მოხსენებები/ვმ საქართველო/2021/სამოქმედო/09

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
This page contains changes which are not marked for translation.
იან
თებ
მარ
აპრ
მაი
ივნ
ივლ
აგვ
სექ
ოქტ
ნოე
დეკ
2021
სექტემბერი


ღონისძიებები

კონკურსები

საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში

1 სექტემბერს დაიწყო კონკურსი „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ტარდება. კონკურსი 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მისი მიზანია ვიკიპედიის გამდიდრება სანდო წყაროებზე დაფუძნებული მასალებით, ხელი შეუწყოს საქართველოს სამეცნიერო დარგების, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა, მათი მიღწევებისა და საქართველოს მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენელთა შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და ფართო საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას.

მუზეუმები ვიკიპედიაში

1-დან 30 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის ყოველწლიური კონკურსი „მუზეუმები ვიკიპედიაში“. კონკურსის მიზანია ქართულ ვიკიპედიაში მუზეუმების შესახებ სტატიების რაოდენობის, ასევე სტატიების საერთო რიცხვის გაზრდა. GLAM-ის მიმართულებით სტატიების წერა „ფონდ ვიკიმედიის“ პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც აგრეთვე წარმოადგენს „ვმ საქართველოს“ პრიორიტეტს.

კონკურსში მონაწილეობა 11-მა მომხმარებელმა მიიღო, სულ შეიქმნა 257 ახალი სტატია. გამოვლინდა 5 გამარჯვებული ავტორი, რომლებსაც გადაეცათ კონკურსის შესაბამისად განსაზღვრული პრიზები.

ვიკიკლუბები

სურამის ვიკიკლუბი

2021 წლის სექტემბერში სურამის ვიკიკლუბში დაიწერა 221 სტატია, რომელთაგან 215 სტატია ეხებოდა ესპანეთის სხვადასხვა პროვინციის მუნიციპალიტეტებს. ორი სტატია შეიქმნა ვიკიკლუბისა და ახალგაზრდა ევროპელი ელჩების თანამშრომლობის ფარგლებში, ხოლო ოთხი — ვიკიკლუბისა და კავკასიური სახლის თანამშრომლობის ფარგლებში.

სურამის ვიკიკლუბი ემსახურება სურამის და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

არალის ვიკიკლუბი

2021 წლის სექტემბერში არალის ვიკიკლუბის წევრებმა 4 ახალი სტატია დაწერეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე.

არალის ვიკიკლუბი ემსახურება სოფელ არალისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.


ვმ საქართველო