შინაარსზე გადასვლა

ვიკიმედია საქართველო/სტრატეგიული გეგმა/2024-2026/თანამშრომლობა

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან

თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს „ვიკიმედია საქართველოსა“ და ქართული ვიკისაზოგადოების მუშაობის სხვადასხვა ასპექტებში, ვიკიმედიის პროექტებისა და მოძრაობის განვითარებაში, მისი სარგებლის და წვლილის გამო, როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში.

იმედი გვაქვს, რომ ჩვენს რესურსებს, მათ შორის უნარებს, გამოცდილებას და ქსელებს გავუზიარებთ ჩვენს პარტნიორებს საერთო მიზნების მისაღწევად. რესურსების გაზიარებას შეუძლია გაზარდოს ჩვენი მიზნების მიღწევის ეფექტიანობა. ასევე გვაქვს იმედი, რომ პარტნიორებისგან მივიღებთ უფრო მეტ ცოდნას და დახმარებას.

ამის გარდა, პარტნიორობა ხელს უწყობს სტრატეგიულ ალიანსებს სხვა ორგანიზაციებთან და პირებთან, რაც პარტნიორებს ერთმანეთის ძლიერი მხარეებისა და რესურსების გამოყენების საშუალებას აძლევს, რათა მისდიონ ორმხრივად სასარგებლო შესაძლებლობებს ან გაუმკლავდნენ იმ საერთო გამოწვევებს, რომლებსაც შეიძლება ვიკიმედიის პროექტებსა და მოძრაობაში წააწყდნენ.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებისა, პარტნიორობა ხშირად აძლიერებს ნდობაზე, ორმხრივ პატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ გრძელვადიან თანამშრომლობებს. ასეთმა თანამშრომლობამ შეიძლება მიგვიყვანოს უფრო მდგრად სამომავლო თანამშრომლობასთან.

საერთო ჯამში, თანამშრომლობა განაპირობებს ინოვაციებს, აძლიერებს მას და ხელს უწყობს საერთო მიზნების მიღწევას ვიკიმედიის მოძრაობის მასშტაბით.

თანამშრომლობა ვიკიმედიურ ორგანიზაციებთან

ვიკიმედიურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა გადამწყვეტად მნიშვნელოვანია, რადგან სხვადასხვა ორგანიზაციებს შორის რესურსების, ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების საშუალებას იძლევა, რაც განაპირობებს უფრო ეფექტიან პროექტებსა და ინიციატივებს. ერთობლივად მუშაობით, შეგვიძლია გამოვიყენოთ ერთმანეთის ძლიერი მხარეები და გამოცდილება საერთო გამოწვევების გადასაჭრელად და ვიკიმედიის მოძრაობის საერთო მიზნების მისაღწევად, ვიკიმედიის პროექტებისა და თავისუფალი ცოდნისთვის.

თანამშრომლობა ხელს უწყობს ერთიანი საზოგადოების შეგრძნებას ვიკიმედიის ორგანიზაციებს შორის, რაც აძლიერებს მოძრაობას. საზოგადოების ეს შეგრძნება გადამწყვეტია ვიკიმედიის მოძრაობისთვის სიცოცხლისუნარიანობისა და მდგრადობის შესანარჩუნებლად გრძელვადიან პერსპექტივაში.

„ვიკიმედია საქართველო“ აქტიურად თანამშრომლობს ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის (CEE) რეგიონის ვიკიმედიურ ორგანიზაციებთან (აზერბაიჯანი, თურქეთი, CEE Hub) და ასევე ავითარებს პარტნიორთა საკუთარ ქსელს, თანამშრომლობს ევროპულ აფილიაციებთან (ვიკიმედია შვედეთი, ვიკიმედია ევროპა და ა. შ.) და გლობალურად სხვა ვიკიმედიურ ორგანიზაციებთან.

თანამშრომლობის ფარგლებში, ვიკიმედია საქართველომ ცოდნა და საუკეთესო გამოცდილება უკვე გაუზიარა და კვლავაც გაუზიარებს ყველა თავის პარტნიორს სხვადასხვა პროექტში, პროგრამასა და არხში. ეს ორგანიზაციებს ერთმანეთის წარმატებისა და წარუმატებლობის სწავლის საშუალებას აძლევს, რაც მათ მოქმედებებსა და აქტივობებს აუმჯობესებს.

ვიკიმედია საქართველოს საქმიანობის ერთ-ერთი კრიტიკული მიმართულება არის ადვოკატირება. ორგანიზაცია ითანამშრომლებს ადვოკატირების ძალისხმევაში, რათა ხელი შეუწყოს ვიკიმედიის მოძრაობის ღირებულებებსა და მიზნებს, როგორიც არის იმ პოლიტიკის ადვოკატირება, რომელიც მხარს უჭერს თავისუფალ ცოდნას ან კონტრიბუტორების უფლებების დაცვას.

საერთო ჯამში, ვიკიმედიის ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა აუცილებელია ძლიერი და მდგრადი მოძრაობის შესაქმნელად, რასაც შეუძლია ეფექტიანად შეუწყოს ხელი თავისუფალი ცოდნის შექმნას და გავრცელებას მსოფლიოში.

თანამშრომლობა არავიკიმედიურ ორგანიზაციებთან

ვიკიმედია საქართველო ასევე აქტიურად თანამშრომლობს არავიკიმედიურ ორგანიზაციებთან. ორგანიზაციასა და სხვა არავიკიმედიურ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს, რადგან იძლევა საშუალებას, რომ ვიკიმედია საქართველომ გააფართოოს მოქმედების არეალი, მიიღოს დამატებითი რესურსები და გამოცდილება და ხელი შეუწყოს კავშირებს მისი ტრადიციული სფეროს მიღმა მყოფ საზოგადოებებთან და ინსტიტუციებთან.

ვიკიმედია საქართველო თანამშრომლობს და მომავალშიც გააგრძელებს თანამშრომლობას ბიბლიოთეკებთან, მუზეუმებთან, არქივებთან (GLAM) და სხვა კულტურულ ინსტიტუციებთან, რათა მოხდეს მათი რესურსების გაციფრულება და ინტეგრირება ვიკიმედის პლატფორმებზე. ეს შეიძლება დაგვეხმაროს, რათა საზოგადოებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს მნიშველოვანი კულტურული, ისტორიული და სხვა წყაროები, რაც თავის მხრივ გაამდიდრებს ვიკიმედიის პროექტებს.

ვიკიმედია საქართველო თანამშრომლობს და მომავალშიც ითანამშრომლებს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, როგორებიც არის სკოლები, უნივერსიტეტები, არაკომერციული საგანმანათლებლო ცენტრები, რათა ხელი შეუწყოს ვიკიმედიის პროექტების გამოყენებას განათლებაში და ჩართოს სტუდენტები და მოსწავლეები მათ რედაქტირებაში. მათ შორის შეიძლება იყოს სტუდენტებისთვის ედიტ-ა-თონების, ტრენინგებისა და სხვა ღონისძიებათა ორგანიზება და ვიკიმედიის პროექტების ინტეგრირება კურიკულუმში.

ვიკიმედია საქართველო აქტიურად მუშაობს ადვოკატირებაზე. ორგანიზაცია გააგრძელებს თანამშრომლობას სამთავრობო სააგენტოებთან, ადვოკატირების ორგანიზაციებთან და სამოქალაქო ჯგუფებთან, რათა მიაღწიოს საკუთარ მიზნებს თავისუფალი ცოდნის, ციფრული უფლებების, საავტორო უფლებებისა და ღიად წვდომის დაცვის საკითხებში.

ვიკიმედია საქართველო ითანამშრომლებს სხვადასხვა ფონდებთან, სამთავრობო სააგენტოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა დონორებთან, რათა უზრუნველყოს ორგანიზაციის მიერ მართული ვიკიმედიის პროექტებისა და ინიციატივების ფინანსური დახმარება. მათ შორის შეიძლება იყოს საგრანტო აპლიკაციები, დაფინანსების კამპანიები და საპარტნიორო შეთანხმებები.

არავიკიმედიურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა განაპირობებს დამატებითი რესურსების, გამოცდილებისა და ქსელების მოწყობას, რაც ვიკიმედია საქართველოს შეიძლება დაეხმაროს საკუთარი მიზნების უფრო ეფექტიანად მიღწევაში. ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს ვიკიმედიის მოძრაობის ღირებულებებს და ააგოს ხიდები სხვადასხვა საზოგადოებებთან და დაინტერესებულ მხარეებთან.