მოხსენებები/ვმ საქართველო/2021/სამოქმედო/07

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
This page contains changes which are not marked for translation.
იან
თებ
მარ
აპრ
მაი
ივნ
ივლ
აგვ
სექ
ოქტ
ნოე
დეკ
2021
ივლისი


ღონისძიებები

კონკურსები

ქართველოლოგია ვიკიპედიაში

1 ივლისს დაიწყო კონკურსი „ქართველოლოგია ვიკიპედიაში“, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ტარდება. კონკურსი 15 აგვისტომდე გაგრძელდება და მისი მიზანია ვიკიპედიის გამდიდრება სანდო წყაროებზე დაფუძნებული მასალებით, ქართველოლოგიის, ქართველოლოგ მეცნიერთა და ქართულ ხელნაწერთა შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა

ტრენინგები

ონლაინ-ტრენინგები

გაგრძელდა ივნისში დაწყებული ვიკიპედიის ონლაინ-ტრენინგები პლატფორმა Zoom-ის საშუალებით. ტრენინგში მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო, რომლებმაც ქართული ვიკიპედიისა და ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის სოციალური მედიის არხებში გამოქვეყნებული სპეციალური ფორმა შეავსეს. ტრენინგებს ქართული ვიკიპედიის აქტიური რედაქტორები, Jaba1977 და MIKHEIL ატარებდნენ. ჯამში, ვიკიპედიის მუშაობის საბაზისო პრინციპები 10-მა მოხალისემ შეისწავლა.

სურათები ღონისძიებიდან

ტრენინგები ბორჯომში

2021 წლის 22 ივლისიდან 26 ივლისამდე, ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფმა ბორჯომში ვიკიტრენინგები ჩაატარა. ტრენინგში მონაწილეობდა 14-28 წლამდე 16 ახალგაზრდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რომლებმაც შეიძინეს ვიკიპედიასა და ვიკიმედიის პროექტებში მუშაობის უნარები. ტრენინგების დროს, ახალგაზრდებმა გამოცდილი ვიკიმედიელების დაკვირვების ქვეშ, დამოუკიდებლად შექმნეს და თარგმნეს სტატიები ქართულ ვიკიპედიაში. ტრენინგის მთავარი მიზანი იყო უფრო მეტი ახალგაზრდის ჩართვა ქართულ ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

ტრენინგის მონაწილეების შერჩევაზე პროექტის ორგანიზატორთა ჯგუფმა იმუშავა. მონაწილეთა შერჩევისას ყურადღება მიექცა ისეთ დეტალებს, როგორიცაა კანდიდატის ასაკი, მოტივაცია.

ტრენინგებს უძღვებოდნენ ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის წევრები, ქართული ვიკიპედიის აქტიური რედაქტორები, Jaba1977, Mehman97, MIKHEIL, Nina1009 და Anry.kiknavelidze

ტრენინგები კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ საქართველოს ჯანდაცვლის სამინისტროს მიერ დაწესებული ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდა. ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფმა უზრუნველყო ყველა მონაწილის PCR ტესტირება, ხოლო ადგილზე, ტრენინგების დროს, სტუდენტები უზრუნველყოფილი იყვნენ N95 ნიღბებით, ხელთათმანებითა და ხელის სადეზინფექციო სითხით.

სურათები ღონისძიებიდან

ვიკიკლუბები

არალის ვიკიკლუბი

2021 წლის 17 ივლისს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალის საჯარო სკოლაში ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფმა კიდევ ერთი ვიკიკლუბი გახსნა. ახალი კლუბი ორგანიზაციის წევრებმა, ქართული ვიკიპედიის აქტიურმა რედაქტორებმა, Jaba1977-მა და MIKHEIL-მა გახსნეს. კლუბს ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფმა ორი ახალი ლეპტოპი გადასცა.

ვიკიკლუბის მიზანია სოფელ არალისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებულ პირს ადგილზე შეასწავლოს ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში მუშაობა. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეეძლებათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

არალის ვიკიკლუბი ემსახურება სოფელ არალისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

სურათები ღონისძიებიდან

სურამის ვიკიკლუბი

სკოლებში მიმდინარე საზაფხულო არდადეგების გამო, 2021 წლის ივლისი ვიკიკლუბმა ვიკიტრენინგებისაგან დასვენების თვედ გამოაცხადა, თუმცა ვიკიკლუბის წევრები კვლავ აგრძელებდნენ სტატიების წერას ქართულენოვან ვიკიპედიაში.

ივლისში ვიკიკლუბის წევრებმა 263 ახალი სტატია შექმნეს ესპანეთის მუნიციპალიტეტების შესახებ.

სურამის ვიკიკლუბის ხუთმა წევრმა მონაწილეობა მიიღო ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ბორჯომის ვიკიტრენინგებში, სადაც მათ ვიკიტენოლოგიებში გაირღმავეს ცოდნა. ტრენინგების მიმდინარეობისას, მხოლოდ კლუბის წარმომადგენლებმა ჯამში 44 ახალი სტატია შექმნეს.

სურამის ვიკიკლუბი ემსახურება სურამის და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

არალის ვიკიკლუბი

2021 წლის 17 ივლისს ოფიციალურად გაიხსნა არალის ვიკი-კლუბი.

ივლისში ვიკიკლუბის წევრებმა 42 ახალი სტატია ადიგენის მუნიციპალიტეტის არქიტექტურულ ძეგლებზე.

არალის ვიკიკლუბის ორმა წევრმა მონაწილეობა მიიღო ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ბორჯომის ვიკიტრენინგებში, სადაც მათ ვიკიტენოლოგიებში გაირღმავეს ცოდნა. ტრენინგების მიმდინარეობისას, კლუბის წარმომადგენლებმა ჯამში 31 ახალი სტატია შექმნეს.

არალის ვიკიკლუბი ემსახურება სოფელ არალისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.


ვმ საქართველო