მოხსენებები/ვმ საქართველო/2022/სამოქმედო/02

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
იან
თებ
მარ
აპრ
მაი
ივნ
ივლ
აგვ
სექ
ოქტ
ნოე
დეკ
2022
თებერვალი


ღონისძიებები

მემორანდუმები

ვმ საქართველო & საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

5 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მენორანდუმით მხარეებმა გამოხატეს სურვილი საინფორმაციო სფეროში ხელი შეუწყონ ერთობლივ პარტნიორობას და გააძლიერონ ორმხრივი თანამშრომლობა.

პარალელურად, ორბელიანების საპრეზიდენტო სასახლეში ქართული ვიკიპედიის მარათონი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც 21-მა ვიკიპედიელმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ქართველოლოგიისა და კოვიდპანდემიის შესახებ 45 სტატია დაწერა და 500-ზე მეტი რედაქტირება განახორციელა, რისთვისაც მათ თსუ-ს ბიბლიოთეკის მიერ მოწოდებული წიგნებითა და ლიტარატურით ისარგებლეს. მარათონში მონაწილე ახალგაზრდებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე შეხვდნენ, ჩვენს საქმიანობას გაეცნენ და მომავალი თანამშრომლობის გეგმებზე ვისაუბრეთ.

კონკურსები

ქალები ვიკიპედიაში

8 თებერვალს დაიწყო ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის ყოველწლიური კონკურსი „ქალები ვიკიპედიაში“. კონკურსის მიზანია ქართულ ვიკიპედიაში ქალების შესახებ სტატიების რაოდენობის, ასევე სტატიების საერთო რიცხვის გაზრდა. კონკურსი ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო.

გენდერული ბალანსის მიღწევა და მისი დაცვა „ფონდ ვიკიმედიის“ პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც ასევე პრიორიტეტია „ვმ საქართველოსთვის“.

ვიკიკლუბები

ბაღდათის ვიკიკლუბი

თებერვალში, ბაღდათის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში 2 სტატია დაწერეს. დაამუშავეს 5 სტატია. ჩატარდა შიდა კონკურსი სადაც გამოვლინდა სამი გამარჯვებული: I ადგილი - მომხმარებელი:Mariam Nakashidze (სტატია ჰარი სტაილზი), II ადგილი - მომხმარებელი:3LuiJangulashvili (სტატია პიროვნული მახასიათებლის დიდი ხუთეული), III ადგილი - მომხმარებელი:Denosashvili456 - (დაწერა სტატია მაუნი როი და განავრცო სტატია ალფა და ბეტა მამაკაცი)

ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ ბაღდათისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

სურამის ვიკიკლუბი

თებერვალში, სურამის ვიკიკლუბის წევრებმა დაწერეს 131 სტატია, ესპანეთის მუნიციპალიტეტებისა და თურქეთის თაღოვანი ხიდების შესახებ, ხოლო 3 სტატია დაიწერა კავკასიურ სახლთან თანამშრომლობის ფარგლებში.

სურამის ვიკიკლუბი ემსახურება სურამის და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

არალის ვიკიკლუბი

თებერვალში, არალის ვიკიკლუბის წევრებმა დაწერეს 98 სტატია ვიკიპედიაში და განხორციელდა 200-ზე მეტი ცვლილება ვიკიმონაცემებში. ვიკიპედიის სტატიების თემატიკა იყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და ბიოგრაფიები, ამავე თემატიკაზე შეიქმნა ახალი ელემენტები ვიკიმონაცემებშიც. 1 თებერვალს ჩატარდა ერთი შეხვედრა, რომელზეც იმსჯელეს ბეჭდური მასალებიდან სტატიის წერის ტექნოლოგიებზე, ხოლო 2 თებერვალს კლუბის წევრები ესტუმრნენ ადიგენის ბიბლიოთეკას, საიდანაც გამოითხოვეს მასალები ვიკიპედიაში სტატიების დასაწერად.

არალის ვიკიკლუბი ემსახურება სოფელ არალისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

სურათები ბიბლიოთეკიდან


ვმ საქართველო