთვის
  • ახალი სტატია შექმნილი უნდა იყოს თქვენ მიერ 2020 წლის
    8 თებერვლის 0:00 (UTC)-დან - 8 მარტის, 23:59 (UTC)-მდე.
    UTC დროის სანახავად დააჭირეთ აქ.
    საქართველო UTC+4 დროის სარტყელში მდებარეობს, შესაბამისად UTC 14:00 საათი საქართველოს დროით (UTC +4) 18:00 საათია. საქართველოს დროით კონკურსის ვადებია 2020 წლის 8 თებერვლის 04:00-დან 9 მარტის, 03:59-მდე
  • სტატიის მოცულობა უნდა იყოს სულ მცირე 3 000 ბაიტი და შედგებოდეს არანაკლებ 300 სიტყვისაგან.
    1 ბაიტი = (მიახლოებით) 1 ასო-ნიშანი
  • სტატია უნდა იყოს მხოლოდ ქალების შესახებ.
  • სტატია უნდა აკმაყოფილებდეს ცნობადობისა და ვიკიპედიის საბაზისო კრიტერიუმებს.
  • სტატიას მითითებული უნდა ჰქონდეს საკმარისი აკადემიური წყაროები; საეჭვო ან ურთიერთგამომრიცხავი წინადადებები გამყარებული უნდა იყოს შესაბამისი წყაროთი.
  • სტატია არ უნდა იყოს მანქანური თარგმანი და უნდა იყოს დაწერილი გამართული ენით.
  • სტატია უნდა იყოს უნაკლო (ქართული ვიკიპედიის წესებთან შესაბამისი ფორმატირება (ვიკიფიცირება), წყაროების გამოყენება და ციტირების წესები, ტეგებისა და თარგების სათანადო გამოყენება, ილუსტრირება) კონკურსის დასრულებისთვის, ანუ 8 მარტის, 23:59 (UTC)-თვის.
  • სტატია არ უნდა იყოს სია.
  • სტატია უნდა იყოს ინფორმაციული.
  • დაუშვებელია პლაგიატი - თუ სტატია იქნება დაწერილი მხოლოდ ერთ წყაროზე დაყრდნობით, მაშინ სტატიის ტექსტი სრულიად გადასხვაფერებული უნდა იყოს და არ ემთხვეოდეს წყაროს ტექსტს.
მოთხოვნები კონკურსანტისადმი
  • კონკურსანტი დარეგისტრირებული უნდა იყოს ვიკიპედიაში.
  • ყოველი კონკურსანტი მონაწილეობს მხოლოდ ერთი ანგარიშით.
  • მონაწილეს ანგარიშზე უნდა მიბმული ჰქონდეს ელექტრონული ფოსტის მისამართი.
აკრძალვები
  • კონკურსის კოორდინატორისთვის საპრიზო ადგილისთვის კონკურსში მონაწილეობა აკრძალულია.
  • ჟიურის წევრებისთვის საპრიზო ადგილისთვის კონკურსში მონაწილეობა აკრძალულია.
  • ვმ საქართველოს ბორდის წევრებისთვის საპრიზო ადგილისთვის კონკურსში მონაწილეობა აკრძალულია.
პასუხისმგებლობა
  • საბოლოო გადაწყვეტილებას ამა თუ იმ სტატიის მიღების ან უარყოფის შესახებ ადგილობრივი ვიკიპედიის ჟიური იღებს.
  • ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას.
  • ჟიურის შეუძლია აუკრძალოს კონკურსში მონაწილეობა კონკრეტულ მომხმარებელს ე.წ. „სამართლიანი თამაშის“ წესების დარღვევის გამო, რაშიც იგულისხმება 24 საათის განმავლობაში მომხმარებლის მიერ იმაზე ბევრად მეტი სტატიის შექმნას, რაც შეუძლებელია გონივრულ დროში (განსაკუთრებით ბოლო ერთი დღის განმავლობაში, კონკურსის დასკვნით ეტაპზე). ჟიურის შეუძლია აუკრძალოს კონკურსში მონაწილეობა იმ მომხმარებელს, რომელიც მასობრივად წინასწარ გამზადებულ სტატიებს ატვირთავს. ჟიურის შეუძლია აუკრძალოს კონკურსში მონაწილეობა კონკურსანტს კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე და ყველა იმ შემთხვევაში, რომელიც, ჟიურის მოსაზრებით, ეწინააღმდეგება სამართლიანი თამაშის წესს.
  • კონკურსის ორგანიზატორები არ არიან პასუხისმგებელნი, თუ კონკურსის მონაწილემ დაარღვია საავტორო უფლებები.
  • კონკურსის ორგანიზატორები არ არიან პასუხისმგებელნი კონკურსის მონაწილეთა მიერ შექმნილი გვერდების ვიკიპედიიდან შესაძლო წაშლაზე.

პრიზი

„ვიკიმედია მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ კონკურსში მიღებული ქულების რაოდენობით გამარჯვებულ მონაწილეებს (სამი საპრიზო ადგილი) დააჯილდოებს შემდეგი პრიზებით:

  • 1st პირველი ადგილი : პლანშეტი
  • 2nd მეორე ადგილი : სმარტ საათი
  • 3rd მესამე ადგილი : მარშალის უსადენო ყურსასმენები


„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ პარტნიორი კომპანია ინტერნეტ-მაღაზია isurve.ge აწესებს დამატებით პრიზებს IV, V და VI ადგილის მფლობელებს, რომლებიც მიიღებენ isurve.ge-ს ვაუჩერებს:

  • 4 ადგილი : 300 ლარის ვაუჩერი
  • 5 ადგილი : 200 ლარის ვაუჩერი
  • 6 ადგილი : 100 ლარის ვაუჩერი


შენიშვნა
  • პირველ ადგილზე პრეტენზიის მქონე მონაწილეს, მინიმუმ 30 სტატია უნდა ჰქონდეს შექმნილი.
  • მეორე ადგილზე პრეტენზიის მქონე მონაწილეს, მინიმუმ 20 სტატია უნდა ჰქონდეს შექმნილი.
  • მესამე ადგილზე პრეტენზიის მქონე მონაწილეს, მინიმუმ 15 სტატია უნდა ჰქონდეს შექმნილი.
  • დანარჩენ ადგილზე პრეტენზიის მქონე მონაწილეს, მინიმუმ 10 სტატია უნდა ჰქონდეს შექმნილი.

კოორდინატორი

ჟიური

ქართული
ინგლისური

შედეგები

შედეგების სანახავად გადადით ამ ბმულზე

ორგანიზატორი

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი
contests(_AT_)wikimedia.ge