შინაარსზე გადასვლა

ვმ საქართველო/კონკურსები/2021/ქართველოლოგია ვიკიპედიაში/შედეგები

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
ქართველოლოგია ვიკიპედიაში

შეფასების სქემა

ქულა მოთხოვნა
1 სტატია აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნებს: 1) სტატიის ზომა შეადგენს მინიმუმ 3 000 ბაიტს და სიტყვათა რაოდენობა არის 300; 2) სტატიას გააჩნია მინიმუმ ერთი სანდო წყარო (ეს შეიძლება იყოს ლიტერატურის, ინტერნეტ-რესურსის ან სქოლიოს სახით); 3) სტატიას არ გააჩნია პრობლემური თარგი; 4) სტატია სტილისტურად და ენობრივად გამართულია.
2 1) სტატიაში სიტყვების რაოდენობა 300-ზე მეტია; 2) სტატიას გააჩნია ორი ან ორზე მეტი სანდო წყარო (ეს შეიძლება იყოს ლიტერატურის, ინტერნეტ-რესურსის ან სქოლიოს სახით); 3) სტატია სტილისტურად და ენობრივად სრულად გამართულია; 4) სტატიაში მითითებულია 2-ზე მეტი კატეგორია.
3 1) სტატიაში სიტყვების რაოდენობა 350 ან მეტია; 2) სტატიას გააჩნია ოთხი ან ოთხზე მეტი სანდო წყარო (ეს შეიძლება იყოს ლიტერატურის, ინტერნეტ-რესურსის ან სქოლიოს სახით); 3) სტატია სტილისტურად და ენობრივად უნაკლოა; 4) სტატიაში მოცემულია ინფოდაფა და ფოტო(ებ)ი; 5) სტატიაში მითითებულია 3-ზე მეტი კატეგორია.
4 1) სტატიაში სიტყვების რაოდენობა 400 ან მეტია; 2) სტატიას გააჩნია ექვსი ან ექვსზე მეტი სამივე სახეობის (ლიტერატურა, რესურსები ინტერნეტში და სქოლიო) სანდო წყარო; 3) სტატია სტილისტურად და ენობრივად სრულად გამართულია; 4) სტატიაში მოცემულია ინფოდაფა და ფოტო(ებ)ი; 5) სტატიაში მითითებულია 4-ზე მეტი კატეგორია.
5 1) სტატიაში სიტყვების რაოდენობა 500 ან მეტია; 2) სტატიას გააჩნია რვა ან რვაზე მეტი სამივე სახეობის (ლიტერატურა, რესურსები ინტერნეტში და სქოლიო) სანდო წყარო; 3) სტატია სტილისტურად და ენობრივად სრულად გამართულია; 4) სტატიაში მოცემულია ინფოდაფა და ფოტო(ებ)ი; 5) სტატიაში მითითებულია 5-ზე მეტი კატეგორია.
  • შენიშვნა:
  1. თუ სტატია მოთხოვნილი კრიტერიუმების უმრავლესობას (მათ შორის აუცილებლად სიტყვების რაოდენობას) აკმაყოფილებს, სტატიის შეფასებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ჟიური და მას შეუძლია იგი შეაფასოს მის ხელთ არსებული უმაღლესი შეფასებით.
  2. შეფასების აღნიშნულ სქემა მოქმედებს გაუმჯობესებულ სტატიებზეც. დაითვლება მხოლოდ მომხმარებლის მიერ კონკურსის ფარგლებში შეტანილი წვლილი.

შედეგები

კონკურსში მონაწილეობა 16-მა მომხმარებელმა მიიღო, სულ შეიქმნა 58 ახალი სტატია და გაუმჯობესდა 18 არსებული სტატია.



გამარჯვებულები

  • ნომინაცია: საუკეთესო ქართულენოვანი სტატია ქართველოლოგიის დარგებისა და მათი მიღწევების შესახებ.
    • გამოვლინდა მხოლოდ ერთი გამარჯვებული: პირველი ადგილი — იაკობ მახარაძე
  • ნომინაცია: საუკეთესო ქართულენოვანი სტატია ქართველოლოგ მეცნიერთა შესახებ.
    • I ადგილი: მომხმარებელი:MarMakhar — სტატია „გიორგი შარაშიძე“.
    • II ადგილი: მომხმარებელი:იაკობ მახარაძე — სტატია „თედო სახოკია“
    • III ადგილი: მომხმარებელი:Ditoneurosurgent — სტატია „ფრანც ანტონ ფონ შიფნერი“.
  • ნომინაცია: საუკეთესო ქართულენოვანი სტატია ქართული ხელნაწერის შესახებ.
    • I ადგილი: მომხმარებელი:Luka shenko1994 — სტატია „ხეზე დაწერილი სვანური საბუთები“.
    • II ადგილი: მომხმარებელი:Soseliasoso — სტატია „პავლე მოციქულის ეპისტოლეების ქართული ხელნაწერები“.
    • III ადგილი: მომხმარებელი:ალექსანდრე ფოფხაძე — სტატია „სინური მრავალთავი“