მოხსენებები/ვმ საქართველო/2021/სამოქმედო/11

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
This page contains changes which are not marked for translation.
იან
თებ
მარ
აპრ
მაი
ივნ
ივლ
აგვ
სექ
ოქტ
ნოე
დეკ
2021
ნოემბერი


ღონისძიებები

კონკურსები

ვიკიპედიის აზიის თვე

1-დან 30 ნოემბრის ჩათვლით, ქართულ ვიკიპედიაში მიმდინარეობდა ყოველწლიური ვიკიმარათონი „ვიკიპედიის აზიის თვე“. მარათონის მიზანი ქართულ ვიკიპედიაში აზიის ქვეყნების შესახებ სტატიების რაოდენობისა და ხარისხის ზრდაა. მარათონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ვიკიპედიის ნებისმიერი განყოფილების ნებისმიერ რეგისტირებულ მომხმარებელს.

ვიკიპედიის აზიურ საზოგადოებებს შორის მეგობრობის სიმბოლოდ, თითოეული მომხმარებელი, რომელიც კრიტერიუმების შესაბამისად სულ მცირე 4 სტატიას შექმნის, სხვა მონაწილე ქვეყნისგან მიიღებს თემატური დიზაინის საფოსტო ბარათს.

ყველაზე მეტი სტატიის შემქმნელი მომხმარებლები დაჯილდოვდებიან „ვიკიპედიის აზიის ელჩის“ წოდებით (ინგლ.: „Wikipedia Asian Ambassador“) და „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ მიერ დაწესებული პრიზებით.

კონკურსში მონაწილეობა 9 მომხმარებელმა მიიღო, სულ შეიქმნა 279 ახალი სტატია. გამოვლინდება 4 გამარჯვებული ავტორი, რომლებსაც გადაეცემათ კონკურსის შესაბამისად განსაზღვრული პრიზები.

საქართველოს მეცნიერება უცხოურ ვიკიპედიაში

10 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა კონკურსი „საქართველოს მეცნიერება უცხოურ ვიკიპედიაში“, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა. კონკურსის მიზანია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ვიკიკონკურსების შედეგად შექმნილი, სანდო წყაროებზე დაფუძნებული მასალების თარგმნის გზით, ხელი შეუწყოს საქართველოს სამეცნიერო დარგების, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა, მათი მიღწევებისა და საქართველოს მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენელთა შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ინგლისურ ენაზე და საქართველოს მეცნიერების შესახებ საერთაშორისო საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას.

ვიკიკლუბები

ბაღდათის ვიკიკლუბი

2021 წლის ნოემბერში, ბაღდათის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში სხვასდასხვა თემატიკაზე 10 ახალი სტატია შექმნეს.

ალისმერეთის ვიკიკლუბი ემსახურება სოფელ ალისმერეთისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.


სურამის ვიკიკლუბი

2021 წლის ნოემბერში, სურამის ვიკიკლუბის წევრებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლების შესახებ დაწერეს და გააუმჯობესეს 32 სტატია.

სურამის ვიკიკლუბი ემსახურება სურამის და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

არალის ვიკიკლუბი

2021 წლის ნოემბერში, არალის ვიკიკლუბში 13 ახალი სტატია დაიწერა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ.

არალის ვიკიკლუბი ემსახურება სოფელ არალისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.


ვმ საქართველო