ვმ საქართველო/კონკურსები/2021/ქართველოლოგია ვიკიპედიაში

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ქართველოლოგია ვიკიპედიაში

ქართველოლოგია ვიკიპედიაში — ქართველოლოგიის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის - „მეცნიერების კალენდარი 2021“ - ფარგლებში, ცხადდება სამეცნიერო-პოპულარული სტატიების კონკურსი ქართველოლოგია ვიკიპედიაში.

კონკურსის მიზანია, საერთაშორისო ონლაინ პლატფორმის — ვიკიპედიის — სანდო წყაროებზე დაფუძნებული მასალებით შევსების გზით, ხელი შეუწყოს ქართველოლოგიის, ქართველოლოგ მეცნიერთა და ქართულ ხელნაწერთა შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და ფართო საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას.

კონკურსი ხორციელდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ვიკიმედიის ქართულ ჯგუფს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ.

კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით. შეფასების სქემის სანახავად გადადით ბმულზე



ახალი სტატიის შესაქმნელად გადადით

წესები

კონკურსის პირობები
  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც გააჩნია ვიკიპედიის პლატფორმაზე წვდომისთვის საჭირო მონაცემები.
  • საკონკურსოდ წარმოდგენილი სტატია უნდა შეესაბამებოდეს კონკურსის კრიტერიუმებს.
  • საკონკურსო სტატიებს ღია კონკურსის წესით განიხილავს და გამარჯვებულებს გამოავლენს საკონკურსო კომისია.
  • კონკურსანტი დარეგისტრირებული უნდა იყოს ვიკიპედიაში.
  • ყოველი კონკურსანტი მონაწილეობს მხოლოდ ერთი ანგარიშით.
  • მონაწილეს ანგარიშზე მიბმული უნდა ჰქონდეს ელექტრონული ფოსტის მისამართი.
საკონკურსოდ წარმოდგენილი სტატია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს
  • სტატია უნდა ასახავდეს ქართველოლოგიის დარგებისა და მათი მიღწევების, ქართველოლოგ მეცნიერთა და ქართულ ხელნაწერთა თემას.
  • ქართველოლოგიის თემაზე ახალი ან გაუმჯობესებული სტატია შექმნილი / გაუმჯობესებული უნდა იყოს კონკურსანტის მიერ 2021 წლის 1 ივლისიდან 2021 წლის 15 აგვისტომდე პერიოდში.
  • სტატიის მოცულობა უნდა იყოს სულ მცირე 3 000 ბაიტი და შედგებოდეს არანაკლებ 300 სიტყვისაგან.
  • სტატია უნდა აკმაყოფილებდეს ვიკიპედიის საბაზისო კრიტერიუმებს.
  • სტატიას მითითებული უნდა ჰქონდეს სათანადო აკადემიური წყაროები; საეჭვო ან ურთიერთგამომრიცხავი წინადადებები გამყარებული უნდა იყოს შესაბამისი წყაროთი.
  • სტატია არ უნდა იყოს მანქანური თარგმანი და დაწერილი უნდა იყოს სტილისტურად გამართული ენით.
  • სტატია უნდა იყოს უნაკლო (ქართული ვიკიპედიის წესებთან შესაბამისი ფორმატირება (ვიკიფიცირება), წყაროების გამოყენება და ციტირების წესები, ტეგებისა და თარგების სათანადო გამოყენება, ილუსტრირება) კონკურსის დასრულებისთვის.
  • სტატიას არ უნდა ჰქონდეს მთლიანად სიის ან ჩამონათვალის სახე.
  • სტატია უნდა იყოს ინფორმაციული.
  • დაუშვებელია პლაგიატი – თუ სტატია იქნება დაწერილი მხოლოდ ერთ წყაროზე დაყრდნობით, მაშინ სტატიის ტექსტი სრულიად გადასხვაფერებული უნდა იყოს და არ ემთხვეოდეს წყაროს ტექსტს.
  • აკრძალულია ორზე მეტ სტატიაში თარგ {{მუშავდება}}-ს გამოყენება.
  • კონკურსში არ დაიშვება პროექტები, რომლებიც არ შეესაბამება კონკურსების მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებს ან შეიცავს ყალბ ინფორმაციას.
  • აღნიშნული სქემა მოქმედებს გაუმჯობესებულ სტატიებზეც. ზემოთ მითითებული კრიტერიუმების თანახმად დაითვლება მხოლოდ მომხმარებლის მიერ კონკურსის ფარგლებში შეტანილი წვლილი.


საკონკურსო განაცხადების შეფასება
  • საბოლოო გადაწყვეტილებას ამა თუ იმ სტატიის მიღების ან უარყოფის შესახებ იღებს საკონკურსო კომისია.
  • საკონკურსო კომისია აფასებს თითოეულ ნამუშევარს ზემოთ წარმოდგენილი საკონკურსო მოთხოვნებისა და კრიტერიუმების მიხედვით.
  • კომისიის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას.
  • კომისიას შეუძლია აუკრძალოს კონკურსში მონაწილეობა კონკრეტულ მომხმარებელს ე. წ. „სამართლიანი თამაშის“ წესების დარღვევის გამო, რაშიც იგულისხმება 24 საათის განმავლობაში მომხმარებლის მიერ იმაზე ბევრად მეტი სტატიის შექმნა, რაც შეუძლებელია გონივრულ დროში (განსაკუთრებით ბოლო ერთი დღის განმავლობაში, კონკურსის დასკვნით ეტაპზე). კომისიას შეუძლია აუკრძალოს კონკურსში მონაწილეობა იმ მომხმარებელს, რომელიც მასობრივად წინასწარ გამზადებულ სტატიებს ატვირთავს. კომისიას შეუძლია აუკრძალოს კონკურსში მონაწილეობა კონკურსანტს კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე და ყველა იმ შემთხვევაში, რომელიც, კომისიის მოსაზრებით, ეწინააღმდეგება სამართლიანი თამაშის წესს.

ნომინაციები

კონკურსი ითვალისწინებს ქართველოლოგიის თემაზე შექმნილი ან გაუმჯობესებული საუკეთესო ვიკი სტატიების გამოვლენასა და გამარჯვებულთა დაჯილდოებას, შემდეგი ნომინაციების მიხედვით:

  • საუკეთესო ქართულენოვანი სტატია ქართველოლოგიის დარგებისა და მათი მიღწევების შესახებ.
  • საუკეთესო ქართულენოვანი სტატია ქართველოლოგ მეცნიერთა შესახებ.
  • საუკეთესო ქართულენოვანი სტატია ქართული ხელნაწერის შესახებ.

საპრიზო ფონდი

თითოეულ ნომინაციაში გამოვლინდება 3 გამარჯვებული სტატია, რომელთა ავტორებსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან გადაეცემათ ერთჯერადი ფულადი ჯილდო:

  • I ადგილი — 1000 ლარი.
  • II ადგილი — 800 ლარი.
  • III ადგილი — 500 ლარი.

კონკურსის ვადები

  • საკონკურსო განაცხადები მიიღება 2021 წლის 1 ივლისიდან 2021 წლის 15 აგვისტოს 18:00 საათამდე;
  • გამარჯვებულები გამოვლინდება 2021 წლის 24 სექტემბერს.

კონკურსთან დაკავშირებული საკითხების დასაზუსტებლად, სტატიის შესაქმნელად საჭირო ელექტრონული რესურსებისა და დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს.

  • ელფოსტა: exb.edu@manuscript.ac.ge
  • საკონტაქტო პირები:
    • ნესტან ბაგაური (T. 599 899 635)
    • მანანა ღვინერია (T. 555 409 088)

კოორდინატორები

ჟიური

ორგანიზატორები

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
contests(_AT_)wikimedia.ge