მოხსენებები/ვმ საქართველო/2022/სამოქმედო/04

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
This page contains changes which are not marked for translation.
იან
თებ
მარ
აპრ
მაი
ივნ
ივლ
აგვ
სექ
ოქტ
ნოე
დეკ
2022
აპრილი


ღონისძიებები

შეხვედრები

28 აპრილს, „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ წევრებმა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ელისო ბოლქვაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

დაიგეგმა ურთიერთთანამშრომლობა საქართველოში ვიკიმედიის პროექტების, უმთავრესად ვიკიპედიის განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის.

ტრენინგები

ონლაინ-ტრენინგები

აპრილსა და მაისში, „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფმა“ ორგანიზაცია „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ წევრებს პლატფორმა Zoom-ის საშუალებით ტრენინგები ჩაუტარა. ტრენინგების მიზანი ვიკიპედიის მუშაობის საბაზისო პრინციპების სწავლება იყო. 5 სესიის განმავლობაში, დატრენინგდა 10-მდე მონაწილე. ტრენინგები ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის წევრებმა, ქართული ვიკიპედიის რედაქტორებმა, მომხმარებელმა Jaba1977-მა და MIKHEIL-მა ჩაატარეს.

ვიკიკლუბები

სურამის ვიკიკლუბი

აპრილში, სურამის ვიკიკლუბის წევრებმა დაწერეს 108 სტატია, აქედან 16 სტატია ესპანეთის მუნიციპალიტეტების შესახებ, ხოლო 2 სტატია დაიწერა კავკასიურ სახლთან თანამშრომლობის ფარგლებში. ვიკიკლუბის სამი მომხმარებელი მონაწილეობს კონკურსში „ვიკიკლუბების 100 დღე“.

სურამის ვიკიკლუბი ემსახურება სურამის და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

არალის ვიკიკლუბი

აპრილში, არალის ვიკიკლუბის წევრებმა დაწერეს 60 სტატია ვიკიპედიაში და განხორციელდა 155 ცვლილება ვიკიმონაცემებში. ვიკიპედიის სტატიების თემატიკა იყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და ბიოგრაფიები, ამავე თემატიკაზე შეიქმნა ახალი ელემენტები ვიკიმონაცემებშიც. ვიკიკლუბის ორი მომხმარებელი მონაწილეობს კონკურსში „ვიკიკლუბების 100 დღე“.

არალის ვიკიკლუბი ემსახურება სოფელ არალისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

ბაღდათის ვიკიკლუბი

აპრილში, ბაღდათის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში 13 სტატია დაწერეს. ვიკიკლუბის ერთი მომხმარებელი მონაწილეობდა კონკურსში „ვიკიკლუბების 100 დღე“.

ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ ბაღდათისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.


ვმ საქართველო