მოხსენებები/ვმ საქართველო/2021/სამოქმედო/10

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
This page contains changes which are not marked for translation.
იან
თებ
მარ
აპრ
მაი
ივნ
ივლ
აგვ
სექ
ოქტ
ნოე
დეკ
2021
ოქტომბერი


ღონისძიებები

კონკურსები

საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში

15 ოქტომბერს დასრულდა 1 სექტემბერს დაწყებული კონკურსი „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ტარდებოდა. მისი მიზანი იყო ვიკიპედიის გამდიდრება სანდო წყაროებზე დაფუძნებული მასალებით, ხელი შეუწყოს საქართველოს სამეცნიერო დარგების, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა, მათი მიღწევებისა და საქართველოს მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენელთა შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და ფართო საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას. კონკურსში მონაწილეობა 7-მა მომხმარებელმა მიიღო, სულ შეიქმნა 24 ახალი სტატია და გაუმჯობესდა 23 არსებული სტატია. გამარჯვებულებს გადაეცათ კონკურსის შესაბამისად განსაზღვრული პრიზები.

ვიკის უყვარს კავკასია

1-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის და კავკასიელი ვიკიმედიელების ერთობლივი საერთაშორისო ვიკიმარათონი „ვიკის უყვარს კავკასია 2021“. კონკურსის მიზანია კავკასიურ ენებზე მოქმედ ვიკიპედიებში კავკასიის შესახებ ახალი სტატიების შექმნა. ქართულ ვიკიპედიაში მარათონის მიზანია კავკასიის ქვეყნების და რეგიონების შესახებ სტატიების რაოდენობისა და ხარისხის ზრდა. მარათონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ვიკიპედიის ნებისმიერი განყოფილების ნებისმიერ რეგისტირებულ მომხმარებელს.

ვიკიმარათონის ორგანიზატორები არიან „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“, „ვიკიმედია რუსეთი“, „დონის ვიკიმედიელთა მომხმარებელთა ჯგუფი“, „აზერბაიჯანელ ვიკიმედიელთა მომხმარებელთა ჯგუფი“ და ჩრდილოეთ კავკასიელი ვიკიპედიელები“. კონკურსის ერთ-ერთი მთავარი მიზანია კავკასიელ ვიკიმედიელთა შორის თანამშრომლობის გაზრდა და კავკასიურ ენებზე არსებული ვიკიმედიის პროექტების მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა.

კონკურსში მონაწილეობა 5-მა მომხმარებელმა მიიღო. სულ შეიქმნა 356 ახალი სტატია. გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორი, რომლებსაც გადაეცათ კონკურსის შესაბამისად განსაზღვრული პრიზები.

ტრენინგები/ვორკშოპები

2021 წლის 8-10 ოქტომბერს, ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფმის ორგანიზებით ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ალისმერეთში მიმდინარეობდა ვიკიპედიის ვორკშოპი, რომლის ფარგლებშიც გადამზადდა და ვიკიპედიასა და ვიკიმედიის პროექტებში მუშაობის უნარ-ჩვევები შეიძინა ბაღდათის მეორე საჯარო სკოლის ათმა მოსწავლემ. ვორკშოპს ორგანიზაციის წევრები, ქართული ვიკიპედიის აქტიური რედაქტორები Jaba1977 და Anry.kiknavelidze უძღვებოდნენ.

ვორკშოპის დასასრულს, ამავე საჯარო სკოლის ბაზაზე ჩამოყალიბდა საქართველოში რიგით მეოთხე ვიკიკლუბი, რომლის მიზანია ბაღდათისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფმა“ ახალ კლუბს ორი ლეპტოპი გადასცა.

ვიკიკლუბები

ბაღდათის ვიკიკლუბი

2021 წლის 10 ოქტომბერს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ალისმერეთის საჯარო სკოლაში ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფმა კიდევ ერთი ვიკიკლუბი გახსნა. ახალი კლუბი ორგანიზაციის წევრებმა, ქართული ვიკიპედიის აქტიურმა რედაქტორებმა, Jaba1977-მა და Anry.kiknavelidze-მ გახსნეს. კლუბს ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფმა ორი ახალი ლეპტოპი გადასცა.

ვიკიკლუბის მიზანია სოფელ ალისმერეთისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებულ პირს ადგილზე შეასწავლოს ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში მუშაობა. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეეძლებათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

ალისმერეთის ვიკიკლუბი ემსახურება სოფელ ალისმერეთისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

ოქტომბრის განმავლობაში, ბაღდათის ვიკიკლუბში 5 ახალი სტატია დაიწერა საქართველოს არქიტექტურული ძეგლებისა და და სხვადასხვა თემატიკის შესახებ.

სურამის ვიკიკლუბი

2021 წლის ოქტომბერში სურამის ვიკიკლუბის წევრებმა 34 ახალი სტატია შექმნეს და 5 სტატია გააუმჯობესეს. ახალი სტატიებიდან 15 ესპანეთის მუნიციპალიტეტების ეხება, 19 კი ბორჯომის მუნიციპალიტეტის არქიტექტურულ ძეგლებს. გაუმჯობესებული სტატიებიც ბორჯომის არქიტექტურულ ძეგლებს მოიცავდა.

სურამის ვიკიკლუბი ემსახურება სურამის და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

არალის ვიკიკლუბი

2021 წლის ოქტომბერში არალის ვიკიკლუბში 4 ახალი სტატია დაიწერა საქართველოს არქიტექტურული ძეგლების შესახებ.

არალის ვიკიკლუბი ემსახურება სოფელ არალისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.


ვმ საქართველო