შინაარსზე გადასვლა

ვმ საქართველო/კონკურსები/2021/ვიკის უყვარს კავკასია

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
ვიკის უყვარს კავკასია

ვიკის უყვარს კავკასიავიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის და კავკასიელი ვიკიმედიელების ერთობლივი საერთაშორისო ვიკიმარათონი. კონკურსის მიზანია კავკასიურ ენებზე მოქმედ ვიკიპედიებში კავკასიის შესახებ ახალი სტატიების შექმნა. ქართულ ვიკიპედიაში მარათონის მიზანია კავკასიის ქვეყნების და რეგიონების შესახებ სტატიების რაოდენობისა და ხარისხის ზრდა. მარათონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ვიკიპედიის ნებისმიერი განყოფილების ნებისმიერ რეგისტირებულ მომხმარებელს.

კონკურსი ქართულენოვან ვიკიპედიაში გაიმართება 1 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით. მონაწილეებმა უნდა შექმნან ახალი სტატიები. სტატიის მინიმალური შეფასებაა 1 ქულა, ხოლო მაქსიმალური — 3 ქულა.

სტატია 1 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით უნდა იყოს შექმნილი და მომხმარებლის მიერ კონკურსის განმავლობაში დამატებული ინფორმაცია იყოს მინიმუმ 3 000 ბაიტი და 250 სიტყვა. შეფასების კრიტერიუმები დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

ვიკიმარათონის ორგანიზატორები არიან „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“, „ვიკიმედია რუსეთი“, „დონის ვიკიმედიელთა მომხმარებელთა ჯგუფი“, „აზერბაიჯანელ ვიკიმედიელთა მომხმარებელთა ჯგუფი“ და ჩრდილოეთ კავკასიელი ვიკიპედიელები“. კონკურსის ერთ-ერთი მთავარი მიზანია კავკასიელ ვიკიმედიელთა შორის თანამშრომლობის გაზრდა და კავკასიურ ენებზე არსებული ვიკიმედიის პროექტების მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა.



ახალი სტატიის შესაქმნელად გადადით


შექმნილი სტატიების სია
სტატიის შექმნის შემდეგ დაამატეთ ის პროგრამაში

წესები

მოთხოვნები სტატიისათვის
  • სტატია შექმნილი უნდა იყოს თქვენ მიერ 2021 წლის
    1 ოქტომბრის 0:00 (UTC)-დან - 31 ოქტომბრის, 23:59 (UTC)-მდე.
    UTC დროის სანახავად დააჭირეთ აქ.
    საქართველო UTC+4 დროის სარტყელში მდებარეობს, შესაბამისად UTC 14:00 საათი საქართველოს დროით (UTC +4) 18:00 საათია. საქართველოს დროით კონკურსის ვადებია 2020 წლის 1 ოქტომბრის 04:00-დან 1 ნოემბრის, 03:59-მდე
  • შექმნილი სტატიის რიცხვითი მოცულობა უნდა იყოს სულ მცირე 3 000 ბაიტი და არანაკლებ 250 სიტყვა.
  • სტატია უნდა აკმაყოფილებდეს ვიკიპედიის საბაზისო კრიტერიუმებს.
  • სტატიას მითითებული უნდა ჰქონდეს საკმარისი აკადემიური წყაროები; საეჭვო ან ურთიერთგამომრიცხავი წინადადებები გამყარებული უნდა იყოს შესაბამისი წყაროებით.
  • სტატია არ უნდა იყოს მანქანური თარგმანი და უნდა იყოს დაწერილი გამართული სალიტერატურო ენით.
  • სტატია უნდა იყოს უნაკლო (ქართული ვიკიპედიის წესებთან შესაბამისი ფორმატირება (ვიკიფიცირება), წყაროების გამოყენება და ციტირების წესები, ტეგებისა და თარგების სათანადო გამოყენება, ილუსტრირება) კონკურსის დასრულებისთვის, ანუ 1 ნოემბრის, 04:00 (UTC)-თვის.
  • სტატია უნდა იყოს ინფორმაციული.
  • სტატია უნდა იყოს კავკასიის ქვეყნებისა და რეგიონების შესახებ (გეოგრაფია, ისტორია, კულტურა, სამზარეულო და ა.შ.), გამონაკლისია საკუთარი ქვეყანა, ანუ საქართველო. ესენია:
  1. აზერბაიჯანი
  2. სომხეთი
  3. კრასნოდარის მხარე
  4. სტავროპოლის მხარე
  5. ადიღე
  6. დაღესტანი
  7. ინგუშეთი
  8. ყაბარდო-ბალყარეთი
  9. ყარაჩაი-ჩერქეზეთი
  10. ჩეჩნეთი
  11. ჩრდილოეთი ოსეთი
  • დაუშვებელია პლაგიატი — თუ სტატია იქნება დაწერილი მხოლოდ ერთ წყაროზე დაყრდნობით, მაშინ სტატიის ტექსტი სრულიად გადასხვაფერებული უნდა იყოს და არ ემთხვეოდეს წყაროს ტექსტს.
სავალდებულო მოთხოვნები კონკურსანტისადმი
  • კონკურსანტი დარეგისტრირებული უნდა იყოს ვიკიპედიაში.
  • ყოველი კონკურსანტი მონაწილეობს მხოლოდ ერთი ანგარიშით.
  • მონაწილეს ანგარიშზე მიბმული უნდა ჰქონდეს ელექტრონული ფოსტის მისამართი.
აკრძალვები
  • კონკურსის კოორდინატორისთვის საპრიზო ადგილისთვის კონკურსში მონაწილეობა აკრძალულია.
  • ჟიურის წევრებისთვის საპრიზო ადგილისთვის კონკურსში მონაწილეობა აკრძალულია.
  • ვმ საქართველოს ბორდის წევრებისთვის საპრიზო ადგილისთვის კონკურსში მონაწილეობა აკრძალულია.
  • აკრძალულია ერთდროულად ორ ან მეტ სტატიაში თარგ {{subst:მუშავდება}}-ს გამოყენება.
პასუხისმგებლობა
  • საბოლოო გადაწყვეტილებას ამა თუ იმ სტატიის მიღების ან უარყოფის შესახებ ადგილობრივი ვიკიპედიის ჟიური იღებს.
  • ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას.
  • ჟიურის შეუძლია აუკრძალოს კონკურსში მონაწილეობა კონკურსანტს კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე და ყველა იმ შემთხვევაში, რომელიც, ჟიურის მოსაზრებით, ეწინააღმდეგება „სამართლიანი თამაშის“ წესს.
  • კონკურსის ორგანიზატორები არ არიან პასუხისმგებელნი, თუ კონკურსის მონაწილემ დაარღვია საავტორო უფლებები.
  • კონკურსის ორგანიზატორები არ არიან პასუხისმგებელნი კონკურსის მონაწილეთა მიერ შექმნილი გვერდების ვიკიპედიიდან შესაძლო წაშლაზე.

პრიზი

„ვიკიმედია მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ კონკურსში მიღებული ქულების რაოდენობით გამარჯვებულ მონაწილეებს (სამი საპრიზო ადგილი) დააჯილდოებს შემდეგი პრიზებით:

  • პირველი ადგილი : სმარტფონი Xiaomi POCO M3 Pro LTE 6/128GB Blue
  • მეორე ადგილი : ტაბლეტი Huawei MatePad T8 8 inch 32GB LTE Deepsea Blue
  • მესამე ადგილი : სმარტ-საათი Xiaomi Mibro Air Smart Watch XPAW001 Black

შენიშვნა: საპრიზო ადგილების პრეტენდენტებმა სრულყოფილად მინიმუმ 10 სტატია მაინც უნდა შექმნან.

კოორდინატორი

ჟიური


შედეგები

შედეგების სანახავად გადადით ამ ბმულზე

ორგანიზატორი

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი
contests(_AT_)wikimedia.ge