მოხსენებები/ვმ საქართველო/2021/სამოქმედო/05

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
იან
თებ
მარ
აპრ
მაი
ივნ
ივლ
აგვ
სექ
ოქტ
ნოე
დეკ
2021
მაისი


ღონისძიებები

ვიკიგაზაფხული

31 მაისს ქართულ ვიკიპედიაში დასრულდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ვიკიმედიის (WMCEE) მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონკურსი „ვიკიგაზაფხული“, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შემავალი ქვეყნების შესახებ ქმნიდნენ სტატიებს. კონკურსის ადგილობრივი ორგანიზატორი იყო ვმ საქართველო. კონკურსი 21 მარტს დაიწყო და მასში მონაწილე 15-მა რედაქტრმა ჯამში 264 ახალი სტატია შექმნა, გააუმჯობესეს 4 უკვე არსებული სტატია. გამარჯვებულებს ჟიური ივნისის ბოლოს გამოავლენს.

ვიკიკლუბები

სურამის ვიკიკლუბი

შეხვედრა ახალგაზრდა ევროპელ ელჩებთან

1-ლი მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, სურამის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში სულ 615 ახალი სტატია შექმნეს, საიდანაც 610 სტატია ესპანეთის სხვადასხვა პროვინციის მუნიციპალიტეტებს ეხება. 5 სტატია დაიწერა „კავკასიური სახლისა“ და სურამის ვიკიკლუბის თანამშრომლობის ფარგლებში.

30 მაისს ვიკიკლუბმა „ახალგაზრდა ევროპელ ელჩებს“ (Young European Ambassador) უმასპინძლა. სტუმრები კლუბის წევრებს ორგანიზაციისა და მისი მიზნების შესახებ ესაუბრნენ. გაეცნენ ვიკიკლუბის მუშაობის სპეციფიკას. დაიგეგმა თანამშრომლობა ვიკიპედიის სტატიების გასამდიდრებლად. ვიკიკლუბის თითოეულმა წევრმა საჩუქრად მიიღო ორგანიზაციის სიმბოლიკით გაწყობილი ჩანთა და პირბადე.

სურამის ვიკიკლუბი ემსახურება სურამის და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.


ვმ საქართველო