მოხსენებები/ვმ საქართველო/2021/სამოქმედო/06/ka

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
იან
თებ
მარ
აპრ
მაი
ივნ
ივლ
აგვ
სექ
ოქტ
ნოე
დეკ
2021
ივნისი


ღონისძიებები

კონკურსები

ვიკიგაზაფხული

გამოვლინდა საერთაშორისო კონკურსის, „ვიკიგაზაფხულის“ გამარჯვებულები. კონკურსი 21 მარტიდან 31 მაისამდე მიმდინარეობდა. მასში მონაწილე 15-მა რედაქტრმა ჯამში 264 ახალი სტატია შექმნა, გააუმჯობესეს 4 უკვე არსებული სტატია. კონკურსი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ვიკიმედიის (WMCEE) მიერ იყო ორგანიზებული; მონაწილეები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შემავალი ქვეყნების შესახებ ქმნიდნენ სტატიებს. კონკურსის ადგილობრივი ორგანიზატორი იყო ვმ საქართველო.

ტრენინგები

ონლაინ-ტრენინგები

მთელი ივნისის განმავლობაში მიმდინარეობდა ვიკიპედიის ონლაინ-ტრენინგები პლატფორმა Zoom-ის საშუალებით. ტრენინგში მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო, რომლებმაც ქართული ვიკიპედიისა და ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის სოციალური მედიის არხებში გამოქვეყნებული სპეციალური ფორმა შეავსეს. ტრენინგებს ქარფთული ვიკიპედიის აქტიური რედაქტორები, Jaba1977 და MIKHEIL ატარებდნენ. ჯამში, ვიკიპედიის მუშაობის საბაზისო პრინციპები 10-მა მოხალისემ შეისწავლა.

სურათები ღონისძიებიდან

ვიკიკლუბები

სურამის ვიკიკლუბი

2021 წლის ივნისში სურამის ვიკიკლუბში ერთი ონლაინ-შეხვედრა ჩატარდა, რომელზეც განხილულ იქნა მრავალმნიშვნელობის გვერდების დანიშნულება.

მთელი თვის განმავლობაში დაიწერა 553 სტატია, საიდანაც 552 სტატია ეხებოდა ესპანეთის სხვადასხვა პროვინციის მუნიციპალიტეტებს. ერთი სტატია შეიქმნა ვიკი-კლუბისა და ახალგაზრდა ევროპელი ელჩების თანამშრომლობის ფარგლებში.

სურამის ვიკიკლუბი ემსახურება სურამის და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.


ვმ საქართველო